მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ იოვანესი 12:13

12. ხვალისაგან ერი მრავალი რომელ-იგი მოსრულ იყვნეს დღესასწაულსა მას, რამეთუ ესმა, ვითარმედ იესუ მოვალს იერუსალჱმდ,13. მოიღეს რტოები დანაკისკუდთაგან და განვიდეს მიგებებად მისა, ღაღადებდეს და იტყოდეს: ოსანა! კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისაჲთა, მეუფე ისრაჱლისაჲ!14. და პოვა იესუ ვირი და დაჯდა მას ზედა, ვითარცა წერილ არს:
სახარებაჲ იოვანესი თავი 12
13. მოიღეს რტოები დანაკისკუდთაგან და განვიდეს მიგებებად მისა, ღაღადებდეს და იტყოდეს: ოსანა! კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისაჲთა, მეუფე ისრაჱლისაჲ!
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი ჲვ
წმინდა იოანე ოქროპირი

ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „აგრძნა ყოველმან ერმან ჰურიათამან, ვითარმედ მუნ არს, და მივიდეს არა თუ იესუჲსთჳს მარტოდ, არამედ რაჲთა ლაზარეცა იხილონ, რომელი აღადგინა მკუდრეთით“ (12,9).

თ ა რ გ მ ა ნ ი: ვითარცა სიმდიდრე განუკრძალველთა კაცთა მავნებელ ექმნების, ეგრეთვე მთავრობაჲ, რამეთუ იგი ანგაჰრებად, ხოლო ესე ამპარტავანებად მოიყვანებს. და იხილე აქაცა, ვითარ სიმრავლჱ იგი ერისაჲ მის უმჯობესად იყო, ხოლო მთავარნი - სრულიად წარწყმედილ. რამეთუ ერსა მას უსწავლელსა მრავალგზის ჰრწმენა მისი, ვითარცა მახარებელნი იტყჳან, ვითარმედ: „მრავალსა ერსა ჰრწმენა მისი“, ; (8,30) ხოლო მთავარნი ურწმუნო იყვნეს, და თჳთ იგინი იტყოდეს, ვითარმედ: „ნუუკუე მთავართაგანსა ვისმე ჰრწმენა მისი? ანუ არა უსწავლელსა მას ერსა ჰრწმენა მისი, რომელთა არა იციან შჯული? წყეულ არიან“. და ესრეთ მორწმუნეთა სწყევდეს და თავთა თჳსთა, ღმრთისმკლველთა მათ, ბრძნად სახელ-სდებდეს. და აქაცა უკუე იხილეს რაჲ სასწაული იგი, რომელი ქმნა ქრისტემან, ჰრწმენა მრავალთა, ხოლო მთავართა სხუაჲ იგი...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ჲვ
წმინდა იოანე ოქროპირი
სწავლაჲ ჲვ საღმრთოჲსა მოქალაქობისათჳს:

..., მაღალთა მათ ხილვათა ტაძარ, იქმენ მოქალაქე ზეცისა იერუსალჱმისა და უფროჲსღა ქალაქ მეუფისა დიდისა, რაჲთა შეიწყნარო ქრისტე შენ შორის.

რამეთუ აჰა ესერა მოვალს შენდა მშჳდი მაცხოვარი. განჰმზადე შენ შორის სავანე, რაჲთა დაემკჳდროს შენ თანა, ჴმობდ სულიერითა გალობითა: „ოსანა! კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისაჲთა!“ ; ქმენ გული შენი ქორად დაგებულად, რაჲთა შეიწყნარო ქრისტე, სერობისა მის საიდუმლოჲსა შენ შორის აღსრულებად, პასექისა მის დიდისა, რომელ არს სოფლისა ამისგან ზეცისა სასუფეველად მისლვაჲ. რაჲ არს ქორი დაგებული? გონებაჲ ზეცისა საიდუმლოთა მზრახვალი და სამკაულითა სათნოება-თაჲთა შემკობილი.

მიემსგავსე ვნებათა მათ მეუფისათა, თავს-იდევ გინებანი, კიცხევანი, ბასრობანი, შეურაცხებანი, გუემანი და ყურიმლის-ცემანი ქრისტესთჳს, რამეთუ მანცა ესე ყოველი თავს-იდვა ჩუენთჳს, მერმე ჯუარს-ეცუა, ლახურითა იგურიმა, ძმარი და ნავღელი მიუპყრეს, გემოჲ სიკუდილისაჲ იხილა, რაჲთა ჩუენ მძლავრებისაგან სიკუდილისა განგუათავისუფლნეს. რამეთუ ჩუენთჳს ელმოდა უცოდველსა მას და უვნებელსა, რაჲთა ჩუენცა მზა ვიყვნეთ მისთჳს ყოვლისავე თავს-დებად; რამეთუ რაჲ მადლი არს მონისა, უკუეთუ სწორად უფლისა თჳსისა ევნოს? გარნა სახიერი იგი, მცირ...

სრულად ნახვა