თ ა რ გ მ ა ნ ი: ეჰა უგულისხმოებაჲ! ვითარ არა მოდრკა, არცა ჰრცხუენა, არამედ უუკეთურეს იქმნა და განვიდა. ხოლო სიტყუაჲ ესე, ვითარმედ: „ყავ ადრე!“ არა თუ ასწრაფებდა და განაზრახებდა, არამედ აყუედრებდა და აჩუენებდა, ვითარმედ მას ენება, რაჲთამცა მოიქცა. ვინაჲთგან უკუე იხილა მოუდრეკელობაჲ მისი, მიუშუა.
27. და შემდგომად მიღებისა იუდაჲსა პურისა მის შევიდა მისა ეშმაკი. და ჰრქუა მას იესუ: რომელი გეგულების საქმედ, ყავ ადრე.28. ესე უკუე არავინ ცნა ინაჴით-მჯომარეთაგანმან იესუჲს თანა, რაჲსათჳს ჰრქუა მას.29. რამეთუ რომელნიმე ჰგონებდეს: ვინაჲთგან გუადრუცი იგი იუდას აქუნდა, ვითარმედ ჰრქუა მას იესუ: იყიდე, რაჲ-იგი გჳჴმდეს დღესასწაულსა ამას, გინა თუ მიცემად რაჲმე გლახაკთა.
სახარებაჲ იოვანესი თავი 13