თ ა რ გ მ ა ნ ი: ჰხედავა, ვითარ მრავალსა უმეცარ იყვნეს, რამეთუ იგი არა გამოუცხადებდა? და ოდეს-იგი თქუა, თუ: „დაჰჴსენით ტაძარი ესე, და მესამესა დღესა აღვაშენო იგი“, ვერ გულისხმა-ყვეს. და კუალად სხუაჲ მახარებელი იტყჳს, ვითარმედ: „იყო მათგან დაფარული სიტყუაჲ იგი“, ; (18,34) და არა იცოდეს, ვითარმედ ჯერ-არს მისი მკუდრეთით აღდგომაჲ, არამედ ესე სამართლად დაფარულ იყო, რამეთუ უზეშთაეს იყო საზომსა მათსა, ვითარცა სხუაჲ მახარებელი იტყჳს, ვითარმედ: „ესმა რაჲ თითოეულსა, შეწუხნეს და შეურვებულ იყვნეს“. ; (26,22) არამედ სიტყუაჲ ესე, კარაულისათჳს თქუმული, რად არა გამოეცხადა? რამე-თუ ესეცა დიდ იყო და უზეშთაეს მათისა საზომისა. ხოლო იხილე სიბრძნისმოყუარებაჲ ესე მახარებელთაჲ, ვითარ ყოლადვე არა ჰრცხუენის მათისა მის პირველისა უმეცრებისა გამოცხადებად, რამეთუ იცოდეს, ვითარმედ წერილ იყო, ხოლო ესე არა იცოდეს, „თუ მისთჳს იყო წერილ“, რამეთუ უკუეთუმცა პირველითგან ეცნა ყოველივე, ვითარ მიეცემოდა...
სახარებაჲ იოვანესი 12:16
15. ნუ გეშინინ, ასულო სიონისაო! აჰა ესერა მეუფე შენი მოვალს შენდა და ზე ზის იგი კიცუსა ვირისასა.16. ხოლო ესე არა ეცნა მოწაფეთა მისთა პირველად, არამედ ოდეს იდიდა იესუ, მაშინ მოეჴსენა, რამეთუ ესრეთ წერილ იყო მისთჳს, და ესე უყვეს მას.17. და ეწამებოდა მას ერი იგი, რომელი იყო მისთანა, რაჟამს ლაზარეს უწოდა საფლავით და აღადგინა იგი მკუდრეთით,
სახარებაჲ იოვანესი თავი 12