მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ იოვანესი 12:35

34. მიუგო მას ერმან მან და რქუა: ჩუენ გუასმიეს სჯულისაგან, ვითარმედ ქრისტე უკუნისამდე ეგოს. და შენ ვითარ იტყჳ, ვითარმედ ჯერ-არს ამაღლებაჲ ძისა კაცისაჲ? ვინ არს ესე ძე კაცისაჲ?35. რქუა მათ იესუ: მცირედ ჟამ ნათელი თქუენ თანა არს. ვიდოდეთ, ვიდრე ნათელი გაქუსღა, რაჲთა არა გეწიოს თქუენ ბნელი, რამეთუ რომელი ვალნ ბნელსა, არა უწყინ, ვიდრე ვალნ.36. ვიდრე ნათელი გაქუს, გრწმენინ ნათელი, რაჲთა ძე ნათლის იყვნეთ. ამას ეტყოდა იესუ და წარვიდა და დაეფარა მათგან.
სახარებაჲ იოვანესი თავი 12
35. რქუა მათ იესუ: მცირედ ჟამ ნათელი თქუენ თანა არს. ვიდოდეთ, ვიდრე ნათელი გაქუსღა, რაჲთა არა გეწიოს თქუენ ბნელი, რამეთუ რომელი ვალნ ბნელსა, არა უწყინ, ვიდრე ვალნ.
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი ჲჱ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „მცირედ ჟამ ნათელი თქუენ თანა არს” (12,35).:

თ ა რ გ მ ა ნ ი: გამოაჩინებს, ვითარმედ სიკუდილი მისი მიცვალებაჲ არს, რამეთუ ნათელი მზისაჲ არა განქარდების, არამედ მცირედ ჟამ მიგუეფარვის და მერმე გამოჩნდების.

თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი ნვ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ვიდრემდე სოფელსა შინა ვიყო, ნათელი ვარ სოფლისაჲ“ (9,5).:

...აჲ სარწმუნოებად მრავალთა, რამეთუ ჯერეთ დღე არსო, ხოლო ამისა შემდგომად სრულიად განჰყოფს მათ. და ამას მოასწავებდა და იტყოდა:

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ვიდრემდე სოფელსა შინა ვიყო, ნათელი ვარ სოფლისაჲ“ (9,5).

თ ა რ გ მ ა ნ ი: ვითარცა-იგი სხუათაცა ეტყოდა, ვითარმედ: „ირწმუნეთ, ვიდრე ნათელი თქუენ თანა არს“. ხოლო უკუეთუ ვინ თქუას, თუ: ვითარ, რომელ პავლე „ღამედ“ სახელ-სდებს ამას ცხორებასა და მას - „დღედ“, და ქრისტე - ამას „დღედ“ და მას „ღამედ“? არამედ არა თუ პავლე ქრისტეს წინააღუდგების, - ნუ იყოფინ! - არამედ ეგრეთვე იტყჳს იგიცა, ვითარცა უფალი; დაღაცათუ სიტყუანი არა ერთ არიან, არამედ ძალი ერთ არს, რამეთუ იტყჳს, ვითარმედ: „ღამჱ წარვალს, ხოლო დღჱ მოახლებულ არს“. და „ღამედ“ უწესს ამას ცხორებასა მათთჳს, რომელნი ურწმუნოებასა შინა არიან და ბოროტსა, გინა თუ შემსგავსებითა მას დღესა; ხოლო ქრისტე „ღამედ“ იტყჳს მას საუკუნესა ამის პირისათჳს, რამეთუ საქმჱ მაშინ არარაჲ იქმნების, არცა ცოდვაჲ, არცა სათნოებაჲ, ხოლო ამას ცხორებასა უწოდა „დღედ“, რამეთუ უკუეთუ ვის ენებოს, ძალ-უც ქმნაჲ კეთილისაჲ; და პავლე „ღამედ“ უწოდა ამას ცხორებასა, რამეთუ ბნელსა შინა არიან, რომელნი უკეთურებით და ურწმუნოებით იქცევი...

სრულად ნახვა