მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ იოვანესი 10:26

25. მიუგო იესუ და ჰრქუა: გარქუ თქუენ, და არა გრწამს; საქმეთა, რომელთა ვიქმ სახელითა მამისა ჩემისაჲთა, ესენი წამებენ ჩემთჳს.26. და თქუენ არა გრწამს ჩემი, რამეთუ არა ხართ ცხოვართა ჩემთაგანნი, ვითარცა გარქუ თქუენ.27. ცხოვართა ჩემთა ჴმისა ჩემისაჲ ისმინიან, და მე ვიცნი იგინი, და მომდევენ მე.
სახარებაჲ იოვანესი თავი 10
26. და თქუენ არა გრწამს ჩემი, რამეთუ არა ხართ ცხოვართა ჩემთაგანნი, ვითარცა გარქუ თქუენ.
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი ჲა
წმინდა იოანე ოქროპირი

ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „და იყო მაშინ სატფურებაჲ იერუსალჱმს, და ზამ-თარი იყო. და იქცეოდა იესუ ტაძარსა მას შინა და სტოვასა სოლომონისსა. გარემოადგეს მას ჰურიანი იგი და ეტყოდეს: ვიდრემდის სულთა ჩუენთა წარგუჴდი? უკუეთუ შენ ხარ ქრისტე, მითხარ ჩუენ განცხადებულად“ (10,22-24).

თ ა რ გ მ ა ნ ი: ყოველივე სათნოებაჲ კეთილ არს, და უფროჲსად სიმშჳდჱ და სახიერებაჲ. ესე კაც-მყოფს ჩუენ და ანგელოზთა თანა შემაერთებს. ამისთჳსცა ქრისტემან ესე ფრიად გუასწავა სიტყჳთცა და საქმით, რაჟამს-იგი ყურიმლის-ცემასა თავს-იდებდა, და კუალად, ოდეს ჰგმობდეს და შეურაცხ-ჰყოფდეს და „სამარიტელ“ სახელ-სდებდეს. და რომელთა ესე ყოველი უყვეს და მრავალგზის ინებეს ქვისა დაკრებაჲ მისი, აჰა ესერა აწ გარემოდგომილ არიან და ეტყჳან: „უკუეთუ შენ ხარ ქრისტე?“ და არცა ესრეთ გარემიაქცინა იგინი ესეოდენთა მათ ბოროტ-თა ზედა, არამედ ყოვლითა სიტკბოებითა ეტყოდა მათ.

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „და იყო მაშინ სატფურებაჲ იერუსალჱმს, და ზამ-თარი იყო“ (10,22).

თ ა რ გ მ ა ნ ი: დიდი იყო ესე დღესასწაული, რამეთუ ესე იყო დღჱ იგი, რომელსა ტაძარი აღეშჱნა, მო-რაჲ-იქცეს დიდისა მის ტყუეობისაგან სპარსეთისა, და დიდად...

სრულად ნახვა

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის