თ ა რ გ მ ა ნ ი: ჰხედავა, ვითარ თარგმნის პირველ მისა ყოფილსა? რამეთუ თქუა რაჲ, ვითარმედ: „რომელმან აღიხუნა ცოდვანი სოფლისანი“, მერმე შესძინა, ვითარმედ: „პირველ ჩემსა იყო“, რაჲთამცა უჩუენა, რამეთუ ესე არს პირველობაჲ - ახუმაჲ ცოდვათა სოფლისათაჲ, ნათლის-ცემაჲ სულითა წმიდითა. რამეთუ მე სხუაჲ არარაჲ შემეძლო, გარნა ქადაგებაჲ მისი და განბანაჲ ესე წყლითა, ხოლო მას ძალ-უც ყოველთა კაცთა განწმედაჲ და მადლსა მას ნუგეშინისმცემელისასა მოცემად. „ესე იყო პირველ ჩემსა, რამეთუ პირველ ჩემსა არს“ (1,30), ესე იგი არს, ფრიად უდიდებულეს და უბრწყინვალეს. ჰრცხუენოდენ ყოველთა, რომელთა პავლე სამოსატელისა წვალებაჲ შეიწყნარეს, რამეთუ ესევითარსა ცხადსა ჭეშმარიტებასა წინააღუდგებიან.
სახარებაჲ იოვანესი 1:30
29. ხვალისაგან იხილა იოვანე იესუ, მომავალი მისა, და თქუა: აჰა ტარიგი ღმრთისაჲ, რომელმან აიხუნეს ცოდვანი სოფლისანი.30. ესე არს, რომლისათჳს-იგი ვთქუ: შემდგომად ჩემსა მოვალს კაცი, რომელი პირველ ჩემსა იყო, რამეთუ უპირატეს ჩემსა არს.31. და მე არა ვიცოდე იგი, არამედ რაჲთა გამოეცხადოს ისრაჱლსა, ამისთჳს მოვედ მე წყლითა ნათლის-ცემად.
სახარებაჲ იოვანესი თავი 1