თ ა რ გ მ ა ნ ი: იხილე, ვითარ მოუწოდს მათ შედგომად მისა ჴელოვნებით, რამეთუ იტყჳს: თქუენ არა ისმენთ ჩემსა, რამეთუ არა ცხოვარნი ხართ, და მერმე აღადგინებს მათ სურვილად საქმისა მის, რაჟამს ჰრქუა, ვითარმედ: „რომელი მოვიდეს ჩემდა, არა განვაძო გარე“, და გამოაჩინა თჳსი და მამისა ერთობაჲ. და თქუა რაჲ, ვითარმედ: „ვერვისცა ჴელ-ეწიფების მიტაცებაჲ მათი ჴელთაგან მამისათა“, რაჲთა არა ჰგონებდენ, ვითარმედ ამას ვერ ძალ-უც, არამედ მამისა ძალითა არს საქმჱ იგი, ამისთჳს შესძინა, ვითარმედ: „მე და მამაჲ ერთ ვართ“ ძალითა და არსებითა. რამეთუ ვინაჲთგან მრავალგზის ინებეს ჰურიათა მორწმუნეთა მისთა განდევნაჲ, ამისთჳს თქუა, ვითარმედ: ამაოდ ჰშურებით, რამეთუ ცხოვარნი ჩემნი ჴელთა შინა მამისათა არიან, რომელმან მომცნა იგინი; ხოლო ესე სიტყუაჲ, ვითარმედ: „მომცნა“, მათთჳსვე არს, რაჲ-თა ვერვინ თქუას, თუ: წინააღმდგომი არს მამისაჲ; ხოლო „ჴელი“ რაჲ გესმეს, ნურას ხილულსა გულისხმა-ჰყოფ, არამედ „ჴელად“ ძალსა იტყჳს და ჴელმწიფებასა, რომელი-იგი ერთი არს ძისა და მამისაჲ.
სახარებაჲ იოვანესი 10:27
26. და თქუენ არა გრწამს ჩემი, რამეთუ არა ხართ ცხოვართა ჩემთაგანნი, ვითარცა გარქუ თქუენ.27. ცხოვართა ჩემთა ჴმისა ჩემისაჲ ისმინიან, და მე ვიცნი იგინი, და მომდევენ მე.28. და მე ცხორებაჲ საუკუნოჲ მივსცე მათ, და არა წარწმყდენ უკუნისამდე, და არავინ მიმტაცნეს იგინი ჴელთაგან ჩემთა.
სახარებაჲ იოვანესი თავი 10