მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ იოვანესი 13:7

6. და მოვიდა სიმონ-პეტრესა. ჰრქუა მას პეტრე: უფალო, შენ დამბანა ფერჴთა ჩემთა?7. მიუგო იესუ და ჰრქუა: რომელსა მე ვიქმ, არა იცი აწ, ხოლო სცნა ამისა შემდგომად.8. ჰრქუა მას პეტრე: არა დამბანნე ფერჴნი ჩემნი უკუნისამდე. ჰრქუა მას იესუ: უკუეთუ არა დაგბანნე შენ ფერჴნი, არა გაქუნდეს ნაწილი ჩემ თანა.
სახარებაჲ იოვანესი თავი 13
7. მიუგო იესუ და ჰრქუა: რომელსა მე ვიქმ, არა იცი აწ, ხოლო სცნა ამისა შემდგომად.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი იბ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ხოლო იოვანე აყენებდა მას და ეტყოდა: მე მიჴმს შენ მიერ ნათლის-ღებაჲ, და შენ ჩემდა მოხუალა?“ (3,14).:

...ეტყოდა მას: „მე მიჴმს შენ მიერ ნათლის-ღებად, და შენ ჩემდა მოხუალა?“ არა თქუა, თუ: შენ ნათელ-იღებ ჩემგან, რამეთუ ამისაცა თქუმად შეძრწუნდა, არამედ: „შენ ჩემდა მოხუალო“. ხოლო ქრისტემან, ვითარცა უკუანაჲსკნელ, ოდეს-იგი პეტრე აყენებდა დაბანად ფერჴთა, ჰრქუა მას: „რომელსა მე ვიქმ, არა იცი აწ, ხოლო სცნა ამისა შემდგომად“, ეგრეთვე აქა, აყენებდა რაჲ იოვანე, ჰრქუა მას იესუ:

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „აცადე აწ, რამეთუ ესრეთ შეჰგავს ჩუენდა აღსრულებად ყოველი სიმართლე“ (3,15).

თ ა რ გ მ ა ნ ი: ესმა ბრძანებაჲ მეუფისაჲ და მეყსეულად მორჩილ ექმნა, რამეთუ არა იყო მაცილობელ უწესოდ, არამედ შიშიცა იგი და სიყუარული აჩუენა და მორჩილებაჲცა წინაუყო. ხოლო იხილე, ვითარ უბრძანებს უფალი, „ესრეთ შეჰგავსო“, რამეთუ ვინაჲთგან იგი ჰგონებდა, თუ შეუმსგავსებელ არს საქმე ესე, რაჲთამცა მონისაგან ნათელ-იღო უფალმან, ამისთჳს ეტყჳს, ვითარმედ: რომელსა-ეგე ჰგონებ შეუმსგავსებელად, უფროჲსღა შეჰგავს და ჯეროან არს. აცადე უკუე აწ, რამეთუ არა მარადის ესრეთ ყოფად არს, გარნა აწ განგებულებისა მისთჳს.

„აცადე აწ, რამეთუ ესრეთ შეჰგავს ჩუენდა აღსრულებად ყოველი სიმართლე“. სიმართლედ ამას ადგილსა აღსრულებასა მას იტყჳს მცნებათა რჩულისათა: ვინაჲთგან ყოველნი მცნებანი აღმისრულებიან და ესე ხოლო ნაკლულევან...

სრულად ნახვა