თ ა რ გ მ ა ნ ი: რამეთუ ვინაჲთგან მამასა ძუელსა შინა ესრეთ ეწოდების ყოველსა ადგილსა, ამისთჳს ახალსაცა შინა ესრეთვე აჴსენებს ამით სახითა. ამისთჳს პავლეცა „ბრწყინვალებად“ უწესს მას1 და ესრეთ გამოაჩინებს ფრიადსა მას ერთობასა მამისა მიმართ ძისასა. ხოლო ნა-თელ არს იგი, რომელმან განგუათავისუფლნა ჩუენ საცთურისაგან და სულიერი იგი სიბნელჱ დაჰჴსნა.
სახარებაჲ იოვანესი 12:46
45. და რომელმან მიხილა მე, იხილა მომავლინებელი ჩემი.46. მე ნათელი სოფლად მოვივლინე, რაჲთა ყოველსა რომელსა ჰრწმენეს ჩემი, ბნელსა შინა არა დაადგრეს.47. და რომელმან ისმინნეს სიტყუანი ჩემნი და არა ჰრწმენენ, მე არა ვსაჯო იგი, რამეთუ არა მოვედ მე სჯად სოფლისა, არამედ რაჲთა ვაცხოვნო სოფელი.
სახარებაჲ იოვანესი თავი 12