თ ა რ გ მ ა ნ ი: ესე იგი არს, ვითარმედ აწვე, რამეთუ არა ფრიადი ჟამი იყო ვიდრე ქათმისა ყივილადმდე, რამეთუ უჟამოჲსა მას ჟამსა ღამისასა ეტყოდა მათ, რამეთუ პირველი და მეორჱცა საჴუმილავი ღამისაჲ გარდასრულ იყო.
სახარებაჲ იოვანესი 13:38
37. ჰრქუა მას პეტრე: უფალო, რაჲსა ვერ ძალ-მიც მიდევნებად შენდა? აწ სული ჩემი შენთვის დავდვა.38. მიუგო იესუ და ჰრქუა მას: სული შენი ჩემთჳს დასდვაა? ამენ, ამენ გეტყჳ შენ: არღარა ეყივლოს ქათამსა, ვიდრემდის უვარ-მყო მე სამ-გზის.
სახარებაჲ იოვანესი თავი 13