თ ა რ გ მ ა ნ ი: ვითარცა სიმდიდრე განუკრძალველთა კაცთა მავნებელ ექმნების, ეგრეთვე მთავრობაჲ, რამეთუ იგი ანგაჰრებად, ხოლო ესე ამპარტავანებად მოიყვანებს. და იხილე აქაცა, ვითარ სიმრავლჱ იგი ერისაჲ მის უმჯობესად იყო, ხოლო მთავარნი - სრულიად წარწყმედილ. რამეთუ ერსა მას უსწავლელსა მრავალგზის ჰრწმენა მისი, ვითარცა მახარებელნი იტყჳან, ვითარმედ: „მრავალსა ერსა ჰრწმენა მისი“, ; (8,30) ხოლო მთავარნი ურწმუნო იყვნეს, და თჳთ იგინი იტყოდეს, ვითარმედ: „ნუუკუე მთავართაგანსა ვისმე ჰრწმენა მისი? ანუ არა უსწავლელსა მას ერსა ჰრწმენა მისი, რომელთა არა იციან შჯული? წყეულ არიან“. და ესრეთ მორწმუნეთა სწყევდეს და თავთა თჳსთა, ღმრთისმკლველთა მათ, ბრძნად სახელ-სდებდეს. და აქაცა უკუე იხილეს რაჲ სასწაული იგი, რომელი ქმნა ქრისტემან, ჰრწმენა მრავალთა, ხოლო მთავართა სხუაჲ იგი ბოროტი არა ეყოფვოდა, არამედ ლაზარესიცა ენება მოკლვაჲ.3 ჵ უკეთურნო! ქრისტესთჳს იტყოდეთ, თუ: „შაბათსა დაჰჴსნის და ღმერთჰყოფს თავსა თჳსსა, და ჰრომნი მოვლენ მისთჳს და...
8. რამეთუ გლახაკნი მარადის თქუენ თანა არიან, ხოლო მე არა მარადის თქუენ თანა ვარ.9. აგრძნა უკუე ყოველმან ერმან ჰურიათამან, რამეთუ იესუ მუნ არს; მოვიდეს არა ხოლო თუ იესუჲსთჳს, არამედ რაჲთა ლაზარეცა იხილონ, რომელ-იგი აღადგინა მკუდრეთით.10. ხოლო ზრახვა-ყვეს მღდელთ-მოძღუართა მათ, რაჲთა ლაზარეცა მოკლან.
სახარებაჲ იოვანესი თავი 12