მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ იოვანესი 12:19

18. ამისთჳსცა მიეგებვოდა მას ერი იგი, რამეთუ ესმინა, ვითარმედ ესე სასწაული ქმნა იესუ.19. ხოლო ფარისეველთა მათ თქუეს ურთიერთას: ხედავთა, რამეთუ არა ირგებთ არარას? აჰა ესერა სოფელი ყოველი მივიდა შედგომად მისა.20. იყვნეს ვინმე წარმართთაგანიცა აღმოსრულთა მათგანნი, რაჲთა თაყუანის-სცენ დღესასწაულსა მას.
სახარებაჲ იოვანესი თავი 12
19. ხოლო ფარისეველთა მათ თქუეს ურთიერთას: ხედავთა, რამეთუ არა ირგებთ არარას? აჰა ესერა სოფელი ყოველი მივიდა შედგომად მისა.
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი ჲვ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ხოლო ფარისეველთა მათ ჰრქუეს: ჰხედავთა, რამეთუ არარას ირგებთ? აჰა ესერა ყოველი სოფელი მივიდა შედგომად მისა“ (12,19).:

თ ა რ გ მ ა ნ ი: ესე სიტყუანი, ვჰგონებ, თუ მათ მიერ თქუმულ არიან, რომელთა გონებაჲ კეთილად იყო და ვერ კადნიერ იქმნებოდეს, და აწ ჰრქუეს მათ, რომელნი ეძიებდეს მას მოკლვად, ვითარმედ: ჰხედავთა, რომელ ცუდად და ამაოდ აჭირვებთ თავთა თქუენთა? ხოლო „სოფლად“ აქა ერსა იტყჳან.

ჰომილია 3
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
2.:

...იათაგან, რამეთუ შეთქუმულ იყვნეს ჰურიანი, რაჲთა აღ-თუ ვინმე-იაროს იგი ქრისტედ, კრებულისაგან განჴადონ იგი"** (). და თვით იუდეველებიც კვლავ ამბობდნენ: „ხედავთა, რამეთუ არა ირგებთ არარას? აჰა ესერა სოფელი ყოველი მივიდა შედგომად მისა" (). რამეთუ ყველგან აწუხებდა მათ ხელმწიფების მოყვარეობის ვნება.

თუმცა თავად მათვე თქვეს: „ვის ჴელ-ეწიფების მიტევებად ცოდვათა, გარნა მხოლოსა ღმერთსა?" (), და მაშინვე ქრისტემ აღასრულა ის, რასაც თვითონვე ღმერთის ნიშნად ასახელებდნენ. მაშასადამე, ეს უმეცრებისა არ იყო. ხოლო პავლე სად იყო მაშინ? ვინმემ შეიძლება თქვას: „ფერჴთა თანა გამალიელისთა" (), და არანაირი საერთო არ ჰქონდა აჯანყებულ ბრბოებთან. ხოლო გამალიელი ისეთი კაცი იყო, რომელიც ხელმწიფების მოყვარეობით არაფერს აკეთებდა. მაშ, ამის...

სრულად ნახვა