მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ იოვანესი 12:27

26. უკუეთუ ვინმე მე მმსახურებდეს, მე შემომიდეგინ; და სადაცა მე ვიყო, მუნცა მსახური ჩემი იყოს. და უკუეთუ ვინმე მე მმსახურებდეს, პატივ-სცეს მას მამამან ჩემმან.27. აწ სული ჩემი შეძრწუნებულ არს და რაჲ-მე ვთქუა? მამაო, მიჴსენ მე ჟამისა ამისაგან. არამედ ამისთჳს მოვედ ჟამსა ამას.28. მამაო, ადიდე ძე შენი. მოიწია მისა ჴმაჲ ზეცით: და ვადიდე და კუალადცა ვადიდო.
სახარებაჲ იოვანესი თავი 12
27. აწ სული ჩემი შეძრწუნებულ არს და რაჲ-მე ვთქუა? მამაო, მიჴსენ მე ჟამისა ამისაგან. არამედ ამისთჳს მოვედ ჟამსა ამას.
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი ჲზ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „აწ სული ჩემი შეძრწუნებულ არს, და რაჲ ვთქუა? მამაო, მიჴსენ ამის ჟამისაგან“ (12,27).:

თ ა რ გ მ ა ნ ი: კუალად თქუას თუ ვინმე: და ვითარ მათ სიკუდილად აწუევდა? და აწ ესე სიტყუაჲ არა სიკუდილად მაწუევნელისაჲ არს? არამედ გულისხმა-ყავთ, ვითარმედ უფროჲსად სიკუდილად მაწუევნელისაჲ არს. რაჲთა არა იტყოდიან, ვითარმედ იგი გარეგან სალმობათა კაცობრივთა არს და ამისთჳს ადვილად გუაწუევს სიკუდილად, რომელნი-ესე კაცნი ვართ, ბუნებით სიკუდილისაგან მოშიშნი, და მას ამის საქმისა გამოცდილებაჲ არა აქუს, ამისთჳს უჩუენებს, ვითარმედ იგიცა შეურვებულ არს სიკუდილისაგან, არამედ ვინაჲთგან უმჯობჱსი იგი არს, ამისთჳს არა თანაწარჰჴდების მას. ხოლო ესე ყოველი კაცობრივისა ბუნებისაჲ არს და არა ღმრთეებისაჲ. ამისთჳს იტყჳს:

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის