მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ იოვანესი 12:8

7. და თქუა იესუ: უტევე მაგას, დღედ დაფლვისა ჩემისა დამიმარხა ეგე.8. რამეთუ გლახაკნი მარადის თქუენ თანა არიან, ხოლო მე არა მარადის თქუენ თანა ვარ.9. აგრძნა უკუე ყოველმან ერმან ჰურიათამან, რამეთუ იესუ მუნ არს; მოვიდეს არა ხოლო თუ იესუჲსთჳს, არამედ რაჲთა ლაზარეცა იხილონ, რომელ-იგი აღადგინა მკუდრეთით.
სახარებაჲ იოვანესი თავი 12
8. რამეთუ გლახაკნი მარადის თქუენ თანა არიან, ხოლო მე არა მარადის თქუენ თანა ვარ.
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი ჲე
წმინდა იოანე ოქროპირი

ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „და ერთმან ვინმე მათგანმან, კაიაფა, რომელი იყო მღდელთმოძღუარი მის წელიწადისაჲ, ჰრქუა მათ: თქუენ არა იცით არცა ერთი, არცა განგიზრახავს, რამეთუ უმჯობეს არს ჩუენდა, რაჲთა ერთი კაცი მოკუდეს ერისათჳს, და არა ყოველი ნათესავი წარწყმდეს“ (11,49-50).

თ ა რ გ მ ა ნ ი: „დაინთქნეს წარმართნი განსახრწნელსა მას, რომელცა ქმნეს; მახითა მით, რომელ დაარწყეს, შეიპყრა ფერჴი მათი“. ესე ჰურიათა ზედა იქმნა, რამეთუ იგინი იტყოდეს მოკლვად იესუჲსა, რაჲთამცა არა მოვიდეს ჰრომნი და წარმოტყუენნეს იგინი და ქალაქი მათი. და ვინაჲთგან მოკლეს უფალი, რომლისათჳს მოკლეს იგი, მოიწია მათ ზედა; და საქმჱ იგი რომელი ქმნეს, რაჲთამცა განერნეს ტყუეობისაგან, მისთჳს ტყუე იქმნეს; და რომელი მოკლეს, იგი ცათა შინა არს, მეუფჱ ყოველ-თაჲ, ხოლო მკლველნი მისნი მკუდარ არიან გეჰენიასა შინა. და მათ არა ესე გულისხმა-ყვეს, არამედ ენება მოკლვაჲ მისი და იტყოდეს:

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „მოვიდენ ჰრომნი და მიგჳღონ ადგილიცა ჩუენი და ნათესავიცა. და ერთმან ვინმე მათგანმან, კაიაფა, რომელი მღდელთმოძღუარი იყო მის წელიწადისაჲ, თქუა...

სრულად ნახვა

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის