მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ იოვანესი 12:37

36. ვიდრე ნათელი გაქუს, გრწმენინ ნათელი, რაჲთა ძე ნათლის იყვნეთ. ამას ეტყოდა იესუ და წარვიდა და დაეფარა მათგან.37. და ესოდენნი სასწაულნი ქმნნა წინაშე მათსა, და არა ჰრწმენა მისა მიმართ.38. რაჲთა აღესრულოს სიტყუაჲ იგი ესაია წინაწარმეტყუელისაჲ, რომელსა იტყჳს: უფალო, ვის-მე ჰრწმენა სასმენელი ჩუენი? და მკლავი უფლისაჲ ვის გამოეცხადა?
სახარებაჲ იოვანესი თავი 12
37. და ესოდენნი სასწაულნი ქმნნა წინაშე მათსა, და არა ჰრწმენა მისა მიმართ.
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი ჲჱ
წმინდა იოანე ოქროპირი

ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „მიუგო ერმან მან: ჩუენ გუასმიეს შჯულისაგან, ვითარმედ ქრისტე უკუნისამდე ეგოს. და შენ ვითარ იტყჳ, ვითარმედ: ჯერ-არს ძისა კაცისა ამაღლებაჲ? ვინ არს ესე ძჱ კაცისაჲ?“ (12,34).

თ ა რ გ მ ა ნ ი: ადვილად საცნობელ არს ცთომაჲ და უძლურ, დაღაცა-თუ ბევრეულითა სახითა იფარვიდეს თავსა თჳსსა. და ვითარცა რომელნი მიდრეკილსა და დაცემად მიახლებულსა კედელსა გოზდენ და გლესდენ, გლესითა მით ვერ განამტკიცებენ მას, ეგრეთვე რომელნი ტყუოდიან, ადვილად იმხილებიან, ვითარცა-ესე აქა მოიწია ჰურიათა ზედა; რამეთუ რაჟამს ქრისტემან ჰრქუა მათ, ვითარმედ: „რაჟამს აღვიმაღლო, ყოველნი ჩემდა მოვიზიდნე“, მათ მიუგეს და ჰრქუეს: „ჩუენ გუასმიეს შჯულისაგან, ვითარმედ ქრისტე უკუნისამდე ეგოს. და შენ ვითარ იტყჳ, ვითარმედ: ჯერ-არს ძისა კაცისა აღმაღლებაჲ? ვინ არს ესე ძჱ კაცისაჲ?“ ხოლო უკუეთუ ესე იცოდეს წერილისაგან, ვითარმედ ქრისტე უკუნითი უკუნისამდე ჰგიეს, იგიცა ვითარ არა იცოდეს, რომელსა იტყოდა? რამეთუ ყოველგან წერილთა შინა არს წინაჲსწარმეტყუელებაჲ ვნებისა და აღდგომისათჳს. ესაია იტყოდა: „ვითარცა ცხოვარი კლვად...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი პზ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „და მოვიდეს ადგილსა მას თხემისასა, რომელსა ჰრქჳან გოლგოთა, რომელ არს თხემისა ადგილი. და მისცეს მას ძმარი ნავღლითა შეზავებული. და მი-რაჲ-იღო, არა უნდა სუმის. და ვითარცა ჯუარს-აცუეს იგი, განიყვეს სამოსელი მისი და განიგდეს წილი, რაჲთა აღესრულოს თქუმული წინაჲსწარმეტყუელისა მიერ: განიყვეს სამოსელი ჩემი და კუართსა ჩემსა ზედა განიგდეს წილი. და სხდეს მუნ და სცვიდეს მას“ (27,33-36).:

...მეტყუელისაჲ აღესრულოს, რომელსა იტყჳს: უფალო, ვის ჰრწმენა სასმენე ლი ჩუენი? და მკლავი უფლისაჲ ვის გამოეცხადა? ამისთჳს ვერ ეძლო რწმუნებაჲ მისი, რამეთუ კუალად ესაია თქუა: დაუბრმეს თუალნი მათნი და დაუსულბეს გულნი მათნი, რაჲთა ვერ იხილონ თუალითა და არცა გულისჴმა-ყონ გულითა და მოიქცენ, და მე განვკურნნე იგინი“. ; ; და იტყჳან მეტყუელნი იგი ამაოებისანი: უკუეთუ ამისთჳს ვერ ეძლო ჰურიათა რწმუნებად, რაჲთა აღესრულოს სიტყუაჲ ესაიაჲსი, უბრალო სამე არიანო ჰური ანი; რამეთუ არა იგინი იქმნეს მიზეზ ურწმუნოებისა, არამედ სიტყუაჲ იგი წინაჲსწარმეტყუელისაჲ. ხოლო ესევითარნი ესე გულისსიტყუანი და ზრახვანი ფრიად შორს არიან ჭეშმარიტებისაგან და თესლნი არიან მტერისანი. რამეთუ არცა წინაჲსწარმეტყუელი მიზეზი ურწმუნოებისა მათისა არს, არცა ჰურიანი უბრალო არიან, არამედ აურაცხელად ბრალეულ და უსიტყუელად დასასჯელ. რამეთუ წინაჲსწარმეტყუელი პირველვე ხედვიდა, რაჲ-იგი ეგულებოდა მათ ქმნად, და თქუა; ხოლო მათ ქმნეს რაჲ თჳსი იგი უკეთურებაჲ, გამოაჩინეს ჭეშმარიტად სიტყუაჲ იგი წინაჲსწარმეტყუელისაჲ. არა თუ სიტყუასა მას წინაჲსწარმეტყუელისასა ჰმონებდეს, არამედ თჳსთა მათ ბოროტთა ნებათა...

სრულად ნახვა