მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ იოვანესი 12:24

23. ხოლო იესუ მიუგო და ჰრქუა მათ: მოიწია ჟამი, რაჲთა იდიდოს ძე კაცისაჲ.24. ამენ, ამენ გეტყჳ თქუენ: უკეთუ არა მარცუალი იფქლისაჲ დავარდეს ქუეყანასა და მოკუდეს, იგი მარტოჲ ხოლო ეგოს; ხოლო უკუეთუ მოკუდეს, მრავალნ ნაყოფნი გამოიღოს.25. რომელსა უყვარდეს სული თჳსი, წარიწყმიდოს იგი; და რომელსა სძულდეს სული თჳსი ამას სოფელსა, ცხორებად საუკუნოდ დაიმარხოს იგი.
სახარებაჲ იოვანესი თავი 12
24. ამენ, ამენ გეტყჳ თქუენ: უკეთუ არა მარცუალი იფქლისაჲ დავარდეს ქუეყანასა და მოკუდეს, იგი მარტოჲ ხოლო ეგოს; ხოლო უკუეთუ მოკუდეს, მრავალნ ნაყოფნი გამოიღოს.
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი ჲვ
წმინდა იოანე ოქროპირი

ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „აგრძნა ყოველმან ერმან ჰურიათამან, ვითარმედ მუნ არს, და მივიდეს არა თუ იესუჲსთჳს მარტოდ, არამედ რაჲთა ლაზარეცა იხილონ, რომელი აღადგინა მკუდრეთით“ (12,9).

თ ა რ გ მ ა ნ ი: ვითარცა სიმდიდრე განუკრძალველთა კაცთა მავნებელ ექმნების, ეგრეთვე მთავრობაჲ, რამეთუ იგი ანგაჰრებად, ხოლო ესე ამპარტავანებად მოიყვანებს. და იხილე აქაცა, ვითარ სიმრავლჱ იგი ერისაჲ მის უმჯობესად იყო, ხოლო მთავარნი - სრულიად წარწყმედილ. რამეთუ ერსა მას უსწავლელსა მრავალგზის ჰრწმენა მისი, ვითარცა მახარებელნი იტყჳან, ვითარმედ: „მრავალსა ერსა ჰრწმენა მისი“, ; (8,30) ხოლო მთავარნი ურწმუნო იყვნეს, და თჳთ იგინი იტყოდეს, ვითარმედ: „ნუუკუე მთავართაგანსა ვისმე ჰრწმენა მისი? ანუ არა უსწავლელსა მას ერსა ჰრწმენა მისი, რომელთა არა იციან შჯული? წყეულ არიან“. და ესრეთ მორწმუნეთა სწყევდეს და თავთა თჳსთა, ღმრთისმკლველთა მათ, ბრძნად სახელ-სდებდეს. და აქაცა უკუე იხილეს რაჲ სასწაული იგი, რომელი ქმნა ქრისტემან, ჰრწმენა მრავალთა, ხოლო მთავართა სხუაჲ იგი...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ოზ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „ხოლო ლეღჳსაგან ისწავეთ იგავი: ვითარცა-იგი რაჟამს რტონი მისნი დაჩჩჳან, და ფურცელი გამოვალნ, უწყოდეთ, რამე-თუ ახლოს არს ზაფხული. ეგრეთცა თქუენ, იხილოთ ოდეს ესე ყოველი, უწყოდეთ, რამეთუ ახლოს არს, კართა ზედა“ (24,32-33).:

...აჲ გამოაქუნ ლეღუსა, უეჭუელად ზაფხული მოიწიის, ეგრეთვე ესე ყოფად არს, თჳნიერ ყოვლისა იჭჳსა და ცილობისა; ვითარცა-იგი სხუასა ადგილსა აღდგომისათჳს იტყოდა და მარცუალი იფქლისაჲ სახედ შემოიღო და თქუა: „უკუეთუ არა მარცუალი იფქლისაჲ დავარდეს ქუეყანასა და მოკუდეს, იგი ხოლო ეგოს; უკუეთუ მოკუდეს, მრავალი ნაყოფი გამოიღოს“. ეგრეთვე მსგავსად ნეტარმან პავლე მოიღო იგივე სახჱ და თქუა: „უგუნურო, შენ რომელი დასთესი, არა ცხონდის, ვიდრე არა მოკუდის“. ეგრეთვე აქა, უეჭუელად ყოფადისა მისთჳს საქმისა ლეღჳ იგავად მოიღო, ვითარმედ: „ეგრეთცა თქუენ, ოდეს იხილოთ ესე ყოველი, უწყოდეთ, რამეთუ ახლოს არს, კართა ზედა“. ხოლო რაჲთა არა კუალად პირველსა მას გულისსიტყუასა მოვიდენ და ჰრქუან, თუ: „ოდეს იყოს ესე?“ ამისთჳს ეტყჳს:

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ამენ გეტყჳ თქუენ: არა წარჴდეს ნათესავი ესე, ვიდრემდე ესე ყოველი იქმნეს. ცანი და ქუეყანაჲ წარჴდეს, ხოლო სიტყუანი ჩემნი არასადა წარჴდენ“ (24,34-35).

თ ა რ გ მ ა ნ ი: რომელი „ესე ყოველი“? მითხარღა. ესე იგი არს მოოჴრებაჲ იერუსალჱმისაჲ, ბრძოლანი იგი და სრვანი და ძრვანი, ქრისტემტყუვარნი იგი და ცრუწინაჲსწარმეტყუელნი, ქადაგებაჲ იგი...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ნე
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „მაშინ ჰრქუა იესუ მოწაფეთა თჳსთა: რომელსა ჰნებავს შემდგომად ჩემდა მოსლვად, უარ-ყავნ თავი თჳსი და აღიღენ ჯუარი თჳსი და შემომიდეგინ მე“ (16,24).:

...წიფების ცხორებასა საუკუნოსა შესლვად.

რამეთუ ენება მათდა გულისჴმის-ყოფად, რაჲთა არა უღირსად მისა და შეურაცხებად ჰგონებდენ ჯუარ-ცუმასა. ამისთჳს, ვითარცა იოვანეს თავსა წერილ არს, ჰრქუა, ვითარმედ: „უკუეთუ არა მარცუალი იფქლისაჲ დავარდეს ქუეყანასა და მოკუდეს, იგი ხოლო ეგოს; უკუეთუ მოკუდეს, მრავალი ნაყოფი გამოიღოს“. ხოლო აქა უმეტესისა დამტკიცებისათჳს, არა ხოლო თავისა თჳსისათჳს იტყჳს, თუ ჯერ-არს ჯუარ-ცუმაჲ და სიკუდილი, არამედ მათცა ამასვე აწუევს და გულისჴმა-უყოფს, ვითარმედ უკუეთუ არა მზა იყვნენ სიკუდილად, არა კეთილ არს ესე მათთჳს. ამისთჳს იტყჳს: „რომელსა ჰნებავს შემდგომად ჩემსა მოსლვად“. ჰხედავა, ვითარ ნეფსითსა ეძიებს მისლვასა? არა თქუა, თუ: გნებავს თუ გინა არა, ესე თანაგაც თავს-დებად, არამედ: „რომელსა ჰნებავსო შემდგომად ჩემსა მოსლვად“. არა ვაიძულებ, არცა უნებლებით მოვიზიდავ, არამედ კაცად-კაცადი უფალ მიქმნიეს ნებისა თჳსისა; ამისთჳს ვიტყჳ: „რომელსა ჰნებავს“. რამეთუ კეთილისა მიმართ მოუწოდ, არა თუ სატანჯველთა მიმართ და განსაცდელთა, რაჲთამცა ვაიძულებდი. კეთილისა მიმართ მოუწოდ, საუკუნოჲსა და წარუვალისა, ამისთჳსცა მას უწოდ, რომელსა ენებოს. რამეთუ ნუ ჰგონებთ, თუ ესე არსო შემდგომად ჩემსა მოსლვაჲ, რომელსა აწ იქმთ, მოწაფენო ჩემნო, და შემოდგომილ ხართ...

სრულად ნახვა