თ ა რ გ მ ა ნ ი: ხოლო მოწაფეთა ეტყოდა, ვითარმედ: „რაჲთა იდიდოს ძჱ ღმრთისაჲ მის ზედა“, ხოლო მართას მამისათჳს ეტყჳს: „რაჲთა იდიდოს ღმერთიო“. ჰხედავა, ვითარ უძლურებაჲ მსმენელთაჲ მათ იყო სიტყუათა შეცვალებისა მიზეზი? ხოლო მოაჴსენა მას სიტყუაჲ თჳსი და ამხილა არამოჴსენებაჲ მისი და ჰრქუა: „არა გარქუა შენ, ვითარმედ: უკუეთუ გრწმენეს, იხილო დიდებაჲ ღმრთისაჲ?“
სახარებაჲ იოვანესი 11:40
39. ჰრქუა მათ იესუ: აღიღეთ ლოდი ეგე. ჰრქუა მას მართა, დამან მის მკუდრისამან: უფალო, ყროდისღა, რამეთუ მეოთხე დღე არს.40. ჰრქუა მას იესუ: არა გარქუ შენ, ვითარმედ, უკუეთუ გრწმენეს, იხილო დიდებაჲ ღმრთისაჲ?41. აღიღეს უკუე ლოდი იგი, სადა მდებარე იყო მკუდარი იგი. ხოლო იესუ აღიხილნა თუალნი ზეცად და თქუა: მამაო, გმადლობ შენ, რამეთუ ისმინე ჩემი.
სახარებაჲ იოვანესი თავი 11