თ ა რ გ მ ა ნ ი: ვინაჲთგან თქუა, ვითარმედ: „ნაზარეთით შესაძლებელ არსა კეთილისა რაჲსმე ყოფად?“ ამისთჳს აქებს მას. და არა უფროჲსად ბრალობაჲ ჯერ-იყოა? არამედ არა, რამეთუ ნათანაელ არა თუ უკეთურებით და ურწმუნოებით თქუა სიტყუაჲ იგი, არამედ ვინაჲთგან შჯულისმეცნიერი იყო და აღმოეკითხა წერილთა შინა, ვითარმედ: „ბეთლემს შობად არს ქრისტე“, და ესმა, ვითარმედ: „ნაზარეთით“, ამისთჳს დაუკჳრდა. არამედ იხილე მისი სიკეთე, რამეთუ არა ჰრქუა ფილიპეს, ვითარმედ: მაცთუნებ და შენ ცთომასა შინა ხარ, არამედ აღდგა და შეუდგა, რაჲთამცა ისწავა ჭეშმარიტი; და რომელ-იგი არა შეიწყნარა ნაზარეთით მოსლვაჲ მისი, ამით წინაჲსწარმეტყუელთა სიტყუასა ზედა მტკიცეობაჲ გამოაჩინა, და რომელ მოვიდა ფილიპეს თანა, ამით კეთილად სურვილი თჳსი გამოაცხადა, რომელ აქუნდა ქრისტეს მოსლვისათჳს, რამეთუ გულისხმა-ყო, ვითარმედ ნუუკუედა ბეთლემს შობილი არს, და ფილიპე არა იცის. ხოლო იხილე, ვითარ სიტყუაჲცა მისი სიბრძნით არს, რამეთუ არა თქუა, ვითარმედ: შეუძლებელ არს, თუმცა ნაზარეთით კეთილი რაჲმე იქმნა, არამედ კითხვისსახედ და სიმშჳდით ჰრქუა, ვითარმედ:...
სახარებაჲ იოვანესი 1:47
46. და ჰრქუა მას ნათანაელ: ნაზარეთით შესაძლებელ არსა კეთილისა რაჲსამე ყოფად? ჰრქუა მას ფილიპე: მოვედ და იხილე.47. იხილა რაჲ იესუ ნათანაელ, მომავალი მისა, და თქუა მისთჳს: აჰა ჭეშმარიტად ისრაიტელი, რომლისა თანა ზაკუვაჲ არა არს.48. ჰრქუა მას ნათანაელ: ვინაჲ მიცი მე? მიუგო იესუ და ჰრქუა მას: პირველ ფილიპეს ჴმობადმდე შენდა, იყავ რაჲ ლეღუსა ქუეშე, გიხილე შენ.
სახარებაჲ იოვანესი თავი 1