📋 სარჩევი
ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „და მოიღო სამოსელი თჳსი და ინაჴ-იდგა და ჰრქუა მათ: იცითა, რაჲ-ესე გიყავ თქუენ?“ (13,12).
თ ა რ გ მ ა ნ ი: ბოროტ არს, საყუარელო, ბოროტ არს მოსლვაჲ სი-ღრმესა ბოროტთასა, რამეთუ მიერითგან განუმართლებელ იქმნების. ამისთჳს ჯერ-არს მოსწრაფებით ღუწოლაჲ, რაჲთა არა გუეუფლოს უკე-თურებაჲ, რამეთუ უადვილეს არს არაშთავრდომაჲ ბოროტსა, ვიდრე-ღა შთავრდომილისა აღმოსლვაჲ. რამეთუ იხილეთ იუდა, ვინაჲთგან შთააგდო თავი თჳსი ბოროტსა მას უკეთურებასა შინა, რაზომი შეწევნაჲ პოვა, და ვერვე განერა მისგან. რამეთუ თქუა მისთჳს, ვითარმედ: „ერ-თი თქუენგანი ეშმაკი არს“;1 და კუალად თქუა, ვითარმედ: „არა ყოველ-თათჳს ვიტყჳ“;2 და კუალად თქუა, ვითარმედ: „არა ყოველთა გრწამს“,3 და ვერცა ერთი მათგანი გულისხმა-ყო. ხოლო აწ, „ვითარცა დაჰბანნა ფერჴნი მათნი, მოიღო სამოსელი თჳსი და ინაჴ-იდგა და მერმე ჰრქუა მათ: იცითა, რაჲ-ესე გიყავ თქუენ?“ (13,12). არღარა პეტრეს ოდენ, არამედ ყოველთა მიმართ იტყჳს: „თქუენ მხადით მე: უფალო და მოძღუარო, და კეთილად სთქუთ, რამეთუ ვარ“ (13,13).
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „თქუენ მხადით მე“ (13,13).
თ ა რ გ მ ა ნ ი: თჳსსა სიტყუასა შემოიღებს და მერმე შესძინებს, ვითარმედ: „ვარო“, რამეთუ სიტყუაჲ მათი შემოიღო, რაჲთა არა სამძიმარ იყოს მის მიერ თქუმული, და თჳსითა სიტყჳთა დამტკიცებაჲ მათისა სიტყჳსაჲ დაუმძიმებელ და უეჭუელ ჰყოფს, რამეთუ იტყჳს, ვითარმედ: „ვარო“. ჰხედავა, ვითარ, რაჟამს მოწაფეთა ეტყოდის, გამოაცხადებს თავსა თჳსსა? რამეთუ ვითარცა იტყჳს, ვითარმედ: „ნუვის ჰხადით მოძღუარ ქუეყანასა ზედა“;4 და კუალად იტყჳს: „ნუვის ჰხადით მამად ქუეყანასა ზედა, რამეთუ ერთი არს მოძღუარი და მამაჲ თქუენი“.5 ხოლო ერთი ესე არა თუ მამისათჳს ოდენ თქუმულ არს, არამედ თავისა თჳსისათჳსცა, რამეთუ უკუეთუმცა არა თავისა თჳსისათჳსცა იტყოდა, ვითარმცა თქუა, თუ: „რაჲთა იქმნნეთ შვილ ნათლისა“?6 ანუ უკუეთუ მამასა ოდენ იტყჳს მოძღურად, ვითარ იტყჳს აწ, ვითარმედ: „ვარო“?
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „უკუეთუ მე დაგბანენ ფერჴნი თქუენნი, უფალმან და მოძღუარმან, თქუენცა თანაგაც ურთიერთას ბანაჲ ფერჴთაჲ. რამეთუ სახჱ მიგეც თქუენ, რაჲთა ვითარცა-ესე მე გიყავ თქუენ, ეგრეცა თქუენ ჰყოფდეთ“ (13,14-15).
1 იოან. 6,70. 2 იოან. 13,18. 3 შდრ. იოან. 6,64. 4 შდრ. მათ. 23,8. 5 შდრ. მათ. 23,9. 6 იოან. 12,36.
თ ა რ გ მ ა ნ ი: რაჲ არს სიტყუაჲ ესე, ვითარმედ: „ესრეთ ჰყოფდით“? ესე იგი არს, ვითარმედ ესევითარითა მოსწრაფებითა, რამეთუ უკუეთუ უფალმან ესრეთ უყო მონათა, ჩუენ, რომელნი-ესე მონანი ვართ, მოყუასთა ჩუენთა არა უყოფდეთა? რამეთუ ამისთჳს მან უზეშთაესი სახჱ გჳჩუენა ჩუენ, რაჲთა ჩუენ მას ვხედვიდეთ და უდარჱსსა ვიქმოდით.
სადა არიან აწ, რომელნი მოყუასთა შეურაცხ-ჰყოფენ? და უფალმან მიმცემელისა მის თჳსისა ფერჴნი დაჰბანნა, უკეთურისა მის და მპარავისა, და ჟამსა მას მიცემისასა, რომელი-იგი უკურნებელ იყო, და ზიარ ტაბლისა თჳსისა ყო, და შენ ჰზუაობა მოყუასსა ზედა და წარბთა აღიმაღლება? აწ უკუე ურთიერთას ფერჴთა დავჰბანდით და მონათაცა ჩუენთა. რამეთუ რაჲ დიდ არს, უკუეთუ მონათა ფერჴნი დავჰბანნეთ? რამეთუ აქა მონებაჲ და უფლებაჲ სახელთანი ოდენ განყოფილებანი არიან, ხოლო მუნ - საქმეთა ჭეშმარიტებაჲ. რამეთუ ბუნებით იგი უფალ იყო და ჩუენ - მონანი, და არა უღირს-იჩინა მან დაბანაჲ ფერჴთაჲ. რაჲ უკუე მიუგოთ, რომელთა ესევითარნი სახენი სიმდაბლისანი მქონან და ყოვლადვე არა ვჰბაძავთ, არამედ უფროჲსად წინააღმდგომსა ვიქმთ და ვმაღლოვით, ვი-თარცა ბუნებით უფალნი, და თანანადებსა არა აღვასრულებთ? რამეთუ თანამდებ-მყვნა უფალმან, ვინაჲთგან მან ყო დასაბამი ამის საქმისაჲ, და თანამდებად უდარჱსსა ნაწილსა, რამეთუ იგი უფალი იყო, ხოლო ჩუენ მონანი ვართ, ვითარცა თჳთ თქუა, ვითარმედ: „უკუეთუ მე, უფალმან და მოძღუარმან, დაგბანენ, არა უფროჲსად თქუენ ჰყოთა ურთიერ-თას?“ რაჲთა ვერღარა იტყოდიან, ვითარცა პირველ, ვითარმედ: „ვინ არს უფროჲს ყოველთაჲსა?“1 და არა დაბრკოლდებოდიან ურთიერთას, ამისთჳს დაამდაბლებს გონებასა მათსა, ვითარმედ დაღაცათუ ფრიად დიდ იყო, თანაგაც ძმისა არა შეურაცხ-ყოფაჲ. და არა თქუა უზეშთაესი, ვითარმედ: უკუეთუ მე, უფალმან და მოძღუარმან, დავჰბანენ ფერჴნი მიმცემელისანი, არამედ ყოველთაჲ თქუა და იგი მათ მიუშუა გულისხმის-ყოფად. ამისთჳს იტყოდა, ვითარმედ: „რომელმან ქმნეს და ასწავოს, დიდ ეწოდოს“,2 რამეთუ ესე არს სწავლაჲ - ჩინებაჲ საქმისაჲ. და რაჲმცა იყო ამის უზეშთაეს? ანუ რომელი ზუაობაჲ არა დაამდაბლოს ამან საქმემან? რამეთუ რომელი ზის ზედა ქერობინთა, მიმცემელსა თჳსსა ფერჴნი დაჰბანნა, ხოლო შენ, კაცო, რომელ მიწაჲ და ნაცარი ხარ, ავლი და მტუერი, ჰზუაობ და ჰმაღლოვი? და რაოდენთა სატანჯველთა ღირს ხარ? რამეთუ უკუეთუ გონებისა სიმაღლჱ გიყუარს, მოვედ, და მე გიჩუენო შენ, ვითარ შენ არა იცი. რამეთუ რომელი ამაოთა ზედა ამის სოფლისა საქმეთა ზუაობდეს, მას სული აქუს ფრიად მდაბალი და უნდოჲ. რამეთუ არცა სიმდაბლჱ იქმნების თჳნიერ სიმაღლისა, არცა სი-
1 შდრ. მათ. 18,1; მარკ. 9,34. 2 მათ. 5,19.
მაღლჱ თჳნიერ სიმდაბლისა. რამეთუ ვითარცა მცირენი ყრმანი მოყუარულ არიან უნდოთა საქმეთა მღერისათა, ხოლო დიდთა საქმეთა ვერ გულისხმა-ჰყოფენ, ეგრეთვე არიან საქმენი სოფლისანი. ხოლო რომელი ბრძენ იყოს, მან ესე ყოველი შეურაცხ-ყოს და ზეცისასა ეძიებდეს, ხოლო უგუნური შეექცეს დედაზარდლისა ქსელსა ქსოვად, რომელ არიან ამის სოფლისა საქმენი, და ჟამსა სიკუდილისასა არარაჲ აქუნდეს ჴელთა.
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ამენ, ამენ გეტყჳ თქუენ: არა არს მონაჲ უფროჲს უფლისა თჳსისა, არცა მოციქული უფროჲს მომავლინებელისა თჳსისა. უკუეთუ ესე იცით, ნეტარ ხართ, უკუეთუ ჰყოფდეთ ამას. არა თქუენ ყოველთათჳს ვიტყჳ, მე ვიცი, რომელნი გამოგირჩიენ, არამედ რაჲთა წერილი აღესრულოს, ვითარმედ: რომელი ჭამდა ჩემ თანა პურსა, აღიღო ჩემ ზედა ბრჭალი მისი1 “ (13,16-18).
თ ა რ გ მ ა ნ ი: რომელი-იგი ზემო თქუა, მასვე იტყჳს აწ, ვითარმედ: უკუეთუ მონაჲ არა უფროჲს უფლისა არს, არცა მოციქული უფროჲს მომავლინებელისა, და მე ვარ უფალი და მოძღუარი და ესე ვქმენ, არა უფროჲსად თქუენ თანაგაცა ამისი ქმნაჲ? ხოლო მერმე უჩუენებს, ვითარმედ იციან ყოველი, რომელსა ეტყჳს მათ, ვითარმედ: „უკუეთუ ესე იცით“, ესე იგი არს, ვითარმედ: არა ვითარცა უმეცართა გეტყჳ თქუენ, არამედ ვითარცა მეცნიერთა, და უკუეთუ ჰყოთ, ნეტარ ხართ, რამეთუ ამისთჳს გეტყჳ, რაჲთა საქმითცა ჰქმნათ, რამეთუ ჰურიათაცა იციან, არამედ არა არიან ნეტარ, ვინაჲთგან არა იქმან. ხოლო არა თქუენ ყოველთათჳს ვიტყჳ. ეჰა ძჳრუჴსენებელობაჲ ესე, რამეთუ არავე ამხილა მიმცემელსა მას, არამედ ჯერეთ ჰფარავს, რაჲთამცა მისცა მას ჟამი სინანულისაჲ, და ამხილებს, და არა ამხილებს სიტყჳთა მით, რომელი თქუა, ვითარმედ: „რომელი ჭამდა პურსა ჩემ თანა“. ხოლო მე ვჰგონებ, ვითარმედ იგიცა სიტყუაჲ, რომელი თქუა, ვითარმედ: „არა არს მონაჲ უფროჲს უფლისა“, ამისთჳსვე თქუა, რაჲთა უკუეთუ სადა მონათა მიერ ანუ უდარესთა მოიწიოს მათ ზედა ჭირი და შეურაცხებაჲ, არა დაბრკოლდებოდიან, არამედ საქმესა მას იუდაჲსსა მოიგონებდენ, რომელმან ესეოდენნი კეთილნი იხილნა მის მიერ და ქველისმოქმედსა მას ძჳრი მიაგო. ამისთჳს შესძინა, ვითარმედ: „რომელი ჭამდა პურსა ჩემ თანა, აღიღო ჩემ ზედა ბრჭალი მისი“, და ყოველივე დაუტევა და ესე ხოლო აჴსენა, რომელი შემძლებელ იყო უფროჲს ყოვლისა შერცხჳნებად მისა, ვითარმედ: რომელი-იგი ჩემ მიერ იზარდებოდა და რომელი ზიარ ტაბლისა ჩემისა იყო, ესე ქმნა. ხოლო ამას იტყოდა, რაჲთამცა ბოროტისმყოფელთა კეთილსა უყოფდეს. ხოლო თქუა რაჲ, ვი-თარმედ: „არა თქუენ ყოველთათჳს ვიტყჳ“, მერმე განყო იგი ოდენ, რაჲთა არა სხუათა ყოველთა ეშინოდის, და მერმე თქუა: „რომელი ჭამდა პურსა ჩემ თანა“, რაჲთამცა აჩუენა მის უბადრუკისათჳს, ვითარმედ არა უგუ-
1 შდრ. ფსალმ. 40,10.
ლისხმოებით ქმნა, არამედ განზრახვითა და წურთითა ბოროტითა, და არა თქუა, თუ: მიმცემს, არამედ: „აღიღო ჩემ ზედა ბრჭალი მისი“, რაჲთამცა უკეთურებაჲ და მზაკუვარებაჲ მისი გამოაჩინა.
სწავლაჲ ოა არა ბოროტის-ყოფისათჳს მტერთაჲსა და იოსებისთჳს
ხოლო ესე ყოველი წერილ არს, რაჲთა არა ძჳრსა ვიჴსენებდეთ ბოროტისმყოფელთა ჩუენთათჳს, არამედ უფროჲსად ვწუხდეთ მათთჳს, რამეთუ ევნების უფროჲსად ბოროტისმყოფელთა, და იგინი არიან ღირს ტირილისა ფრიადისა, ვიდრეღა რომელთა უყონ ბოროტი, რამეთუ ანგაჰრიცა და ცილისმწამებელი თავთა თჳსთა ავნებენ დიდად, ხოლო ჩუენ ფრიად გუარგებენ, უკუეთუ ოდენ ჩუენ გჳნდეს. რამეთუ უკუეთუ ვინ მიიტაცოს შენი, და შენ ჰმადლობდე ღმერთსა, მრავალი სარგებელი მიგიღებიეს მადლობისა მიერ, ხოლო მან ფრიადი საშჯელი და ბრალი მოიგო. რამეთუ უკუეთუ უძლურ იყო შენ და ვერ ძალ-გედვას ბოროტის-ყოფად ბოროტისმყოფელისა შენისა, არამედ ძალ-გიც განრისხებად და წყევად მისა და ძჳრის-ჴსენებად, და უკუეთუ არა ჰქმნე ესე, არამედ უფროჲსად ულოცო მას და აკურთხო იგი, მიიღო სასყიდელი, და ამის მიერ საცნაურ იქმნეს, ვითარმედ დაღაცათუმცა ჴელ-გეწიფებოდა ჴორციელადცა ვნებად, არავე ავნებდი. რამეთუ უკუეთუ ულოცვიდე და აკურთხევდე მას, მიემსგავსები ღმერთსა, ვითარცა იტყჳს უფალი, ვითარმედ: „ულოცევდით ბოროტისმყოფელთა თქუენთა, რაჲთა იქმნნეთ მსგავს მამისა თქუენისა ზეცათაჲსა“.1
ჰხედავა, რაოდენსა კეთილსა შევიძენთ, უკუეთუ ვინებოთ, ბოროტისმყოფელთა ჩუენთა მიერ? რამეთუ არაჲ ესრეთ მხიარულ-ჰყოფს ღმერთსა ჩუენ ზედა, ვითარ არამიგებაჲ ბოროტისაჲ ბოროტისა წილ, რამეთუ არა თუ ბოროტისა არაყოფაჲ ოდენ, არამედ უფროჲსად ლოცვაჲცა და კურთხევაჲ ბოროტისმყოფელთა ჩუენთაჲ ბრძანებულ არს ჩუენდა. რამეთუ ქრისტემან, იხილე, რაოდენი კეთილი უყო მიმცემელსა თჳსსა: ფერჴნი დაჰბანნა, ფარულად ამხილებდა, ტაბლასა თჳსსა ზიარ-ყო, ამბორის-ყოფაჲ მისცა, და იგი არავე მოიქცა, არამედ უფალი მასვე ზედა ეგო და კეთილის-ყოფად არა დასცხრებოდა.
არამედ გასწავო ძუელისაგან შჯულისა მონათა მიერ ღმრთისათა, რაჲთა ესრეთ სცნათ, ვითარმედ არცა ერთი გუაქუს ჩუენ სიტყუაჲ, რაჟამს ძჳრსა ვიჴსენებდეთ. და უკუეთუ გნებავს, ვთქუათ მოსესთჳს, ანუ უზეშთაესცა მისსა აღვიყვანოთ სიტყუაჲ ჩუენი, რამეთუ რაზომცა ძუელნი იყვნენ სახენი, ჩუენ უფროჲსად ვიძლევით ამისთჳს, რამეთუ მა-
1 შდრ. მათ. 5,44-48; ლუკ. 6,27-28,35-36.
შინ ძნელ იყო წარმართებაჲ სათნოებისაჲ, ვინაჲთგან არცა წერილი აქუნდა, არცა სახენი პირველქმნილნი, არამედ ბუნებაჲ შიშულად იღუწიდა. ამისთჳს ნოეს აქებს წერილი და იტყჳს: „ნოე, კაცი მართალი და წმიდაჲ ნათესავსა შინა მისსა“,1 ესე იგი არს, ვითარმედ მაშინ, რაჟამს ფრიად იყვნეს დამაყენებელნი სათნოებისანი.
ხოლო ვინ გამოჩნდა უწინარეს მოსესა სულგრძელ? ნეტარი იოსებ, რომელი გამობრწყინდა სიწმიდითა და უფროჲს სულგრძელებით; რამეთუ განიყიდა უბრალოჲ, რომელი-იგი ჰმსახურებდა ძმათა თჳსთა და კეთილსა უყოფდა, და შეასმინეს იგი მათ, და იგი მერმეცა წარვიდა უდაბნოს და მიართუა მათ საზრდელი; და ვერ პოვნა რაჲ, ეძიებდა და არა მოიწყინა, არამედ ვითარცა ძმაჲ იყო უწყალოთა მათ მიმართ; ხოლო მათ ამას ყოველსა ზედა განყიდეს იგი, და დაემკჳდრა მათ მიერ საპყრობილესა შინა, და არავე-რაჲ თქუა ბოროტი მათთჳს. და შემდგომად ამისა, მიიღო რაჲ უფლებაჲ, გამოზარდნა და მრავალთაგან ბოროტთა იჴსნნა იგინი. რამეთუ უკუეთუ გუენებოს, მოყუსისა ბოროტი ვერ დაგჳხრწევს სათნოებასა. გარნა მათ არა ესრეთ ყვეს, არამედ ბოროტი დასწამეს და ჩუენებისა მისთჳს აყუედრებდეს და შთააგდეს მღჳმესა, და იგინი ჭამდეს მის მიერ მოღებულსა საზრდელსა, ხოლო ძმასა თჳსსა ჰხედვიდეს მღჳმესა მას შინა შიშუელსა და არა ეწყალოდა. რაჲმცა იყო ამის საქმისა უძჳრეს? ანუ რომელთა კაცისმკლველთასა არა უბოროტეს იყვნეს? და მერმე აღიღეს და მისცეს კაცთა უსახურთა ბარბაროზთა. გარნა იგი იქმნა რაჲ მეფე, არა თუ ოდენ ბოროტი იგი შეუნდო, არამედ ცოდვისა მისგანცა ძალისაებრ თჳსისა განა-თავისუფლნა და განგებულებად ღმრთისა უწოდა საქმესა მას და არა მათა უკეთურებად. და რაჲ-იგი უყო, არა თუ ძჳრისჴსენებით, არამედ ძმისათჳს თჳსისა, და მერმე მოეხჳა მათ და ტიროდა მათ ზედა მათ მიერ მოკლული იგი; და ყოველნი ეგჳპტედ შთაიყვანნა და ბევრეული კეთილი უყო მათ.
ხოლო რაჲ სიტყუაჲ გუაქუნდეს, რომელნი შემდგომად შჯულისა და ქრისტეს მოსლვისა უწინარეს შჯულისაცა ყოფილთა არა ვჰბაძვიდეთ? ვინ მიჴსნნეს სატანჯველთაგან? რამეთუ არარაჲ არს უბოროტეს ძჳრისჴსენებისა, და ამას გამოაჩინებს თანამდები იგი ბევრისა ტალანტისაჲ, რომელსა შეენდო და მერმე მიეჴადა,2 და რამეთუ შეენდო ღმრთისა კაცთმოყუარებისათჳს და მიეჴადა თჳსისა უკეთურებისათჳს. ხოლო ჩუენ მოყუასთა ყოველი ცთომაჲ შეუნდოთ და კეთილი უყოთ მათ, რაჲთა მივემთხჳნეთ ღმრთისა კაცთმოყუარებასა, და საუკუნენი კეთილნი მოგუეცნენ ჩუენ მადლითა და კაცთმოყუარებითა უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესითა, რომლისაჲ არს დიდებაჲ და სიმტკიცჱ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამენ.
1 დაბ. 6,9. 2 შდრ. მათ. 18,24-34.