თ ა რ გ მ ა ნ ი: უკუეთუ ვინ იტყოდის, ვითარმედ: და რაჲ შეწყობილებაჲ აქუს ამას სიტყუასა მას თანა, რომელი თქუა, ვითარმედ: „ვადიდე და კუალადცა ვადიდო“? გარნა გულისხმა-ყავთ, ვითარმედ ფრიადი შეწყობილებაჲ აქუს. რამეთუ ვინაჲთგან თქუა, ვითარმედ: „ვადიდო“, ამისთჳს გამოაჩინებს სახესაცა დიდებისასა, თუ ვითარი არს, ესე იგი არს, ვითარმედ იგი ქუე დაეცეს და გარე განვარდეს. ხოლო რაჲ არს საშჯელი ამის სოფლისაჲ? ესე იგი არს, ვითარმცა იტყოდა, ვითარმედ: სამშჯავროჲ იყოს და შურის-გებაჲ. რამეთუ მან მოკლა პირველი კაცი, თანამდებ ცოდვისა ქმნილი, რამეთუ ცოდვისა მიერ შემოვიდა სიკუდილი; ხოლო ჩემ თანა ესე არა უპოვნიეს, რაჲსათჳს უკუე სიკუდიდ მიმცა? ანუ რაჲსათჳს მოუვლინა გულსა იუდაჲსსა მიცემაჲ ჩემი? რამეთუ ნუვინ იტყჳნ აქა, თუ: ღმრთისა განგებულებაჲ იყო. და რაჲმცა ვინ ყო, რამეთუ ესე საქმჱ მისისა სიბრძნისაჲ იყო, ვითარცა მას ენება და ვითარცა მან იცოდა? ხოლო იგი არა თუ ვისმე განეგო, რაჲთამცა ერთმან ვინმე ქმნა საქმჱ იგი, რამეთუ ესე მათისა უკეთურისა გონებისაჲ იყო, რომელთა ქმნეს საქმე იგი, და ეშმაკისაჲ, თუ არა, ღმერთსა არცა იუდაჲსი ენება წარწყმედაჲ, არცა ჰურიათაჲ, უკუეთუმცა...
სახარებაჲ იოვანესი 12:31
...(შდრ. იოან. 16,33) არა აწ ოდენ, რაჟამს მივეცემი, არამედ შემდგომად ამისაცა, გარნა მჴნე იყვენით გონებითა თქუენითა, რამეთუ არარაჲ ბოროტი მოიწიოს თქუენ ზედა. რაჟამს მოძღუარი სძლევდეს მტერთა, მოწაფეთა არა უჴმს შიში. რამეთუ მითქუამს პირველვე, ვითარმედ მთავარი სოფლისაჲ დამიცემიეს, ; (16,11) და კუალადცა სცნათ, რაჟამს ყოველნი გმორჩილობდენ თქუენ.
სწავლაჲ ოთ მოთმინებისათჳს
შესაძლებელ არს უკუე ჩუენ მიერცა ძლევაჲ, უკუეთუ გუენებოს, სასოებითა წინამძღურისა მის სარწმუნოებისა ჩუენისაჲთა, და ვიდოდით გზასა მას, რომელი მან წარვლო, და ესრეთ ვერცა სიკუდილმან მძლოს ჩუენ. და არა თუ არა მოვკუდეთ. ნუვინ იტყჳს, ვითარმედ: უკუეთუ მოვკუდეთ, არა მძლე ვართ სიკუდილისა. რამეთუ მჴედარიცა მაშინ არს ახოვან, რაჟამს ჰბრძოდიან და იგი სძლევდეს, და არა თუ რაჟამს არა ებრძოდიან მტერნი. და ჩუენ მაშინცა ვიყვენით მოკუდავ, უკუეთუმცა სრულიად მას შინა დავადგრებოდეთ. და ჩუენცა უკუე არა ვართ ამისთჳს მოკუდავ, რომელ მას შინა შევალთ, არამედ ვინაჲთგან არა დავადგრებით მას შინა, ამისთჳს უკუდავ ვართ. ხოლო უკუეთუ ვინ განხრწნასა ჴორცთასა იტყოდის, არა განიხრწნებიან ესრეთ, რაჲთა მარადის ხრწნილ იყვნენ, არამედ რაჲთა უმჯობეს იქმნნენ.
ვსძლოთ უკუე...