მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ იოვანესი 11:27

26. და ყოველი რომელი ცოცხალ არს და ჰრწმენეს ჩემი, არა მოკუდეს იგი უკუნისამდე. გრწამსა ესე?27. ჰრქუა მას მართა: ჰე, უფალო, მრაწამს, რამეთუ შენ ხარ ქრისტე, ძე ღმრთისაჲ, მომავალი სოფლად.28. და ვითარცა ესე თქუა, წარვიდა და მოუწოდა მარიამს, დასა თჳსსა, იდუმალ და რქუა მას: მოღძუარი მოსრულ არს და გიწესს შენ.
სახარებაჲ იოვანესი თავი 11
27. ჰრქუა მას მართა: ჰე, უფალო, მრაწამს, რამეთუ შენ ხარ ქრისტე, ძე ღმრთისაჲ, მომავალი სოფლად.
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი ჲბ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „გრწამსა ჩემი? ჰრქუა მას მართა: მრწამს, უფალო, რამეთუ შენ ხარ ქრისტე, ძჱ ღმრთისაჲ, სოფლად მოსრული“ (11,26-27).:

თ ა რ გ მ ა ნ ი: ესრეთ ვჰგონებ, ვითარმედ ვერ გულისხმა-ყო დედაკაცმან მან სიტყუაჲ იგი, არამედ ესე ცნა, ვითარმედ დიდი რაჲმე იყო სიტყუაჲ იგი, ხოლო თუ რაჲ იყო, კეთილად ვერ გულისხმა-ყო; ამისთჳსცა ქრისტემან სხუაჲ ჰკითხა, და მან სხუაჲ მიუგო, გარნა ესე შეიძინა, რომელ ფრიადი იგი გლოვაჲ მისი დაჰჴსნა, რამეთუ ესევითარი არს ქრისტეს სიტყუათა ძალი. ამისთჳსცა მართა უსწრო და მარიამ შეუდგა, რამეთუ სიყუარული იგი მოძღურისაჲ გლოვასა მას განაქარვებდა. ამის-თჳსცა მადლსა მას თანა გონებაჲცა მათ დედათაჲ საქებელ არს.

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის