მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ იოვანესი 12:23

22. მივიდა ფილიპე და ჰრქუა ანდრეას; და მოვიდეს ანდრეა და ფილიპე და ჰრქუეს იესუს.23. ხოლო იესუ მიუგო და ჰრქუა მათ: მოიწია ჟამი, რაჲთა იდიდოს ძე კაცისაჲ.24. ამენ, ამენ გეტყჳ თქუენ: უკეთუ არა მარცუალი იფქლისაჲ დავარდეს ქუეყანასა და მოკუდეს, იგი მარტოჲ ხოლო ეგოს; ხოლო უკუეთუ მოკუდეს, მრავალნ ნაყოფნი გამოიღოს.
სახარებაჲ იოვანესი თავი 12
23. ხოლო იესუ მიუგო და ჰრქუა მათ: მოიწია ჟამი, რაჲთა იდიდოს ძე კაცისაჲ.
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი ჲვ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „აწ მოიწია ჟამი, რაჲთა იდიდოს ძჱ კაცისაჲ“ (12,23).:

თ ა რ გ მ ა ნ ი: რამეთუ პირველ არა უტევნა იგინი წარსლვად და იტყოდა: „გზასა წარმართთასა ნუ მიხუალთ“; და კუალად თქუა: „არა მოვლინებულ ვარ, გარნა ცხოვართა წარწყმედულთათჳს სახლისა ისრაჱლისათა“; და: „არა კეთილ არს მოღებაჲ პურისაჲ შვილთაგან და მიცემაჲ ძაღლთაჲ“. ; და ესრეთ, ვიდრემდის არა ჯუარს-აცუეს იგი და მოკლეს, არა დაუტევნა იგინი, ხოლო რაჟამს მათ თჳთ მოიძულეს და მოკლეს იგი, მიერითგან არღარად საჴმარ იყო მათ თანა დადგრომაჲ, რამეთუ მათ თჳთ იჯმნეს და თქუეს, ვითარმედ: „არა გჳვის მეუფჱ, გარნა კეისარი“. მერმე უკუე დაუტევნა იგინი, რამეთუ მათ დაუტევეს იგი. ამისთჳს იტყჳს: „რაოდენგზის ვინებე შეკრებაჲ შვილთა თქუენთაჲ, და არა ინებეთ“. ; ხოლო რაჲ არს სიტყუაჲ ესე, ვითარმედ:

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის