მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ იოვანესი 12:34

33. ხოლო ამას რაჲ იტყოდა, აუწყებდა, რომლითა სიკუდილითა ეგულებოდა სიკუდილად.34. მიუგო მას ერმან მან და რქუა: ჩუენ გუასმიეს სჯულისაგან, ვითარმედ ქრისტე უკუნისამდე ეგოს. და შენ ვითარ იტყჳ, ვითარმედ ჯერ-არს ამაღლებაჲ ძისა კაცისაჲ? ვინ არს ესე ძე კაცისაჲ?35. რქუა მათ იესუ: მცირედ ჟამ ნათელი თქუენ თანა არს. ვიდოდეთ, ვიდრე ნათელი გაქუსღა, რაჲთა არა გეწიოს თქუენ ბნელი, რამეთუ რომელი ვალნ ბნელსა, არა უწყინ, ვიდრე ვალნ.
სახარებაჲ იოვანესი თავი 12
34. მიუგო მას ერმან მან და რქუა: ჩუენ გუასმიეს სჯულისაგან, ვითარმედ ქრისტე უკუნისამდე ეგოს. და შენ ვითარ იტყჳ, ვითარმედ ჯერ-არს ამაღლებაჲ ძისა კაცისაჲ? ვინ არს ესე ძე კაცისაჲ?
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი ჲჱ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „მიუგო ერმან მან: ჩუენ გუასმიეს შჯულისაგან, ვითარმედ ქრისტე უკუნისამდე ეგოს. და შენ ვითარ იტყჳ, ვითარმედ: ჯერ-არს ძისა კაცისა ამაღლებაჲ? ვინ არს ესე ძჱ კაცისაჲ?“ (12,34).:

თ ა რ გ მ ა ნ ი: ადვილად საცნობელ არს ცთომაჲ და უძლურ, დაღაცა-თუ ბევრეულითა სახითა იფარვიდეს თავსა თჳსსა. და ვითარცა რომელნი მიდრეკილსა და დაცემად მიახლებულსა კედელსა გოზდენ და გლესდენ, გლესითა მით ვერ განამტკიცებენ მას, ეგრეთვე რომელნი ტყუოდიან, ადვილად იმხილებიან, ვითარცა-ესე აქა მოიწია ჰურიათა ზედა; რამეთუ რაჟამს ქრისტემან ჰრქუა მათ, ვითარმედ: „რაჟამს აღვიმაღლო, ყოველნი ჩემდა მოვიზიდნე“, მათ მიუგეს და ჰრქუეს: „ჩუენ გუასმიეს შჯულისაგან, ვითარმედ ქრისტე უკუნისამდე ეგოს. და შენ ვითარ იტყჳ, ვითარმედ: ჯერ-არს ძისა კაცისა აღმაღლებაჲ? ვინ არს ესე ძჱ კაცისაჲ?“ ხოლო უკუეთუ ესე იცოდეს წერილისაგან, ვითარმედ ქრისტე უკუნითი უკუნისამდე ჰგიეს, იგიცა ვითარ არა იცოდეს, რომელსა იტყოდა? რამეთუ ყოველგან წერილთა შინა არს წინაჲსწარმეტყუელებაჲ ვნებისა და აღდგომისათჳს. ესაია იტყოდა: „ვითარცა ცხოვარი კლვად მიიგუარა“, ; და შემდგომი ამისი; და დავით იტყოდა შემსგავსებულსა ამისსა მეორესა შინა ფსალმუნსა3 და სხუათა...

სრულად ნახვა

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის