მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ იოვანესი 12:26

25. რომელსა უყვარდეს სული თჳსი, წარიწყმიდოს იგი; და რომელსა სძულდეს სული თჳსი ამას სოფელსა, ცხორებად საუკუნოდ დაიმარხოს იგი.26. უკუეთუ ვინმე მე მმსახურებდეს, მე შემომიდეგინ; და სადაცა მე ვიყო, მუნცა მსახური ჩემი იყოს. და უკუეთუ ვინმე მე მმსახურებდეს, პატივ-სცეს მას მამამან ჩემმან.27. აწ სული ჩემი შეძრწუნებულ არს და რაჲ-მე ვთქუა? მამაო, მიჴსენ მე ჟამისა ამისაგან. არამედ ამისთჳს მოვედ ჟამსა ამას.
სახარებაჲ იოვანესი თავი 12
26. უკუეთუ ვინმე მე მმსახურებდეს, მე შემომიდეგინ; და სადაცა მე ვიყო, მუნცა მსახური ჩემი იყოს. და უკუეთუ ვინმე მე მმსახურებდეს, პატივ-სცეს მას მამამან ჩემმან.
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი ჲზ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „რომელსა უყუარდეს სული თჳსი, წარიწყმიდოს იგი; და რომელსა სძულდეს სული თჳსი ამას სოფელსა, ცხორებად საუკუნოდ დაჰმარხოს იგი. უკუეთუ ვინმე მე მმსახურებდეს, მე შემომიდეგინ; და სადაცა-იგი მე ვიყო, მუნცა მსახური ჩემი იყოს“ (12,25-26).:

თ ა რ გ მ ა ნ ი: ვითარ უკუე არს ესე, რამეთუ: „რომელსა უყუარდეს სული თჳსი, მან წარიწყმიდოს იგი“? ესე იგი არს, რომელი გულისთქუმათა მისთა ბოროტთა იქმოდის და განუსუენებდეს მას უფროჲს ზომისა; ამისთჳს წერილ არს: „ნუ შეუდგები გულისთქუმათა სულისა შენისათა“, რამეთუ ესე არს წარმწყმედელი მისი და დამაყენებელი გზისა მისგან სათნოებათაჲსა, ვითარცა-იგი კუალად „რომელსა სძულდეს სული თჳსი, მან აცხოვნოს იგი“. ხოლო რაჲ არს სიტყუაჲ ესე, ვითარმედ: „რომელსა სძულდეს“? ესე იგი არს, რომელი არა ჰმორჩილობდეს ნებასა მისსა. და არა თქუა: რომელი არა ჰმორჩილობდესო, არამედ: „რომელსა სძულსო იგი“, რამეთუ ვითარცა საძულელთა ჩუენთა ჴმისა სმენაჲცა არა გუნებავს, არცა პირთა მათთა ხილვასა წადიერ ვართ, ეგრეთვე სული რა-ჟამს წინააღმდგომსა ნებისა ღმრთისასა ეძიებდეს, გარემიქცევაჲ ჯერარს. რამეთუ ვინაჲთგან მაშინ სიკუდილისა თჳსისათჳს ეგულებოდა მათა მიმართ სიტყუად და პირველვე იცოდა, ვითარმედ რაჟამს ესმნენ სიტყუანი იგი სიკუდილისა მისისანი, ფრიად შეწუხებად იყვნეს, ამისთჳს წინაჲთვე განადიდა საქმჱ იგი, ვითარმცა ესრეთ იტყოდა, ვითარმედ:...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი ნ
წმინდა იოანე ოქროპირი
სწავლაჲ ნ სიმართლისათჳს:

...თ თქუა, ხოლო მეშინის, ნუუკუე ჩუენდა მომართცა ითქუას ესე ცხორებისა ამის ჩუენისათჳს, სავსისა ცოდვითა, რამეთუ ვერ მივიდეთ ჩუენ, სადა იგი არს, ბოროტთა ამათ ჩუენთათჳს. რამეთუ მოწაფეთათჳს იტყჳს, ვითარმედ: „მნებავს, რაჲთა სადაცა მე ვიყო, ესენიცა იყვნენ ჩემ თანა“. ; ; (14,3) ხოლო ჩუენთჳს მეშინის, თუ წინააღმდგომი ითქუას, ესე იგი არს, ვითარმედ: „სადა მე ვიყო, ვერ ძალ-გიც მოსლვად“. ; ; (13,33) რამეთუ რაჟამს მცნებათა მისთა წინააღმდგომსა ვიქმოდით, ვითარ შეუძლოთ მუნ წარსლვად? რამეთუ ამასცა სოფელსა მჴედარი რომელი განარისხებდეს მეფესა, არა ჴელ-ეწიფების ხილვად მეფისა, არამედ საპყრობილესა შინა არნ და სატანჯველთა. რამეთუ რა-ჟამს ვიტაცებდეთ და ანგაჰარ ვიყვნეთ, ვავნებდეთ სხუათა, უწყალო ვიყვნეთ, ვითარ შეუძლოთ მუნ მისლვად?

და იხილენით ქალწულნი იგი, ვითარ არა ჴელ-ეწიფა შესლვად, სადა იგი იყო, არამედ მართლუკუნიქცეს, დაშრტეს რაჲ სანთელნი მათნი, ესე იგი არს, ვითარმედ დაუტევნა იგინი მადლმან მან. რამეთუ ალი იგი, რომელი მოგუეცა ჩუენ...

სრულად ნახვა