მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი იზ

წმინდა იოანე ოქროპირი

📋 სარჩევი

ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „ესე ბეთაბრას იყო, წიაღ იორდანესა, სადა-იგი იყო იოვანე ნათლისმცემელი. ხვალისაგან იხილა იესუ, მომავალი მისა, და თქუა: აჰა ტარიგი ღმრთისაჲ, რომელმან აღიხუნა ცოდვანი სოფლისანი“ (1,28-29).

თ ა რ გ მ ა ნ ი: დიდი სიქადული არს კადნიერებაჲ საღმრთოჲ, უშიშობაჲ კაცთაგან, და რაჲთა ყოველივე არად შეგუერაცხოს ქრისტეს აღსარებისა თანა. და ესრეთ დიდ არს საქმე ესე, ვითარცა ძჱ ღმრთისაჲ მხოლოდშობილი ბრძანებს, ვითარმედ: „რომელმან აღმიაროს წინაშე კაცთა, აღვიარო იგი წინაშე მამისა ჩემისა“.1 და არა სწორ არს ნაცვალი ესე, რამეთუ შენ უკუეთუ აღიარო იგი, აღიარებ ქუეყანასა ზედა, ხოლო იგი - ცათა შინა, და შენ - წინაშე კაცთა, ხოლო იგი - წინაშე მამისა თჳსისა და ანგელოზთაცა. ხოლო ესევითარი იყო დიდი იოვანე, რამეთუ არად შეჰრაცხა ყოველივე, არამედ განცხადებულად ქრისტესა ქადაგებდა; რამეთუ მისთჳს თქუა მახარებელმან ადგილიცა, რაჲთა გამოაჩინოს დიდი იგი კადნიერებაჲ მისი, ვითარმედ არა თუ სახლსა შინა ანუ ადგილსა უჩინოსა ქადაგა, არამედ იორდანესა ზედა, ყოველსა მას შორის ერსა, რომელნი ნათელს-იღებდეს, რამეთუ მუნ ქადაგა დიდი იგი ქადაგებაჲ ქრისტესი, და ვითარმედ: „არა ვარო ღირს საბელსა ჴამლთა მისთასა განჴსნად“. ამისთჳს იტყჳს მახარებელი, ვითარმედ: „ესე ბეთაბრას იყო, წიაღ იორდანესა“.

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ხვალისა დღე იხილა იესუ, მომავალი მისა, და თქუა: აჰა ტარიგი ღმრთისაჲ, რომელმან აღიხუნა ცოდვანი სოფლისანი“ (1,29).

თ ა რ გ მ ა ნ ი: განიყვნეს ჟამნი მახარებელთა, რამეთუ მათე პირველ იოვანეს შეპყრობისა ქმნულნი საქმენი შეამოკლნა და შემდგომთა მათ იტყჳს, ხოლო იოვანე უფროჲს პირველ შეპყრობისა მისისა ქმნილთა შინა იქცევის. და მან კუალად დაიდუმნა შემდგომად იოვანეს უდაბნოჲთ მოსლვისა ქმნულნი საქმენი და მეყსეულად თქუა საპყრობილისათჳს: „ვითარცა ესმა რაჲ იესუს იოვანეს შეპყრობაჲ, წარვიდა უდაბნოდ“.2 ხოლო იოვანე შემდგომად იოვანეს უდაბნოჲთ გარდამოსლვისა ქმნილთა მათ საქმეთა იტყჳს; და შემდგომად თქუმისა მათ საქმეთაჲსა თქუა, ვი-თარმედ: „არღა იყო იოვანე საპყრობილედ შევრდომილ“.3 ხოლო რაჲსათჳს მოვიდა აწ იესუ მისა არა ერთ ოდენ, არამედ ორგზისცა? რამეთუ მათე თქუა მიზეზი მოსლვისა მისისაჲ - ნათლის-ღებაჲ, ხოლო იოვანე შემდგომად ნათლის-ღებისაცა იტყჳს მოსლვასა. რაჲსათჳს უკუე მოვიდა? გარნა ამისთჳს, რამეთუ ვინაჲთგან მისგან ნათელ-იღო სხუათა მათ

1 მათ. 10,32; შდრ. ლუკ. 12,8. 2 შდრ. მათ. 4,12. 3 იოან. 3,24.

ერთა თანა, რაჲთა არავინ მოიგონოს, ვითარმედ ვითარცა ერთი სხუა-თაგანი ნათელს-იღებს ცოდვათა აღსაარებად, ამისთჳს მეორედ მოვიდა მისა, რაჲთამცა მისცა მიზეზი საკჳრველსა მას ქადაგსა ქადაგებად მისა, რომელმანცა ქადაგა, ვითარმედ: „აჰა ტარიგი ღმრთისაჲ, რომელმან აიხუნეს ცოდვანი სოფლისანი“. რამეთუ რომელი ცოდვათა სოფლისა-თა აღიხუამს, თჳთმცა ვითარ აქუნდა ცოდვაჲ? ხოლო სიტყუაჲ იგი, ვი-თარმედ: „აჰა ტარიგი ღმრთისაჲ“, თქუა მრავალთა მათთჳს, რომელნი ეძიებდეს მას მრავლით ჟამითგან, უჩუენა და ჰრქუა: აჰა რომელსა ეძიებდით, ესე არს, „ტარიგი ღმრთისაჲ“. ხოლო „ტარიგად“ უწოდა მას, რაჲთამცა მოაჴსენა ჰურიათა წინაჲსწარმეტყუელებაჲ იგი ესაიაჲსი1 და იგავი იგი მოსესი,2 რაჲთა სახისა მისგან გულისხმა-უყოს ჭეშმარიტებაჲ. ხოლო მან ტარიგმან არავისნი ცოდვანი აიხუნა, ხოლო ამან ყოველი სოფელი წარწყმედისაგან და რისხვისა ღმრთისა იჴსნა.

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ესე არს, რომლისათჳს მე ვთქუ: შემდგომად ჩემსა მოვალს კაცი, რომელი პირველ ჩემსა იყო“ (1,30).

თ ა რ გ მ ა ნ ი: ჰხედავა, ვითარ თარგმნის პირველ მისა ყოფილსა? რამეთუ თქუა რაჲ, ვითარმედ: „რომელმან აღიხუნა ცოდვანი სოფლისანი“, მერმე შესძინა, ვითარმედ: „პირველ ჩემსა იყო“, რაჲთამცა უჩუენა, რამეთუ ესე არს პირველობაჲ - ახუმაჲ ცოდვათა სოფლისათაჲ, ნათლის-ცემაჲ სულითა წმიდითა. რამეთუ მე სხუაჲ არარაჲ შემეძლო, გარნა ქადაგებაჲ მისი და განბანაჲ ესე წყლითა, ხოლო მას ძალ-უც ყოველთა კაცთა განწმედაჲ და მადლსა მას ნუგეშინისმცემელისასა მოცემად. „ესე იყო პირველ ჩემსა, რამეთუ პირველ ჩემსა არს“ (1,30), ესე იგი არს, ფრიად უდიდებულეს და უბრწყინვალეს. ჰრცხუენოდენ ყოველთა, რომელთა პავლე სამოსატელისა წვალებაჲ შეიწყნარეს, რამეთუ ესევითარსა ცხადსა ჭეშმარიტებასა წინააღუდგებიან.

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „მე არა ვიცოდე იგი“ (1,31).

თ ა რ გ მ ა ნ ი: უეჭუელ-ჰყოფს წამებასა თჳსსა, ვითარმედ არარაჲ არს მას შინა კაცობრივისა სიყუარულისა საქმჱ, არამედ საღმრთოჲსა გამოცხადებისაგან ქმნილ არს, რამეთუ რომელი არა იცოდა, ვითარმცა იტყოდა მისთჳს ტყუვილსა, რაჲთამცა სათნო-ეყო? ამისთჳს იტყჳს:

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „მე არა ვიცოდე იგი, არამედ რაჲთა გამოეცხადოს ისრაჱლსა, ამისთჳს მოვედ წყლითა ნათლის-ცემად“ (1,31).

თ ა რ გ მ ა ნ ი: რამეთუ ამას არა უჴმდა ნათლის-ცემაჲო, არცა სხჳსა რაჲსმე მიზეზისათჳს ნათელ-ვსცემ ერსა, არამედ რაჲთამცა უქადაგე ქრისტჱ. რაჲ არს უკუე, თჳნიერ ნათლის-ცემისა ქადაგებაჲ არა იქმნებოდაა? არა იქმნებოდა, რამეთუ უკუეთუმცა ნათლის-ღებაჲ არა

1 შდრ. ესაია 53,7; საქმე 8,32. 2 შდრ. გამ. 12,3-14.

იყო, არა შეკრბებოდეს ერნი სმენად ქადაგებისა მის. რამეთუ არა თუ ამისთჳს განვიდოდეს, რაჲთამცა ქადაგებაჲ იგი ისმინეს, არამედ განვიდოდეს ნათლის-ღებად და აღსაარებად, და მი-რაჲ-ვიდოდეს, ესმოდა ქრისტესთჳს ქადაგებაჲ მისი.

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „და წამა იოვანე და თქუა, რამეთუ: ვიხილე სული ღმრთისაჲ, გარდამომავალი ზეცით, ვითარცა ტრედი, და დადგრომილი მას ზედა“ (1,32).

თ ა რ გ მ ა ნ ი: გამოაჩინებს, ვითარმედ სულისა წმიდისა მიერ იცნა იგი, ხოლო კუალად რაჲთა არავინ მოიგონოს, ვითარმედ საჴმარ მისა იყო გარდამოსლვაჲ სულისა წმიდისაჲ, ვითარცა-ესე ჩუენდა საჴმარ არს, ისმინე, ვითარ ამასცა იჭუსა დაჰჴსნის და გამოაჩინებს, ვითარმედ გარდამოსლვაჲ სულისაჲ ქრისტეს ქადაგებისათჳს იქმნა, რამეთუ თქუა:

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „მე არა ვიცოდე იგი, არამედ რომელმან მომავლინა მე ნათლის-ცემად წყლითა, მან მრქუა მე: რომელსა ზედა იხილო სული გარდამომავალი და დადგრომილი მის ზედა, იგი არს, რომელმან ნათელსცეს სულითა წმიდითა“ (1,33).

თ ა რ გ მ ა ნ ი: ჰხედავა, რამეთუ საქმე სულისა წმიდისაჲ ესე იყო, რაჲთამცა ქრისტე გამოაჩინა? რამეთუ იყო იოვანესიცა წამებაჲ უეჭუელ და ენება, რაჲთამცა უმეტესად სარწმუნო-ყო იგი, ამისთჳს ღმრთისა და სულისა წმიდისა მიმართ აღიყვანა იგი. რამეთუ ვინაჲთგან წამა ესრეთ დიდი და საკჳრველი საქმე, რომელი შემძლებელ იქმნა მრავალთა განკჳრვებად, ვითარმედ ყოვლისა სოფლისა ცოდვათა იგი მხოლოჲ აღიხუამს და ესოდენისა სიმრავლისა საჴსრად კმა არს ნიჭისა მის სიმაღლჱ, ამისთჳს ესევითარსა უეჭუელსა წამებასა მოიღებს, ხოლო საქმე მისი ესე არს, რაჲთამცა გამოაჩინა, ვითარმედ ძჱ არს ღმრთისაჲ და არა ეჴმარების ნათლის-ღებაჲ, და ვითარმედ საქმე სულისა წმიდისა გარდამოსლვისაჲ ამისთჳს იქმნა, რაჲთამცა ოდენ ქრისტე საცნაურ-ყო, რამე-თუ შეუძლებელ იყო იოვანეს მიერ მიცემაჲ სულისა წმიდისაჲ; და ამას გამოაჩინებენ მის მიერ ნათელღებულნი იგი, რომელნი იტყოდეს, ვი-თარმედ: „არცაღა, თუ არს სული წმიდაჲ, გუასმიეს“.1 და საცნაურ არს, ვითარმედ არა ეჴმარებოდა ქრისტეს ნათლის-ღებაჲ, არამედ უფროჲს ნათლის-ღებასა ეჴმარებოდა ძალი ქრისტესი, რამეთუ ესე ოდენ აკლდა, - თავი ყოველთა კეთილთაჲ, - რაჲთამცა სულსა წმიდასა ღირს ექმნებოდა ნათელღებული იგი. და ესე სულისა წმიდისა მოღებაჲ შესძინა ქრისტემან მოსლვითა თჳსითა.

1 საქმე 19,2.

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „და წამა იოვანე და თქუა, რამეთუ: ვიხილე სული ღმრთისაჲ, ვითარცა ტრედი, გარდამომავალი ზეცით, და დაადგრა მას ზედა. მე არა ვიცოდე იგი, არამედ რომელმან მომავლინა მე წყლითა ნათლის-ცემად, მან მრქუა მე: რომელსა ზედა იხილო სული გარდამომავალი და დადგრომილი მის ზედა, იგი არს, რომელმან ნათელსცეს სულითა წმიდითა. და მე ვიხილე და ვწამე, რამეთუ ესე არს ძჱ ღმრთისაჲ“ (1,32-34).

თ ა რ გ მ ა ნ ი: ზედაჲსზედა იტყჳს ამას სიტყუასა, ვითარმედ: „მე არა ვიცოდე იგი“. ხოლო რაჲსათჳს იტყჳს ამას? გარნა ამისთჳს, რამე-თუ ნათესავი იყო მისი ჴორციელად, ვითარცა წერილ არს, ვითარმედ: „აჰა ესერა ელისაბედცა, ნათესავი შენი, მიდგომილ არს ძესა“.1 და რაჲთა არავინ თქუას, ვითარმედ ნათესაობისა მისისათჳს ადიდებს მას, ამისთჳს იტყჳს, ვითარმედ: „არა ვიცოდე იგი“. რამეთუ იყოცა მარადის უდაბნო-თა შინა და გარეგან მამულისა სახლისა მისისა, და ესრეთ აღესრულებოდა სიტყუაჲ მისი.

არამედ უკუეთუ პირველ სულისა წმიდისა გარდამოსლვისა არა იცოდა იგი, ვითარ პირველ ნათლის-ღებისა აყენებდა მას და ეტყოდა, ვითარმედ: „მე შენგან მიჴმს ნათლის-ღებაჲ“?2 რამეთუ ესე სახე არს ფრიადისა მეცნიერებისაჲ. გარნა პირველ მრავლისა ჟამისა არა იცოდა იგი, არამედ მას ჟამსა გამოუცხადა მას ღმერთმან, რაჟამს მოავლინა ნათლის-ცემად იორდანესა. ხოლო პირველ მისა არა იცოდა იგი, რამე-თუ საკჳრველებანი იგი, რომელნი სიჩჩოსა ქრისტესა ექმნნეს, ვითარიგი მოგუთათჳს და სხუაჲ ესევითარი, პირველ მრავლისა ჟამისა ყოფილ იყო, რაჟამს იოვანეცა ჩჩჳლ იყო, და ვიდრე ჟამადმდე ნათლის-ღებისა ფრიადი ჟამი გარდასრულ იყო. თუ არა, უკუეთუმცა იცოდა იგი, არამცა ეთქუა, ვითარმედ: „არა ვიცოდე იგი“.

და ამისგან საცნაურ არს, ვითარმედ სასწაულნი იგი, რომელნი დავიეთმე-უწერიან და იტყჳან, ვითარმედ: „სიყრმე ქრისტესიო“, ზღაპარ არიან და ტყუვილ, ამაოთა ვიეთმე კაცთა თქუმულნი, რამეთუ უკუე-თუმცა სიჩჩოჲთგანვე სასწაულთა იქმოდა, არამცა იყო იოვანე მისა უმეცარ, არცამცა ერსა უჴმდა მისთჳს სხჳსა ქადაგებაჲ.

ხოლო აწ იტყჳს, ვითარმედ: „ამისთჳს მოვედო ნათლის-ცემად, რაჲთამცა განეცხადა ისრაჱლსა“, რამეთუ ჟამსა მას გამოუცხადა მისთჳს ღმერთმან და მოავლინა იორდანედ ნათლის-ცემად და ქადაგებად. ამისთჳსცა პირველ სულისა გარდამოსლვისა ეტყოდა ერსა, ვი-თარმედ: „შემდგომად ჩემსა მოვალს კაცი, რომელი პირველ ჩემსა იყო“. და ამისთჳსცა დასამტკიცებლად მისისა წამებისა მამაჲცა ჴმითა ეწამა ძედ, და სული წმიდაჲ გარდამოჴდა, რაჲთამცა ჴმაჲ იგი ქრისტეს ზედა დაამტკიცა. რამეთუ ვინაჲთგან იოვანე ნათელს-სცემდა და ქრისტე ნა-

1 ლუკ. 1,36. 2 მათ. 3,14.

თელს-იღებდა, რაჲთა არავინ თქუას მუნ მდგომარეთაგანმან, ვითარმედ ჴმაჲ იგი იოვანესთჳს იყო, ამისთჳს სული წმიდაჲ უფალსა ზედა მოვიდა, რაჲთამცა იჭჳ იგი განჰმართა. და ესრეთ უკუე საცნაურ არს, რა-ჟამს იტყოდის, თუ: „არა ვიცოდე იგი“, პირველ ჟამთათჳს იტყჳს და არა მახლობელად ნათლის-ღებისა, თუ არა, ვითარმცა ეტყოდა, ვითარმედ: „მე შენგან მიჴმს ნათლის-ღებაჲ“? იტყჳან უკუე ვიეთნიმე: და ვითარ არა ჰრწმენა ჰურიათა, რამეთუ არა იოვანე ოდენ იხილა სული წმიდაჲ, სახედ ტრედისა მოსრული უფალსა ზედა, არამედ მათცა? გულისხმაყავთ, რამეთუ ესევითართა ხილვათა სულიერნი თუალნი ეჴმარებიან და არა ჴორციელნი ოდენ, რაჲთა არა საუცრად შეჰრაცხონ საქმე იგი. რამეთუ ჰხედვიდეს რაჲ სასწაულთა მათ, რომელთა იქმოდა ქრისტე, და ვითარ შეახებდა ოდენ ბრმათა და მკელობელთა და სხუათა ყოველთა უძლურთა და მეყსეულად განჰკურნებდა, და მათ ესრეთ ეთრო შურითა, რომელ ამას ყოველსა ისწრაფდეს განმტყუვნებად, ნუუკუე სულისა წმიდისა მოსლვითა ოდენმცა განაგდესა ურწმუნოებაჲ? ხოლო ვიეთნიმე იტყჳან, ვითარმედ: არცა უხილავს იგი ყოველთავე, არამედ იოვანეს ოდენ და სხუათა, რომელნი სარწმუნოებით იყვნეს. რამეთუ დაღაცათუ ჴორციელითა თუალითა შესაძლებელ იყო სახედ ტრედისა ხილვად გარდამოსლვაჲ იგი სულისა წმიდისაჲ, არამედ არაჲვე ჭირი იყო ყოველთა მიერ ხილვაჲ მისი, ვითარცა-იგი ზაქარიაცა წინაჲსწარმეტყუელმან და დანიელ და ეზეკიელ და მოსე მრავალი იხილეს ხილულითა თუალითა, და სხუაჲ ვერვინ ჰხედვიდა, და ფერისცვალებაჲ უფლისაჲ არა ყოველთა მოწაფეთა იხილეს და არცა აღდგომაჲ.

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „და მე ვიხილე და ვწამე, ვითარმედ იგი არს ძჱ ღმრთისაჲ“ (1,34).

თ ა რ გ მ ა ნ ი: რამეთუ ხარებად უწოდა მას და ვითარმედ სული-თა წმიდითა ეგულების ნათლის-ცემაჲ, ხოლო „ძედ ღმრთისა“ აწ ოდენ თქუა, რამეთუ შემდგომად ნათლის-ღებისა არღარას იტყჳან სხუანი მახარებელნი სიტყუასა იოვანესსა, არამედ სასწაულთა ქრისტჱსთა იწყებენ, რომლისათჳს საცნაურ არს, ვითარმედ ესე ყოველი და ამისა უმრავლესი დაიდუმეს; და ამას მოასწავებს ესევე მახარებელი აღსასრულსა შინა სიტყჳსა თჳსისასა, ვითარმედ მრავალი რაჲმე დაუდუმებიეს, რამეთუ ესრეთ შორს იყვნეს ტყუვილისაგან, რომელ რაოდენი-რაჲ არს საყუედრელი და შეურაცხებაჲ, ყოველნივე ერთპირად იტყჳან მას, ხოლო სასწაულთა და ქებათა რომელთამე თითოეული იტყჳს, და რომელნიმე ოთხთავე დაიდუმნეს. ხოლო ესე არა ამაოდ ვთქუ, არამედ უკეთურებისათჳს წარმართთაჲსა. რამეთუ ესე კმა არს სახედ ჭეშმარიტებისა მისთჳს მოციქულთაჲსა, რომელ არას იტყჳან თავით თჳსით მისთჳს საკჳრველსა, და ესეცა სიტყუაჲ გაქუნდინ წინააღდგომისათჳს ურწმუნოთაჲსა.

სწავლაჲ იზ ვითარმედ ჯერ-არს, რაჲთა სიტყუანი სარწმუნოებისანი კეთილად ვიცნოდით

არამედ ეკრძალენით, რამეთუ ბოროტ არს, რაჲთა მკურნალი იღუწიდეს თჳსისა ჴელოვნებისათჳს, და ეგრეთვე ხუროჲ ანუ გალატოზი და ყოველი ჴელოვანი, და ქრისტეანემან თჳსისა სარწმუნოებისა სიტყუანი არა იცნოდის. რამეთუ მათი უმეცრებაჲ საფასეთა დაჭირვებასა იქმს, ხოლო ამათი უმეცრებაჲ - სულიერსა დაჭირვებასა; არამედ ჩუენ ესევითარსა უბადრუკებასა შინა ვართ, რამეთუ იგინი თჳსისა ჴელოვნებისათჳს ესრეთ მოსწრაფე არიან, ხოლო ჩუენ, რომელ-ესე მიზეზი არს ჩუენისა ცხორებისაჲ, ვითარცა არარასა, ესრეთ შეურაცხვჰყოფთ მას.

ესე უკუე საქმე არა შეუნდობს წარმართთა თჳსისა მის საცთურისა დატევებად, რამეთუ რაჟამს იგინი თჳსსა მას საცთურსა და ტყუვილსა მრავლითა სიტყჳთა შეამკობდენ და ქადაგებდენ, ხოლო ჩუენ, ჭეშმარიტებისა ესე მსახურნი, პირთაცა ვერ აღვახუმიდეთ, ვითარ არა თქუან, ვითარმედ: ფრიად სამე უძლურ არს შჯული მათი? ვითარ არა ჰგმობდენ ქრისტესა? და გმობისანი მის ჩუენ ვართ მიზეზნი, რომელ-თა არა გუნებავს, რაჲთამცა სიტყუათა შინა ცხორებისათა მღჳძარე ვიყვენით, არამედ ესევითარი ყოველივე გარეწარად გუაქუს და ქუეყანისასა ვზრუნავთ. და უკუეთუ მომღერალთა და ცხენთა ვინ სძაგებდეს, ბევრეულთა ქებათა იტყჳან მათთჳს მრავალნი, ხოლო უკუეთუ ქრისტეანობისათჳს შემოვიდეს სიტყუაჲ, დადუმნებიან და იწყებენ ფხანად თავთა და ესრეთ წარვლენ მოკიცხულნი. და ვითარ არა ღირს არს საქმჱ ესე მრავლისა რისხვისა, უკუეთუ ქებაჲ მგოსანთაჲ უმეტეს გჳსწავიეს, ვიდრეღა ქრისტესი? და უკუეთუ საძაგელსა მას საქმესა შეასხმიდეთ, ბევრეულთა სიტყუათა ჰპოვებთ, ხოლო ქრისტეს სასწაულთა, რომელთა ყოველი სოფელი აცხოვნეს, არა იცით ქებაჲ? რამეთუ გურწამს ჩუენ მამაჲ, ძჱ და სული წმიდაჲ, აღდგომაჲ მკუდართაჲ და ცხორებაჲ საუკუნოჲ. აწ უკუეთუ ვინმე წარმართთაგანმან გკითხოს, ვითარმედ: ვინ არს იგი მამაჲ? ანუ ვინ არს ძჱ? ანუ ვინ არს სული წმიდაჲ? ვითარ სამთა ღმერთთა იტყჳ, და ჩუენ მრავალღმრთეებასა მაბრალობთ? რაჲ სთქუათ, ანუ რაჲ მიუგოთ, და ვითარ გარემიაქციოთ სიტყუაჲ მისი? და უკუეთუ სდუმნეთ, და კუალად თქუას სიტყუაჲ საძიებელი, ვითარმედ: რაჲ არს აღდგომაჲ მკუდართაჲ? ანუ ამითვე ჴორცითა აღვდგეთა, ანუ სხჳთა? და უკუეთუ ამითვე აღვდგეთ, რად საჴმარ არს დაჴსნაჲ ამისი? რაჲ სთქუათ ამის ყოვლისათჳს? და კუალად უკუეთუ იტყოდის, ვითარმედ: რად აწღა და არა პირველ მრავალთა ჟამთა მოვიდა ქრისტე? ანუ აწღა ინება შეწყნარებაჲ კაცთა და პირველთა მათ ესოდენთა ჟამთა უგულებელს-ვეყვენითა? და სხუათა მრავალთა ძიებათა შემოიღებდეს. რამეთუ არცა კეთილ არს ერთბამად მრავალთა საძიებელთა თქუმაჲ და აჴსნისა მათისა დადუმებაჲ, რაჲთა არა უმეტესად ევნოს უსწავლელთა, რამეთუ კმა არიან თქუმულნი ესე განფრთხობად თქუენდა. რამეთუ უკუეთუ ესე გკითხონ, ხოლო თქუენ სიტყუაჲცა ერთი ვერ მიუგოთ, მცირედსა საშჯელსა ღირს იქმნნეთა, რაჟამს ესოდენისა საცთურისა მიზეზ ექმნებოდით ბნელსა შინა მსხდომარეთა მათ?

მენება, უკუეთუმცა ჟამი მაქუნდა, რაჲთამცა შორის შემოვიღე ყოველივე წიგნი ბოროტისა ვისმე წარმართისა ფილოსოფოსისაჲ, რომელი ჩუენდა წინააღდგომად დაუწერია, რაჲთამცა ესრეთ განვიფრთხვეთ. რამეთუ მათ უკუეთუ ესრეთ ისწრაფეს ჩუენთვის ბოროტისა თქუმად, ჩუენ რასა ღირს ვართ, რაჟამს სიტყუათაცა მათთა ვერ წინააღუდგებოდით? არა გესმისა მოციქულისაჲ, რასა იტყჳს, ვითარმედ: „მზა იყვენით სიტყჳს-მიგებად ყოველთა, რომელნი ეძიებდენ თქუენგან სიტყუასა სასოებისათჳს თქუენისა“?1 და კუალად იტყჳს, ვითარმედ: „სიტყუაჲ ქრისტესი დამკჳდრებულ იყავნ მდიდრად თქუენ შორის“.2 არამედ რასა იტყჳან უგუნურნი, ვითარმედ: წერილ არს, ვითარმედ: „სული წრფელი კურთხეულ არს“,3 და „რომელი ვიდოდის სიწრფოებით, ვალს იგი სასოებით“?4 რამეთუ ესე არს ყოველთა ბოროტთა მიზეზი, რომელ წამებასაცა წერილთასა არა კეთილსა ზედა იჴმარებენ მრავალნი, რამეთუ არა თუ უსწავლელთა და უგუნურთა აკურთხევს წერილი, არამედ მას, რომლისა თანა უკეთურებაჲ არა იყოს. თუ არა, უკუეთუმცა ესრეთ იყო, ვითარ იგინი იტყჳან, ამაო იყომცა სიტყუაჲ იგი, რომელი იტყჳს: „იყვენით ბრძენ, ვითარცა გუელნი, და უმანკო, ვითარცა ტრედნი“.5 ხოლო ჩუენ, რომელთა არცა ერთი რაჲ კეთილი წარგჳმართებია, ვითარ ვთქუათ ესე სიტყუაჲ, თუ წრფელნი ვართ, რომელნი-ესე უუბადრუკეს ვართ ყოველთასა, მაბრალობელ ურთიერთას და ბრალთა ჩუენთა არა განმამართლებელ? არამედ აწ გევედრები, ნუმცა ოდენ თავთა ჩუენთა ვაბრალობთ, არამედ საქმენიცა სათნოებათანი მოვიგნეთ, რაჲთა ცხორებაჲ ჩუენი სადიდებელად ღმრთისა იყოს, და საუკუნოჲ დიდებაჲ ვპოვოთ, რომელსა ღირსმცა ვართ მიმთხუევად მადლითა და კაცთმოყუარებითა უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესითა, რომლისაჲ არს დიდებაჲ და სიმტკიცე აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამენ.

1 1 პეტ. 3,15. 2 კოლ. 3,16. 3 შდრ. იგავ. 11,25. 4 იგავ. 10,9. 5 მათ. 10,16.