📋 სარჩევი
ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „პირველითგან იყო სიტყუაჲ“ (1,1).
თ ა რ გ მ ა ნ ი: განკრძალულად სმენისათჳს არღარად საჴმარ არს თქუმად, რამეთუ თქუენ სწავლაჲ ჩემი საქმით აღასრულეთ, რომელნიეგე ესრეთ მოსწრაფე იქმნენით შემოკრებად და სმენად სიტყუათა ჩემთა, ვიდრეღა შეაიწრეთ ერთმანერთი შემოკრებად აქა და სმენად კეთილად და არა განეშორენით, ვიდრემდის აღასრულეთ სულიერი იგი კრებაჲ.
და ესე ყოველი სახჱ არს სიმჴურვალისაჲ მის, რომელი აქუს სულთა თქუენთა, არამედ ამისთჳს გევედრები, რაჲთა ეგნეთ მაგასვე მოსწრაფებასა ზედა და არა დაჰჴსნდეთ, და ნუ ოდენ აქა, ეკლესიასა შინა, არამედ სახედცა მი-რაჲ-ხჳდეთ, ნუ დასცხრებით თჳთოეული სიტყუად მოყუსისა მიმართ, რაჲ აქა გასმიოდის, და კეთილსა ამას თესლსა აღაორძინებდით დაუცხრომელად, მოვიდოდეთ ამას წმიდასა ტაძარსა და ნუ ჰმიზეზობთ საქმეთა უცალოებისათა. რამეთუ ბოროტ არს, უკუეთუ ცხენთა სარბიელსა განხჳდოდით და არარაჲ არს უცალოებაჲ, ხოლო რაჟამს აქა მოხჳდოდით, ყოველი უცალოებაჲ თქუენ ზედა მოიწევის. და ვითარ არა განრისხნეს ღმერთი ამას ზედა? ნუ, ძმანო, ნუ ესრეთ, არამედ თქუენცა მოისწრაფდით აქა მოსლვად და შვილთაცა თქუენთა მოიყვანებდით, რამეთუ იგი ჰასაკი ჩჩჳლთაჲ უმეტჱსად შემძლებელ არს მიღებად სწავლა-თა სილბოჲსათჳს ბუნებისა მათისა, ვითარცა ცჳლმან ლბილმან მიიღის კეთილად ბეჭედი, და კუალად ამისთჳსცა, რამეთუ ჰასაკსა მათსა აქუს ჟამი დამტკიცებისაჲ გინა თუ კეთილსა ზედა, გინა თუ ბოროტსა.
და უკუეთუ ვინ ისწრაფოს აწვე დაყენებად ბოროტისაგან და შეყვანებად კეთილსა, შეექმნას მათ სათნოებაჲ ბუნებად და არღარა ენებოს კეთილისაგან მიდრეკად, რაჟამს ჩუეულებაჲ სათნოებისა მიმართ მიჰზიდვიდეს, და იქმნენ უპატიოსნჱს ბერთასა, რამეთუ შეუძლებელ არს ამის ესევითარისა მოციქულისა სმენაჲ და არაგანათლებაჲ გონებისაჲ, გინა მამაკაცი იყოს, გინა თუ დედაკაცი, გინა თუ ყრმაჲ, რომელი ისმენდეს სიტყუათა მისთა და იშუებდეს ამას ტაბლასა. რამეთუ უკუეთუ მჴეცთა კაცნი დაამშჳდებენ და ასწავლიან, რაჲცა ენებოს, არა უფროჲსად კაცნი მოიყვანნეთა სწავლითა სათნოებად, რომელნი სიტყჳერნი და გონიერნი არიან და ბუნებით აქუს სიმშჳდჱ, ვითარცა-იგი მათ ბუნებით აქუს ველურებაჲ? და კუალად იგინი ჴელოვნებანი კაც-თანი არიან, ხოლო ესე - სიტყუანი სულისა წმიდისანი.
ამისთჳს უკუე ყოველნი ამას სამკურნალოსა შემოკრბებოდეთ და ისმენდით სიტყუათა სულისა წმიდისათა და დასწერდით გონებათა ზედა თქუენთა, რაჲთა ეშმაკმან იხილოს რაჲ შჯული ღმრთისაჲ დაწერილი სულსა ზედა, ვერღარა მიეახლოს მას, რამეთუ სადა იყვნენ ასონი სამეუფონი, არა წარმავალსა რასმე ნივთსა ზედა დაწერილნი, არამედ სულსა ზედა ღმრთისმოყუარესა სულისა მიერ წმიდისა, მუნ მიხედვად ვერ ძალ-უც ეშმაკსა, არამედ შორითვე ივლტის; რამეთუ არარაჲ არს ესრეთ საშინელ მისა, ვითარ გონებაჲ, რომელი იწურთიდეს საღმრთო-თა საქმეთა, და სული, რომელი მარადის ამას წურთასა შინა იყოს, რამეთუ ესევითარსა მას ვერცა ჭირი რაჲ ამის საწუთროჲსაჲ შემძლებელ არს შეწუხებად, ვერცა კეთილი აღზუავებად, არამედ ყოველსა აღძრვასა შინა ღელვათასა პოვოს დაწყნარებაჲ დიდი, რამეთუ ყოველი შფოთი არა თუ ბუნებისაგან საქმეთაჲსა მოიწევის ჩუენ ზედა, არამედ უძლურებისა გონებისა ჩუენისა. რამეთუ უკუეთუმცა საქმეთაგან იყო, ყოველნიმცა კაცნი ესრეთ იყვნეს, რამეთუ ყოველნი ერთსა ზღუასა შინა ვალთ, არამედ უკუეთუ ჩუენ გუენებოს, არა მოიწიოს ჩუენ ზედა ფრიადი ღელვაჲ, ვინაჲთგან შემძლებელ არიან რომელნიმე კაცნი დაწყნარებასა შინა ყოფად.
არა სადმე ზღუაჲ იქმს დანთქმასა, არამედ ჩუენ ნებსით დავინ-თქმით, გარნა არა უწყი, ვითარ მოვიწიე ამათ სიტყუათა სიბრძნესა, არამედ შენდობა-ყავთ, რამეთუ მეშინის, ნუუკუე დაიჴსნას მოსწრაფებაჲ თქუენი, და ამისთჳს განგიგრძვე სწავლაჲ ჩემი. უკუეთუ კულამცა მინდობილ ვიყავ თქუენსა მჴურვალებასა, არამცა საჴმარ იყვნეს ესე სიტყუანი.
ხოლო აწ ჟამი არს წინამდებარეთა მიმართ შესლვად, და ნუმცა დამაშურალნი ხართ, რამეთუ დღეს ბრძოლაჲ წინაგჳც მტერთა მიმართ ჭეშმარიტებისათა, რომელნი ისწრაფიან, რაჲთამცა დაამდაბლეს დიდებაჲ იგი მხოლოდშობილისა ძისა ღმრთისაჲ და უფროჲსად თავთა თჳსთაჲ, რამეთუ მისი დიდებაჲ ჰგიეს უკუნისამდე, ვითარ იგი არს, და არარაჲ ევნების მგმობარისა მის ენისა მათისა მიერ, ხოლო მათნი პირნი აღივსებიან გინებითა, რომელთა ენებოს დამდაბლებაჲ მისი, და იტყჳან, ვითარმედ არა თანადაუსაბამო არსო ძჱ მამისა თანა. არამედ თქუენ ისმინეთ სიტყუაჲ სახარებისაჲ:
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „პირველითგან იყო სიტყუაჲ, და სიტყუაჲ იგი იყო ღმრთისა თანა, და ღმერთი იყო სიტყუაჲ იგი“ (1,1).
თ ა რ გ მ ა ნ ი: გულისხმა-ყავთ უკუე, რამეთუ პირველ თქუა, ვი-თარმედ: „პირველითგან იყო სიტყუაჲ“, რაჲთა მოასწაოს დაუსაბამოებაჲ იგი ძისაჲ, ხოლო კუალად მეორჱ იგი სიტყუაჲ: „და სიტყუაჲ იგი იყო ღმრთისა თანა“, გამოაჩინებს მამისაგან შობასა მისსა; რამეთუ ვინაჲთგან თჳსი ღმრთისა საქმჱ უფროჲს ყოვლისა ესე არს, დაუსაბამოებაჲ და დაუსრულებელობაჲ, ამისთჳს ესე თქუა პირველ, ხოლო მერმე, რაჲთა არავის ესმას სიტყუაჲ იგი, ვითარმედ: „პირველითგან იყო“, და უშობელად გულისხმა-ყოს ძჱ, ამისთჳს მეყსეულად განკურნა საქმჱ იგი და თქუა, ვითარმედ: „სიტყუაჲ იგი იყო ღმრთისა თანა“.
ხოლო კუალად, რაჲთა რაჟამს სიტყუაჲ ესე ესმეს ვისმე, არა ჰაერად განბნევადი ანუ გულსა შინა მოგონებული შეჰრაცხოს, ამისთჳს შესძინა და თქუა, ვითარმედ: „ღმერთი იყო სიტყუაჲ იგი“, გარნა არა უშობელ, არამედ შობილი წინა საუკუნეთა, უჟამოდ და დაუსაბამოდ, ვითარცა იტყოდა უფალი, ვითარმედ: „მე მამისა თანა, და მამაჲ ჩემ თანა“;1 და კუალად იტყოდა, ვითარმედ: „ესოდენ ჟამ თქუენ თანა ვარ, და არა მიცი მე, ფილიპე? რომელმან მიხილა მე, იხილა მამაჲ ჩემი“;2 და: „ვითარცა მამაჲ აღადგინებს მკუდართა და ცხოველ-ჰყოფს, ეგრეთვე ძჱ, რომელ-თაჲ ჰნებავს, ცხოველ-ჰყოფს“;3 და: „ვითარცა მიცის მე მამამან, მეცა ვიცი მამაჲ“;4 და: „მე და მამაჲ ერთ ვართ“.5 და ყოველსა ადგილსა განუყოფელობასა თჳსსა აჩუენებს მამისაგან.
ხოლო ჴელმწიფებასა თჳსსა აჩუენებს სიტყუათა მათ მიერ, რაჟამს ეტყოდა კეთროვანსა: „მნებავს, განწმიდენ!“6 და: „შენ გეტყჳ, ეშმაკო, განვედ მაგისგან!“7 და კუალად: „გასმიეს, რამეთუ ითქუა პირველთა მათ მიმართ: ნუ კაც-ჰკლავ; ხოლო მე გეტყჳ თქუენ: რომელი განურისხნეს ძმასა თჳსსა ცუდად, თანამდებ არს გეჰენიასა“.8 და მრავალსა ესევითარსა იტყჳს და იქმს, რაჲთა გამოაჩინოს თჳსი ჴელმწიფებაჲ, რამეთუ ერ-თიცა ოდენ ამათ სიტყუათაგანი კმა არს მისისა მის ჴელმწიფებისა გამო-ჩინებად, უკუეთუ ოდენ გულისხმა-ვინ-ჰყოფდეს სიტყუათა მათ და არა სრულიად უგულისხმო იყოს.
სწავლაჲ გ ცუდადმზუაობრობისათჳს
გარნა ბოროტ არს ცუდადმზუაობრობაჲ და ცხადთაცა საქმეთა მიმართ დააბრმობს გონებასა მის მიერ ძლეულთასა, და რომელთაცა იცოდიან ჭეშმარიტი და კეთილი, და ცუდადმზუაობრობამან არა უტევის მათ აღსაარებად. რამეთუ ესე იქმნა ჰურიათაცა ზედა, რომელნი არა თუ უმეცრებისაგან უარ-ჰყოფდეს ძესა ღმრთისასა, არამედ დიდებისათჳს კაცთაჲსა. რამეთუ იტყჳს მახარებელი, ვითარმედ: „ჰრწმენა მისი, არამედ ეშინოდა, რაჲთა არა კრებულისაგან განცჳვენ“,9 და ამისთჳს მისცეს ცხორებაჲ მათი წარწყმედასა, რამეთუ შეუძლებელ არს, უკუეთუმცა ვის სუროდა და უყუარდა დიდებაჲ ამის სოფლისაჲ, და მანმცა პოვა
1 იოან.14,10. 2 იოან.14,9. 3 იოან. 5,21. 4 იოან.10,15. 5 იოან.10,30. 6 მათ. 8,3; მარკ.1,41. 7 შდრ. მარკ. 9,25. 8 მათ. 5,21-22. 9 შდრ. იოან. 12,42.
დიდებაჲ ღმრთისამიერი. ამისთჳსცა უფალმან თქუა: „ვითარ შეუძლოთ რწმუნებად, რომელნი დიდებასა კაცთაგან მიიღებთ და დიდებასა მხოლოდშობილისა ღმრთისასა არა ეძიებთ?“1 რამეთუ მთრვალობაჲ არს ბოროტი ესე ვნებაჲ და სულსა მის მიერ ძლეულსა მიწასა და თიჴასა შეჰმშჭუალავს და არა უტევებს ახილვად თუალთა ნათლისა მის მიმართ ჭეშმარიტისა, არამედ მარადის მწჳრესა შინა დაფლულ-ჰყოფს და მონა ყოველთა, რამეთუ კაცთათჳს შეიმოსს სამოსელთა შუენიერთა და ბრწყინვალეთა, საჩუენებელად კაცთა და სხჳსა არარაჲსათჳს.
აწ უკუე არს-მეა ამის ვნებისა უძჳრჱსი რაჲმე? რამეთუ რაჲთა სხუანი ოდენ აქებდენ, ამისთჳს ესოდენთა ბოროტთა თავს-იდებს. გნებავსა, რაჲთა სცნა მისი მძლავრებაჲ? კმა არიან ქრისტეს მიერ თქუმულნი სიტყუანი. გარნა ჰკითხე, უკუეთუ გნებავს, მოქალაქეთაგანსა ვისმე, რომელნი-იგი მრავალთა წარსაგებელთა იქმან სამკაულთა ზედა, ვი-თარმედ რაჲსათჳს წარაგებენ ესეოდენსა მას ოქროსა? და სხუაჲ ვერარაჲ გრქუან, გარნა ვითარმედ: სათნოებისათჳს ერისა.
და კუალად უკუეთუ ჰკითხო: და ვითარი არს ერი იგი, მაქებელი მაგის საქმისაჲ? ვერარაჲ სხუაჲ გრქუან, უკუეთუ ჭეშმარიტსა იტყოდიან, გარნა ესე, ვითარმედ: კაცნი უგუნურნი, საწუთროჲსმოყუარენი და მღელვარენი სოფლისა ზღუასა შინა. ხოლო რომელი ესევითართა ერთა მონაჲ იყოს, ვის არა უსაწყალობელეს არს?
გარნა რომელნი სოფელსა შინა იყვნენ, დაღაცათუ ბოროტ არს მათი, ამას საქმესა შინა იყვნენ რაჲ, და ფრიად ბოროტ არს, გარნა მათი უძჳრჱს არს, რომელნი-იგი სოფლისა ამისგან განშორებულ იყვნენ და ამითვე სენითა სნეულ იყვნენ. რამეთუ რაჟამს დიდებისათჳს კაცთაჲსა ვნებასა სულისასა მიიღებდენ, რაჲ იყოს ამისა უძჳრჱს? და რომელნიმე სარწმუნოებასაცა მათსა შეურაცხ-ჰყოფენ დიდებისათჳს კაცთაჲსა.
და სხუანი ვნებანი დაღაცათუ მავნებელ არიან, არამედ გულის-თქუმაჲცა რაჲმე აქუს და სიჰამე, დაღაცათუ მცირედი ჟამი და წარმავალი, რამეთუ ვეცხლისმოყუარესაცა და მომთრვალესა და მსი-ძავსა აქუს ვნებული რაჲმე გემოჲ. ხოლო ამის ვნებისა მიერ ცუდადმზუაობრობისა წარტყუენულნი ცხორებითა მწარითა ცხორებენ, რამე-თუ ნებაჲ მათი არაოდეს აღესრულების, რამეთუ ჰნებავს ყოველთა მიერ დიდებაჲ და ვერ მიემთხუევიან. ამისთჳს არა დიდებად, არამედ ცუდადმზუაობრობად ეწოდების ნებასა მას, რამეთუ ამაოჲ არს, რომელსა თანა არარაჲ იპოვების კეთილი, არამედ სახჱ მისი ჩანს კეთილად, ხოლო შინაგანი მისი ყოველივე ბილწებაჲ არს, სავსე საძაგელებითა.
1 იოან. 5,44.
არამედ ვინაჲ იშვების ვნებაჲ ესე ესრეთ პირუტყუებრივი, რომლისა თანა გემოჲ არარაჲ არს? ვინაჲ უკუე იშვების, გარნა სულისაგან და გონებისა უნდოჲსა და სოფლისმოყუარისა, რამეთუ სული დამონებული დიდებასა სოფლისასა უნდო არს და მცირე და უბადრუკ და ვერარას კეთილსა შემძლებელ არს გულისხმის-ყოფად. რამეთუ რომელი სათნოებისათჳს ღმრთისა არცა ერთსა შრომასა თავს-იდებდეს, ხოლო კაცთა სათნო-ყოფისათჳს ყოველსავე მოსწრაფებასა იქმოდის, მანმცა ვითარ-რაჲ გულისხმა-ყო კეთილი და საღმრთოჲ საქმჱ? ანუ რაჲ არს სარგებელი, დაღაცათუ გაქონ კაცთა? ნუ, გევედრები, ნუ ეძიებთ ესევითართა ამათ ამაოებისა საქმეთა, რამეთუ ამან ვნებამან ზუაობისამან ქმნა ყოველივე ზე და ქუე, ამან შვა ანგაჰრებაჲ, შური, შესმენანი, ბოროტისზრახვანი; ესე აღსძრავს უბრალოთა ზედა მბრძოლთა, და არცაღა მეგობრობაჲ იცის ამის ვნებისა მიერ უფლებულმან, არცა სირცხჳლი იპოვების მის თანა, არამედ ყოველივე კეთილი სულისაგან თჳსისა განუგდიეს და მბრძოლ არს ყოველთავე, დაუდგრომელ და უყუარულ. და ვნებაჲ იგი რისხვისაჲ, დაღაცათუ იგიცა მძლავრი არს ბოროტი, გარნა არა მარადის არს, არამედ ოდეს განმაფიცხებელი მისი იპოვოს, ხოლო ცუდადმზუაობრობისა ვნებაჲ სამარადისოდ არს, და არა არს ჟამი, რაჟამს არამცა იპოებოდა, უკუეთუ არა იყოს გონებაჲ დამაყენებელი მისი; არამედ მარადის არს იგი, რომელი არა თუ ცოდვასა ოდენ გუაქმნევს, არამედ დაღაცათუ კეთილი რაჲმე ვქმნეთ, მასცა მიგუტაცებს.
რამეთუ უკუეთუ პავლე მოციქული ანგაჰრებასა „კერპთმსახურებად“1 უწესს, მაშა ძირი იგი და მშობელი მისი და წყაროჲ, რომელ არს ცუდადმზუაობრობაჲ, რაჲ-მე ყოფად არს? რამეთუ არცა იპოების სახელი, ღირსი მისისა უკეთურებისაჲ. განვიფრთხოთ უკუე, საყუარელნო, და ბოროტი ესე სამოსელი აღვიძარცოთ და განვხეთქოთ და განვაგდოთ და ვიქმნნეთ აზნაურებითა მით ჭეშმარიტითა შემოსილ და გულისხმავყოთ პატიოსნებაჲ იგი, რომელი ღმერთმან მომცა ჩუენ.
შეურაცხ-ვყოთ უკუე დიდებაჲ ესე ამაოჲ სოფლისაჲ, რამეთუ არარაჲ არს ესრეთ საკიცხელ და ამაო, ვითარ ესე ვნებაჲ, არარაჲ არს ესრეთ სავსჱ შეურაცხებითა; და ესე მრავლით კერძო გულისხმა-ვყოთ, უკუე-თუ გუენებოს, ვითარმედ დიდებისმოყუარებაჲ სოფლისაჲ გინებულ არს, ხოლო ჭეშმარიტი დიდებაჲ არს მისი შეურაცხებაჲ და ყოვლით კერძო ღმრთისა მონებაჲ და მისა სათნო-ყოფაჲ, რამეთუ მაშინ შემიყუარებს ჩუენ, რაჟამს ჩუენ მას მხოლოსა სათნო-ვეყოფოდით. ანუ რად საჴმარ არიან ჩუენდა მრავალნი მხედველნი, ვინაჲთგან სასყიდელისმომნიჭე-
1 შდრ. ეფეს. 5,5; კოლ. 3,5.
ბელი იგი გუხედვიდეს? ანუ არა ბოროტ არსა, რომელ მონანი სოფლისა კაცთანი ყოველსავე სათნო-ყოფად თჳსთა უფალთა იქმან და არავის სხუასა ეჩუენებიან, დაღაცათუ დიდნი და დიდებულნი კაცნი იყვნენ? არამედ ერთსა ზედა ოდენ მოსწრაფე არიან - რაჲთამცა თჳსნი უფალნი მოიმადლნეს. და ჩუენ, რომელთა ესევითარი უფალი გჳვის, სახიერი და კეთილი, ესრეთ არა მისა სათნო-ყოფად ვისწრაფით, არამედ სხუათა ვეძიებთ მხილველთა ქველისსაქმისა ჩუენისათა, რომელნი ვერარას ზედა შემძლებელ არიან რგებად, არამედ უფროჲსად ვნებად.
ნუ, გევედრები, არამედ ვინაჲ-იგი მოგუეცემის სასყიდელი, მასცა უჩუენებდეთ საქმესა ჩუენსა და მას მოუწოდდეთ მაქებელად ჩუენდა და მოწამედ ქველისსაქმისა ჩუენისა. ნუმცა რაჲ არს ჩუენდა კაცობრივთა თუალთა სახილველ, და რამეთუ დაღაცათუ ამისცა დიდებისა გული გჳთქუმიდეს, მაშინ მოგუეცეს ესეცა, რაჟამს ღმრთისამიერსა ოდენ ვეძიებდეთ.
რამეთუ იტყჳს უფალი: „მადიდებელნი ჩემნი ვადიდნე“.1 და ვი-თარცა რაჟამს ღმრთისათჳს შეურაცხ-ვჰყოფდეთ სიმდიდრესა, მაშინ განვმდიდრდებით, - რამეთუ იტყჳს უფალი: „ეძიებდით სასუფეველსა ღმრთისასა, და ესე ყოველი მოგემატოს თქუენ“,2 - ეგრეთვე დიდებაჲ რაჟამს არა სავნებელ ჩუენდა იყოს, მაშინ მოგუცემს მას ღმერთი. ხოლო არა სავნებელ მაშინ არს, რაჟამს არა უფლებულ იყოს ჩუენდა, არცა ვი-თარცა მონათა გჳბრძანებდეს, არამედ გუმორჩილობდეს ჩუენ, ვითარცა უფალთა. რამეთუ ამისთჳს არა ჰნებავს ღმერთსა, რაჲთამცა გუსუროდა ამისთჳს, რაჲთა არა გუეუფლებოდის, და უკუეთუ ესე წარვჰმართოთ, მაშინ მოგუცემს მას უხუებით. რამეთუ ვინ არს უბრწყინვალჱს პავლჱსა, რომელი იტყჳს, ვითარმედ: „არა ვეძიებ დიდებასა კაცთასა არცა თქუენგან, არცა სხუათაგან“?3 ანუ ვინ არს უმდიდრჱს მისა, რომელსა არარაჲ აქუს, და ყოველივე აქუს?4 რამეთუ, ვითარცა ვთქუ, რაჟამს ვერ გუეუფლებოდიან, მაშინ მონა ჩუენდა იქმნებიან.
და უკუეთუ გუსურის დიდებისათჳს, ვივლტოდით დიდებისაგან, რაჲთა ესრეთ შეუძლოთ შჯულსა ღმრთისასა აღსრულებად, და მივემ-თხჳნეთ აქაცა და მას საუკუნესა დიდებასა, რომელსა ღირსმცა ვართ ყოველნი მიმთხუევად მადლითა და კაცთმოყუარებითა უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტჱსითა, რომლისა მიერ და რომლისა თანა მამასა ჰშუენის დიდებაჲ სულით წმიდითურთ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამენ.
1 1 მეფ. 2,30. 2 მათ. 6,33. 3 1 თეს. 2,6. 4 შდრ. 2 კორ. 6,10.