მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

ფსალმუნნი 9:35

34. რადმე განარისხა უღმრთომან ღმერთი? - რამეთუ თქუა გულსა შინა თჳსსა: არა გამოიძიოს.35. ჰხედავ შენ, რამეთუ სალმობასა და რისხვასა განიცდი, რათამცა მოგეცა შენ იგი ჴელთა შენთა. შენდა დაშთომილ არს გლახაკი; ობოლსა შენ ეყავ მწე.36. შეჰმუსრე მკლავი ცოდვილისა და უკეთურისა; იძიოს ცოდვაჲ მისი და არა იპოვოს.
ფსალმუნნი თავი 9
35. ჰხედავ შენ, რამეთუ სალმობასა და რისხვასა განიცდი, რათამცა მოგეცა შენ იგი ჴელთა შენთა. შენდა დაშთომილ არს გლახაკი; ობოლსა შენ ეყავ მწე.

ლექსიკონში ვერ მოიძებნა ჩანაწერები აღნიშნული მუხლისთვის

ფსალმუნი 9-ის განმარტება
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge

„დასასრულსა, საიდუმლოთათჳს ძისათა, ფსალმუნი დავითისი“ ().

„აღგიარო შენ, უფალო, ყოვლითა გულითა ჩემითა და მიუთხრა მე ყოველი საკჳრველებაჲ შენი,“ ().

1. მადლიერება ჭირში და ღვთის საკვირველებათა თხრობა

ეს ფსალმუნი გრძელია. ესეც სულიწმინდის სიბრძნის ნიშანია. რადგან არც ყველა მოკლე შექმნა და არც ყველა სიგრძეში განავრცო, არამედ წიგნი ზომითაც გაამრავალფეროვნა: სიგრძით უდებებას აღვიძებს, სიმოკლით კი დაღლილობას ასვენებს. „აღგიარო შენ, უფალო, ყოვლითა გულითა ჩემითა და მიუთხრა მე ყოველი საკჳრველებაჲ შენი,“ (). აღსარების სახე ორგვარია. ან საკუთარი ცოდვების მხილებაა, ან ღმერთისადმი მადლიერება. აქ კი სწორედ მადლიერებას აღნიშნავს. <span...

სრულად ნახვა

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის