თ ა რ გ მ ა ნ ი: ყოველთაგან სულისა მავნებელთა ვნებათა კეთილ არს სივლტოლაჲ, ხოლო უფროჲსად მათ ვნებათაგან ჯერ-არს ყოვლითა მოსწრაფებითა სივლტოლაჲ, რომელნიცა მათ მიერ სხუათა მრავალთა ცოდვათა და ვნებათა შობდენ, ვითარცა არს ვეცხლისმოყუარებაჲ, რამეთუ არს სენი იგი თავითცა თჳსით ბოროტ და მავნებელ. ხოლო უძჳრჱს ამისთჳს არს, რამეთუ ძირი არს ყოველთა ვნებათაჲ; ეგრეთვე არს ცუდადმზუაობრობაჲ. და აჰა ესერა ესენი სარწმუნოებისაგან ქრისტესისა ტრფიალებისათჳს წარმავალისა ამის დიდებისა განცჳვეს.
სახარებაჲ იოვანესი 12:42
...მ არა უმეცრებით, არამედ მცოდნენი და ფრიად შეგნებულნი აკეთებდნენ იმას, რასაც აკეთებდნენ. და რათა ზედმიწევნით შეიტყო, ისმინე მახარებლისა, რომელიც ამბობს: „ხოლო მთავართაგანთაცა მრავალთა ჰრწმენა მისა მიმართ, არამედ ფარისეველთათჳს ვერ აღიარეს, რაჲთა არა კრებულისაგან განასხნენ" (). „რამეთუ შეიყუარეს დიდებაჲ კაცთაჲ უფროჲს, ვიდრე დიდებაჲ ღმრთისაჲ" (). და კვლავ ქრისტე ამბობს: „ვითარ უკუე ჴელ-გეწიფების თქუენ რწმუნებად, რამეთუ დიდებასა ურთიერთას მიიღებთ" ()? და კვლავ ამბობს: „ამისთჳს ესე თქუეს მშობელთა მისთა, რამეთუ ეშინოდა ჰურიათაგან, რამეთუ შეთქუმულ იყვნეს ჰურიანი, რაჲთა აღ-თუ ვინმე-იაროს იგი ქრისტედ, კრებულისაგან განჴადონ იგი" (). და თვით იუდეველებიც კვლავ ამბობდნენ: „ხედავთა, რამეთუ არა ირგებთ არარას? აჰა ესერა სოფელი ყოველი მივიდა შედგომად მისა" ()....
...რომელთაცა იცოდიან ჭეშმარიტი და კეთილი, და ცუდადმზუაობრობამან არა უტევის მათ აღსაარებად. რამეთუ ესე იქმნა ჰურიათაცა ზედა, რომელნი არა თუ უმეცრებისაგან უარ-ჰყოფდეს ძესა ღმრთისასა, არამედ დიდებისათჳს კაცთაჲსა. რამეთუ იტყჳს მახარებელი, ვითარმედ: „ჰრწმენა მისი, არამედ ეშინოდა, რაჲთა არა კრებულისაგან განცჳვენ“, და ამისთჳს მისცეს ცხორებაჲ მათი წარწყმედასა, რამეთუ შეუძლებელ არს, უკუეთუმცა ვის სუროდა და უყუარდა დიდებაჲ ამის სოფლისაჲ, და მანმცა პოვა დიდებაჲ ღმრთისამიერი. ამისთჳსცა უფალმან თქუა: „ვითარ შეუძლოთ რწმუნებად, რომელნი დიდებასა კაცთაგან მიიღებთ და დიდებასა მხოლოდშობილისა ღმრთისასა არა ეძიებთ?“ რამეთუ მთრვალობაჲ არს ბოროტი ესე ვნებაჲ და სულსა მის მიერ ძლეულსა მიწასა და თიჴასა შეჰმშჭუალავს და არა უტევებს ახილვად თუალთა ნათლისა მის მიმართ ჭეშმარიტისა, არამედ მარადის მწჳრესა შინა დაფლულ-ჰყოფს და მონა ყოველთა, რამეთუ კაცთათჳს შეიმოსს სამოსელთა შუენიერთა და ბრწყინვალეთა, საჩუენებელად კაცთა და სხჳსა არარაჲსათჳს.
აწ უკუე არს-მეა ამის ვნებისა უძჳრჱსი რაჲმე? რამეთუ რაჲთა სხუანი ოდენ აქებდენ, ამისთჳს ესოდენთა ბოროტთა თავს-იდებს. გნებავსა, რაჲთა სცნა მისი მძლავრებაჲ? კმა არიან ქრისტეს მიერ თქუმ...