თ ა რ გ მ ა ნ ი: რაჲ არს სიტყუაჲ ესე, ვითარმედ: „ესრეთ ჰყოფდით“? ესე იგი არს, ვითარმედ ესევითარითა მოსწრაფებითა, რამეთუ უკუეთუ უფალმან ესრეთ უყო მონათა, ჩუენ, რომელნი-ესე მონანი ვართ, მოყუასთა ჩუენთა არა უყოფდეთა? რამეთუ ამისთჳს მან უზეშთაესი სახჱ გჳჩუენა ჩუენ, რაჲთა ჩუენ მას ვხედვიდეთ და უდარჱსსა ვიქმოდით.
სადა არიან აწ, რომელნი მოყუასთა შეურაცხ-ჰყოფენ? და უფალმან მიმცემელისა მის თჳსისა ფერჴნი დაჰბანნა, უკეთურისა მის და მპარავისა, და ჟამსა მას მიცემისასა, რომელი-იგი უკურნებელ იყო, და ზიარ ტაბლისა თჳსისა ყო, და შენ ჰზუაობა მოყუასსა ზედა და წარბთა აღიმაღლება? აწ უკუე ურთიერთას ფერჴთა დავჰბანდით და მონათაცა ჩუენთა. რამეთუ რაჲ დიდ არს, უკუეთუ მონათა ფერჴნი დავჰბანნეთ? რამეთუ აქა მონებაჲ და უფლებაჲ სახელთანი ოდენ განყოფილებანი არიან, ხოლო მუნ - საქმეთა ჭეშმარიტებაჲ. რამეთუ ბუნებით იგი უფალ იყო და ჩუენ - მონანი, და არა უღირს-იჩინა მან დაბანაჲ ფერჴთაჲ. რაჲ უკუე მიუგოთ, რომელთა ესევითარნი სახენი სიმდაბლისანი მქონან და ყოვლადვე არა ვჰბაძავთ, არამედ უფროჲსად წინააღმდგომსა ვიქმთ და ვმაღლოვით, ვი-თარცა ბუნებით უფალნი, და თანანადებსა არა...