მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ იოვანესი 12:15

14. და პოვა იესუ ვირი და დაჯდა მას ზედა, ვითარცა წერილ არს:15. ნუ გეშინინ, ასულო სიონისაო! აჰა ესერა მეუფე შენი მოვალს შენდა და ზე ზის იგი კიცუსა ვირისასა.16. ხოლო ესე არა ეცნა მოწაფეთა მისთა პირველად, არამედ ოდეს იდიდა იესუ, მაშინ მოეჴსენა, რამეთუ ესრეთ წერილ იყო მისთჳს, და ესე უყვეს მას.
სახარებაჲ იოვანესი თავი 12
15. ნუ გეშინინ, ასულო სიონისაო! აჰა ესერა მეუფე შენი მოვალს შენდა და ზე ზის იგი კიცუსა ვირისასა.
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი ჲვ
წმინდა იოანე ოქროპირი

ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „აგრძნა ყოველმან ერმან ჰურიათამან, ვითარმედ მუნ არს, და მივიდეს არა თუ იესუჲსთჳს მარტოდ, არამედ რაჲთა ლაზარეცა იხილონ, რომელი აღადგინა მკუდრეთით“ (12,9).

თ ა რ გ მ ა ნ ი: ვითარცა სიმდიდრე განუკრძალველთა კაცთა მავნებელ ექმნების, ეგრეთვე მთავრობაჲ, რამეთუ იგი ანგაჰრებად, ხოლო ესე ამპარტავანებად მოიყვანებს. და იხილე აქაცა, ვითარ სიმრავლჱ იგი ერისაჲ მის უმჯობესად იყო, ხოლო მთავარნი - სრულიად წარწყმედილ. რამეთუ ერსა მას უსწავლელსა მრავალგზის ჰრწმენა მისი, ვითარცა მახარებელნი იტყჳან, ვითარმედ: „მრავალსა ერსა ჰრწმენა მისი“, ; (8,30) ხოლო მთავარნი ურწმუნო იყვნეს, და თჳთ იგინი იტყოდეს, ვითარმედ: „ნუუკუე მთავართაგანსა ვისმე ჰრწმენა მისი? ანუ არა უსწავლელსა მას ერსა ჰრწმენა მისი, რომელთა არა იციან შჯული? წყეულ არიან“. და ესრეთ მორწმუნეთა სწყევდეს და თავთა თჳსთა, ღმრთისმკლველთა მათ, ბრძნად სახელ-სდებდეს. და აქაცა უკუე იხილეს რაჲ სასწაული იგი, რომელი ქმნა ქრისტემან, ჰრწმენა მრავალთა, ხოლო მთავართა სხუაჲ იგი...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი მბ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ხოლო იესუ გულისხმა-ყო, რამეთუ მოვიდოდეს წარტაცებად მისა, რაჲთამცა ყვეს იგი მეფე, განეშორა და წარვიდა იგი მარტოჲ“ (6,15).:

...: „მეუფებაჲ ჩემი არა არს ქუეყანისაგან“. ხოლო რომელ წინაჲსწარმეტყუელი იტყჳს, ვითარმედ: „აჰა მეუფჱ შენი მოვალს“, ; ; ; მეუფებასა ზეცისასა იტყოდა და არა ქუეყანისასა. ამისთჳს უფალმან თქუა, ვითარმედ: „დიდებაჲ კაცთაგან არა მოვიღო“.

სწავლაჲ მბ: ვითარმედ არარაჲ არს სოფლისა ამის დიდებაჲ

ვისწავოთ უკუე, საყუარელნო, შეურაცხებაჲ კაცთამიერისა დიდებისაჲ, რამეთუ ჩუენ გუაქუს პატივი დიდი, რომლისა თანა ესე გინებაჲ არს და შეურაცხებაჲ. ვითარცა სიმდიდრჱ სოფლისაჲ მას სიმდიდრესა თანა სიგლახაკე არს, და ცხორებაჲ ესე თჳნიერ მისა სიკუდილ არს, ეგრეთვე დიდებაჲ ესე მას თანა კიცხევა არს და სირცხჳლ, რამეთუ „დიდებაჲ კაცისაჲ ვითარცა ყუავილი არს თივისაჲ“. ხოლო რაჲ არს უდარეს ყუავილისა და თივისა? დაღაცათუმცა არა ამაოჲ იყო, სულსა რაჲმცა არგო? არარაჲ! რამეთუ ავნებსცა უზომოდ და მონათა მონა-ჰყოფს მეძიებელთა მისთა. ხოლო არა უმჯობეს არსა აზნაურებაჲ, ვიდრე მონებაჲ, აზნაურებაჲ კაცთაგან დ...

სრულად ნახვა