მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ იოვანესი 12:38

37. და ესოდენნი სასწაულნი ქმნნა წინაშე მათსა, და არა ჰრწმენა მისა მიმართ.38. რაჲთა აღესრულოს სიტყუაჲ იგი ესაია წინაწარმეტყუელისაჲ, რომელსა იტყჳს: უფალო, ვის-მე ჰრწმენა სასმენელი ჩუენი? და მკლავი უფლისაჲ ვის გამოეცხადა?39. ამისთჳს ვერ ჰრწმენდა, რამეთუ მერმეცა თქუა ესაია:
სახარებაჲ იოვანესი თავი 12
38. რაჲთა აღესრულოს სიტყუაჲ იგი ესაია წინაწარმეტყუელისაჲ, რომელსა იტყჳს: უფალო, ვის-მე ჰრწმენა სასმენელი ჩუენი? და მკლავი უფლისაჲ ვის გამოეცხადა?
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი ჲჱ
წმინდა იოანე ოქროპირი

ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „მიუგო ერმან მან: ჩუენ გუასმიეს შჯულისაგან, ვითარმედ ქრისტე უკუნისამდე ეგოს. და შენ ვითარ იტყჳ, ვითარმედ: ჯერ-არს ძისა კაცისა ამაღლებაჲ? ვინ არს ესე ძჱ კაცისაჲ?“ (12,34).

თ ა რ გ მ ა ნ ი: ადვილად საცნობელ არს ცთომაჲ და უძლურ, დაღაცა-თუ ბევრეულითა სახითა იფარვიდეს თავსა თჳსსა. და ვითარცა რომელნი მიდრეკილსა და დაცემად მიახლებულსა კედელსა გოზდენ და გლესდენ, გლესითა მით ვერ განამტკიცებენ მას, ეგრეთვე რომელნი ტყუოდიან, ადვილად იმხილებიან, ვითარცა-ესე აქა მოიწია ჰურიათა ზედა; რამეთუ რაჟამს ქრისტემან ჰრქუა მათ, ვითარმედ: „რაჟამს აღვიმაღლო, ყოველნი ჩემდა მოვიზიდნე“, მათ მიუგეს და ჰრქუეს: „ჩუენ გუასმიეს შჯულისაგან, ვითარმედ ქრისტე უკუნისამდე ეგოს. და შენ ვითარ იტყჳ, ვითარმედ: ჯერ-არს ძისა კაცისა აღმაღლებაჲ? ვინ არს ესე ძჱ კაცისაჲ?“ ხოლო უკუეთუ ესე იცოდეს წერილისაგან, ვითარმედ ქრისტე უკუნითი უკუნისამდე ჰგიეს, იგიცა ვითარ არა იცოდეს, რომელსა იტყოდა? რამეთუ ყოველგან წერილთა შინა არს წინაჲსწარმეტყუელებაჲ ვნებისა და აღდგომისათჳს. ესაია იტყოდა: „ვითარცა ცხოვარი კლვად...

სრულად ნახვა

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის