მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ იოვანესი 13:8

7. მიუგო იესუ და ჰრქუა: რომელსა მე ვიქმ, არა იცი აწ, ხოლო სცნა ამისა შემდგომად.8. ჰრქუა მას პეტრე: არა დამბანნე ფერჴნი ჩემნი უკუნისამდე. ჰრქუა მას იესუ: უკუეთუ არა დაგბანნე შენ ფერჴნი, არა გაქუნდეს ნაწილი ჩემ თანა.9. ჰრქუა მას სიმონ-პეტრე: უფალო, ნუ ხოლო ფერჴნი ჩემნი, არამედ ჴელნიცა და თავიცა ჩემი.
სახარებაჲ იოვანესი თავი 13
8. ჰრქუა მას პეტრე: არა დამბანნე ფერჴნი ჩემნი უკუნისამდე. ჰრქუა მას იესუ: უკუეთუ არა დაგბანნე შენ ფერჴნი, არა გაქუნდეს ნაწილი ჩემ თანა.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ნდ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „და მოუჴდა მას პეტრე და იწყო ბრალობად მისა და ჰრქუა: შენდობა იყავნ შენდა, უფალო, არა იყოს ეგრე. ხოლო თავადი მიექცა პეტრეს და ჰრქუა: წარვედ ჩემგან, სატანა! საცთურ ჩემდა ხარ, რამეთუ არა ჰზრახავ ღმრთისასა, არამედ კაცთასა“ (16,22-23).:

...ააწყნარა გონებაჲ პეტრესი და განაგდო მისგან შიში და უმეცრებაჲ. ვითარცა-იგი იოვანე აყენებდა რაჲ მისგან ნათლის-ღებად, ჰრქუა მას: „ესრეთ შეჰგავსო ჩუენდა“; და კუალად, აყენებდა რაჲ პეტრე დაბანად ფერჴთა, ჰრქუა მას: „უკუეთუ არა დაგბანნე ფერჴნი, არა გაქუს ნაწილი ჩემ თანა“. ეგრეთვე აქა სიფიცხითა მით შერისხვისაჲთა დააწყნარა შიში იგი და ურვაჲ, რომელი შეუჴდა პეტრეს ვნებისათჳს უფლისა.

ისმენდედ ყოველნი, რომელთა სირცხჳლ-უჩნს ვნებაჲ იგი ქრისტეს ჯუარ-ცუმისაჲ! უკუეთუ თავსა მას მოციქულთასა პირველ ცნობადმდე საიდუმლოჲსა მის ესრეთ ემხილა და ესმა: „წარვედ ჩემგან, სატანა! რამეთუ არა ჰზრახავ ღმრთისასა, არამედ კაცთასა“, რაჲ-მე იყოს მათდა, რომელნი შემდგომად ესოდენისა მის გამოცხადებისა საქმეთაჲსა შეურაცხ-ჰყოფენ საიდუმლოსა მას ჯუარისასა?

სწავლაჲ ნდ რაჲთა ვიქადოდით ჯუარ-ცუმისათჳს ქრისტესისა და საცოდ ჩუენდა გუაქუნდეს ჯუარი წმიდაჲ მისი; და სახიერებისათჳს უფლისა

ნუმცა ვის უკუე სირცხჳლ-უჩნს მიზეზი იგი ცხორებისა ჩუენისაჲ და თავი ყოველთა კეთილთაჲ, რომლისა მიერ ცხოველ ვართ, ესე იგი არს ჯუარი ქრისტესი; არამედ ვითარცა გჳრგჳნი ბრწყინვალე გუაქუნდინ იგი, რამეთუ ყოველი ცხორებაჲ ჩუენი მის მიერ იქმნების. უკუეთუ ვინ ნათელიღებდე...

სრულად ნახვა