1.დასასრულსა, საიდუმლოთათჳს ძისათა, ფსალმუნი დავითისი2.აღგიარო შენ, უფალო, ყოვლითა გულითა ჩემითა და მიუთხრა მე ყოველი საკჳრველებაჲ შენი,3.ვიხარებდე და ვიშუებდე შენდამი და უგალობდე სახელსა შენსა, მაღალო.4.რაჟამს უკუნიქცეს მტერი ჩემი მართლუკუნ, მოუძლურდენ და წარწყმდენ პირისაგან შენისა.5.რამეთუ ჰყავ სამართალი ჩემი და მშჯავრი ჩემი, დაშჯედ საყდართა ზედა, მსაჯულო სიმართლისაო.6.შეჰრისხენ შენ წარმართთა და წარწყმდა უღმრთოჲ; სახელები მათი აჰჴოცე უკუნისამდე და უკუნითი უკუნისამდე.7.მტერსა მახჳლნი მოაკლდეს სრულიად და ქალაქნი აღაოჴრენ; წარწყმდა საჴსენებელი მათი ღაღადებით;8.და უფალი ჰგიეს უკუნისამდე; განჰმზადა სამართალსა ზედა საყდარი თჳსი.9.და თავადმან განსაჯოს სოფელი სიმართლით და განიკითხნეს ერნი სიწრფოებით.10.ვყო უფალი შესავედრებელ დავრდომილსა, მწე კეთილ ჟამსა ჭირისასა.11.და გესვიდენ შენ ყოველნი, რომელთა იციან სახელი შენი, რამეთუ არა დასთხიენ მეძიებელნი შენნი, უფალო.12.უგალობდეთ უფალსა, რომვლი დამკჳდრებულ არს სიონს, მიუთხრენით წარმართთა შორის საქმენი მისნი.13.რამეთუ რომელი გამოეძიებს სისხლთა მათთა, მოიჴსენა და არა დაივიწყა ღაღადებაჲ დავრდომილთა.14.მიწყალე მე, უფალო, და იხილე სიმდაბლე ჩემი მტერთა ჩემთაგან,15.რომელმან აღმამაღლა მე ბჭეთაგან სიკუდილისათა, რათა მიუთხრა მე ყოველი ქებულებაჲ შენი ბჭეთა ასულისა სიონისათა;16.ვიხარებდეთ ჩუენ მაცხოვარებითა შენითა. დაინთქნეს წარმართნი განსახრწნელსა მას, რომელცა ქმნეს; მახითა ამით, რომელ დაარწყუეს, შეიპყრა ფერჴი მათი.17.განცხადებულ არს უფალი ყოფად სასჯელისა, საქმითა ჴელითა თჳსთაჲთა შეიპყრა ცოდვილი.18.მიიქცენ ცოდვილნი ჯოჯოხეთს და ყოველნი წარმართნი, რომელთა დაჰვიწყებიეს ღმრთისაჲ.19.რამეთუ არა სრულიად დაივიწყოს გლახაკი და თმენა დავრდომილთა არა წარწყმდეს სრულიად.20.აღდეგ, უფალო, ნუ ძლიერობნ კაცი, ისაჯნედ წარმართნი შენ წინაშე.21.დაადგინე, უფალო, სჯულისმდებელ მათ ზედა; გულისჴმა-ყვედ წარმართთა, რამეთუ კაცნი არიან.
...ამრიგად, როგორც ჯდომა არ არის სხეულებრივი, ასევე არც აღდგომაა; არამედ იქ სიმტკიცეა ნაგულისხმევი, აქ კი — სასჯელის მიმგებლობა და განმლეველი ძალა. ზოგჯერ კი ჯდომა განკითხვის მნიშვნელობასაც გამოხატავს, როგორც მაშინ, როცა ამბობს: „დაშჯედ საყდართა ზედა, მსაჯულო სიმართლისაო“ (); და დანიელი: „საყდარნი დაიდგნეს“ () და „წარდგომილ იყვნეს წინაშე მისსა სამსჯავროს“ ().
არის სამეფო მნიშვნელობაც, როგორც მაშინ, როცა ამბობს: „საყდარი შენი, ღმერთო, უკუნითი უკუნისამდე, კუერთხი განგებისა და კუერთხი სუფევისა შენისა“ ().აქედანვე ჩანს, რომ „დაჯედ მარჯუენით ჩემსა“ () თანასწორ პატივს აჩვენებს.და რას ნიშნავს „რისხვითა შენითა“ ()?ესეც კვლავ ღვთისშესაფერისად უნდა გავიგოთ.რადგან ღმერთის რისხვ...
..., რას ამბობს? „ვიხილე უფალი მჯდომარე“ ().საყდარზე ჯდომა მუდამ სამსჯავროს სიმბოლოა, როგორც დავითი ამბობს:„დაშჯედ საყდართა ზედა, მსაჯულო სიმართლისაო“ ().და დანიელიც: „საყდარნი დაიდგნეს“ და „დაჯდა სამსჯავრო“ ().ხოლო თვით უბრალოდ ჯდომა, წინასწარმეტყველის თქმით, სხვა რამის სიმბოლოა.კერძოდ, რისი?მტკიცის, მუდმივის, დამყარებულის, უცვალებლის, დაუსრულებლის, უსაზღვრო სიცოცხლისა.ამიტომ ამბობს: „რამეთუ შენ მჯდომარე ხარ საუკუნოდ, და ჩუენ წარწყმედილნი საუკუნოდ“ ().შენ, ამბობს იგი, ჰგიე, არსებობ, ცოცხლობ და მარად იმავე ხარ.ხოლო რომ იგი სავარძელზე არ ლაპარაკობდა, ეს დაპირისპირებამ ცხადყო....
...საკუთარი თავის წინააღმდეგ შევეწიოთ და მათ, ვინც ჩვენს სულს ამწუხრებს და ავიწროებს, სიხარული და მხიარულება მოვუმზადოთ! იხილე, რამდენი უჯერო რამ არის.როცა მტრის დამარცხება გვმართებდა — რადგან ნათქვამია: „მტერსა მახჳლნი მოაკლდეს სრულიად“ (), და უღმრთო დაიღუპა — როცა გამარჯვება გვმართებდა, ვმარცხდებით. და არა მხოლოდ ეს, მას ძლიერად და მტკიცედ წარმოვაჩენთ; არც ამით შემოიფარგლება ჩვენი მძვინვარება და უკიდურესი სნეულება, არამედ მის სიხარულსა და მხიარულებასაც ვამზადებთ.ჭეშმარიტად, უკიდურესი სიმთვრალე და უკიდურესი ბოროტებაა ცოდვა.
„მაჭირვებელნი ჩემნი იხარებდენ, შე-თუ-ვიძრა“ ().წინასწარმეტყველი სამ სამართლიან საფუძველს წარუდგენს მეუფეს შესავედრებლად, რათა მოხედოს, თავისი პირი მისკენ მოაქციოს და მისი ვედრება ისმინოს: მტერთა სიმტკიცესა და ძალას; მანამდე — მათ ამაღლებასა და ქედმაღლობას; მესამედ კი — მათ სიხარულსა და მხიარულებას. თითქოს ამბობს: თუ ჩემი ვედრებისა და ჩემი უბედურების გამო არ მოაქცევ ჩემკენ შენს პირს...