თ ა რ გ მ ა ნ ი: ეჰა უგულისხმოებაჲ! ვითარ არა მოდრკა, არცა ჰრცხუენა, არამედ უუკეთურეს იქმნა და განვიდა. ხოლო სიტყუაჲ ესე, ვითარმედ: „ყავ ადრე!“ არა თუ ასწრაფებდა და განაზრახებდა, არამედ აყუედრებდა და აჩუენებდა, ვითარმედ მას ენება, რაჲთამცა მოიქცა. ვინაჲთგან უკუე იხილა მოუდრეკელობაჲ მისი, მიუშუა.
სახარებაჲ იოვანესი 13:27
...ათჳს დათხეული მისატევებელად ცოდვათა“ (26,26-28).
ჵ სიბრმე იგი უბადრუკისა მის განმცემელისაჲ! საიდუმლოთა მათ ეზიარებოდა და თჳსსავე უკეთურებასა ზედა ეგო; და შესაძრწუნებელსა მას ტრაპეზსა პურისმტე იყო და არა მოიქცა ბოროტისაგან. ამისთჳს იტყჳს მახარებელი იოვანე, ვითარმედ: „შემდგომად პურისა მაშინ შევიდა მისა ეშმაკი“. არა თუ ჴორცისა მისგან და სისხლისა სამეუფოჲსამცა არა ძრწოდა, ჰე, ძრწოდა, გარნა ურცხჳნობამან მან და უშჯულოებამან იუდაჲსმან მისცა მას კადნიერებაჲ მის ზედა.
რამეთუ ორკერძოვე აღორძნდებოდა ცოდვაჲ მისი: რომელ-იგი ესევითარითა გონებითა მოუჴდებოდა ზიარებასა მას საიდუმლოჲსასა და რომელ-იგი ეზიარა და არავე შეიკდიმა მოქცევად. არცა შიშმან მოდრიკა იგი, არცა პატივმან მან და ქველისმოქმედებამან. ხოლო ქრისტემან ყოველივე იცოდა, არამედ არავე დააყენა იგი, რაჲთა სცნა, ვითარმედ არარაჲ დაუტევა, რომელი ჯერ-იყო ქმნად მოქცევისა მისისათჳს.
და პირველითგან ყოველი ღონე ქმნა მის ზედა სიტყჳთ და საქმით, ში-შითა და პატივითა და სწავლითა და მხილებითა, არამედ არა ინება მან სენისა მის ბოროტისა თჳსისა განკურნებაჲ.
ამისთჳს დაუტევა იგი და მოწაფეთა ეტყჳს საიდუმლოთა მათთჳს და მოაჴსენებს სიკუდილსა თჳსსა და ჯუარ-ცუმასა, რაჲთა ზედაჲსზედა წინაჲსწარმეტყუელებითა გულისჴმა-უყოს...
...რა და უფლისა თჳსისა განცემაჲ იზრახა.
ხოლო ვითარ არს ესე, რომელ მათე და ლუკა ესრეთ იტყჳან, ვითარმედ: „შეუჴდა ეშმაკი იუდას, და მივიდა, ეზრახა მღდელთმოძღუართა მიცემისათჳს უფლისა“; ხოლო იოვანე ეგრეთ იტყჳს, ვითარმედ: „ოდეს-იგი მიიღო პური, მაშინ შევიდა მისა ეშმაკი“. გარნა არარას წინააღუდგების ამას ადგილსა იოვანე სხუათა მათ მახარებელთა, რამეთუ იგიცა ზემორე იტყჳს: „და ვითარცა სერობაჲ იგი იყო, და ეშმაკი შესრულ იყო გულსა იუდაჲსსა, რაჲთა განსცეს იგი“. ვითარ უკუე ქუემო იტყჳს, ვითარმედ: „შემდგომად პურისა მაშინ შევიდა მისა ეშმაკი“?5 ესე ამისთჳს, რამეთუ არა ერთგზის შევიდა მისა ეშმაკი. არამედ პირველად მოუჴდა და აზრახა ზრახვაჲ იგი ბოროტი. იხილა რაჲ, ვითარმედ მორჩილ არს მისა, ოდეს პური იგი იკადრა ზაკუვით წარმდებებით მიღებად, მაშინ ყოვლითურთ ძალითა უკეთურებისა თჳსისაჲთა შევიდა მისა და დაემკჳდრა უბადრუკსა მას თანა.
და კუალად, ესე ვითარ წერილ არს, ვითარმედ: „ინაჴით-ჯდა იესუ ათორმეტთა მათ თანა“, რამეთუ არა იყო ძუელსა შინა წესი ქუედაჯდომით ჭამად პასექისა? ესრეთ უკუე ვიტყჳ, ვითარმედ: ჭამეს პასექი იგი წესისაებრ...