...მისთჳს ზედაჲსზედა განერების ჴელთაგან მათთა და შეუძლებელ-ჰყოფს მათ შეხებად მისა, რაჲთამცა ესრეთ ჩინებითა ძალისა მისისაჲთა ლმობიერ-ყვნა იგინი, რაჲთა ოდეს შეიპყრან იგი, ცნან, ვითარმედ არა მათისა ძალისაგან იყო, არამედ მისისა მიშუებისაგან საქმჱ იგი, რამეთუ მაშინცა ვერ უძლეს შეპყრობად, დაღაცათუ ახლოს იყო ბეთანიაჲ, და მაშინცა, ოდეს შეიპყრეს, დასცნა იგინი პირსა ზედა.
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ხოლო უწინარეს ექუსისა დღისა პასექისა მოვიდა ბეთანიად, სადა-იგი იყო ლაზარე, რომელი აღადგინა მკუდრეთით. და
1 ლუკ. 22,28. 2 შდრ. იოან. 11,18. 3 შდრ. იოან. 18,6.
მართა ჰმსახურებდა, ხოლო ლაზარე იყო მის თანა მეინაჴეთაგანი“ (12,1-2).
თ ა რ გ მ ა ნ ი: და ესე ჭეშმარიტისა აღდგომისა სასწაული არს, რომელ შემდგომად მრავალთა დღეთა ცხოველ იყო და ჭამდა, რამეთუ სახლსა შინა მისსა იყო სერი იგი, რამეთუ ვითარცა მეგობარნი საყუარელნი შეიწყნარებდეს ქრისტესა.
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ხოლო მარიამ მოიღო ლიტრაჲ ერთი ნელსაცხებელი ნარდისა სარწმუნოჲსაჲ და სცხო ფერჴთა იესუჲსთა და თმითა თჳსითა წარჰჴოცნა“ (12,3).
თ ა რ გ მ ა ნ ი: აჰა ესერა შეუვრდა მას არა ვითარცა კაცსა, არამედ ვითარცა ღმერთსა, რამეთუ ნელსაცხებელი ამისთჳს დაასხა და...