მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ნდ

წმინდა იოანე ოქროპირი

📋 სარჩევი

ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „მო-რაჲ-ვიდა იესუ ადგილთა მათ კესარია ფილიპესთა, ჰკითხვიდა მოწაფეთა თჳსთა და ჰრქუა: რაჲ თქჳან კაცთა ძისა კაცისა ყოფად?“ (16,13).

რაჲსათჳს თქუა სახელიცა აღმაშენებელისაჲ ქალაქისა მის? ამის-თჳს, რამეთუ არს სხუაჲცა კესარიაჲ, რომელსა ეწოდების სტრატონისაჲ, ხოლო აწ უფალი კესარიასა მას მეორესა მივიდოდა. ამისთჳს თქუა კესარია ფილიპესი. რამეთუ ენება რაჲ უფალსა კითხვად მოწაფეთა თავისა თჳსისათჳს, შორს განიყვანნა ჰურიათაგან, რაჲთა ადგილითცა და გონებით განეშორნენ მათგან და ეგრეთ მიუთხრან კეთილი იგი აღსაარებაჲ. და რაჲსათჳს პირველადვე არა ჰკითხა, თუ: „თქუენ ვინ გგონიე?“ არამედ ესრეთ ჰრქუა: „რაჲ თქჳან ჩემთჳს კაცთა?“ ესე ამისთჳს, რაჲთა პირველად სხუათაჲ მათ უგულისჴმოებაჲ გამოჩნდეს და მერმე მეორედითა კითხვითა აღიყვანნეს იგინი მაღალსა მას გულისჴმის-ყოფასა. ამისთჳს არა წინაუყო სიტყუაჲ ესე დასაბამსა ქადაგებისა თჳსისასა, არამედ შემდგომად მრავალთა მათ სასწაულთა და მრავალთა მათ სწავლათა, რომელნი მიუთხრნა და თჳსი იგი მამისა თანა ერთობაჲ გულისჴმა-უყო, მერმეღა კითხვაჲ ესე წინაუყო. და არა ჰრქუა, თუ: რაჲ თქჳან ჩემთჳს მწიგნობართა და ფარისეველთა? არამედ ერისა მის მრავლისა სიტყუაჲ ჰკითხა: „რაჲ თქჳანო ჩემ-თჳს კაცთა?“ რამეთუ დაღაცათუ მათიცა გულისსიტყუაჲ ჭეშმარიტისა მის გულისჴმის-ყოფისაგან ფრიად შორს იყო, არამედ უკეთურებითა არა სავსე იყო, ხოლო მწიგნობართაჲ მათ და ფარისეველთაჲ აღვსებულ იყო ყოვლი-თა ბოროტითა. ხოლო გულისჴმა-ყავთ ესეცა, თუ რაჲზომ სათნო იყო მისდა განგებულებასა მას განკაცებისა მისისასა აღსაარებად ყოველთა მიერ. ამისთჳს აქაცა ღმრთეებისა მისისა აღსაარებასა ასწავებდა და ესრეთ თქუა: „რაჲ თქჳან ჩემთჳს კაცთა ძისა კაცისა ყოფად?“ ვითარცა სხუასა ადგილსა იტყოდა: „არავინ აღვიდა ზეცას, გარნა რომელი-იგი ზეცით გარდამოჴდა - ძე კაცისაჲ“,1 გუამოვნებით შეერთებასა მას ღმრთეებისა და კაცებისასა მოასწავებდა, რომელი ორთა მათგან ბუნებათა ერთი გუამი იქმნა, შეურევნელობითა ორთა მათ ბუნებათაჲთა, ეგრეთვე აქა ძედ კაცისა თავსა თჳსსა უწოდა ამის ესევითარისა ჯერისათჳს.

ხოლო მიუგეს რაჲ მოწაფეთა და ჰრქუეს, ვითარმედ: „რომელთამე იოვანე ნათლისმცემელი, რომელთამე ელია, და სხუათა იერემია გინა ერ-თი წინაჲსწარმეტყუელთაგანი“,2 და ცთომილნი იგი გულისსიტყუანი მათნი გამოაცხადნეს (რომელნი-იგი ხედვიდეს რაჲ სასწაულთა მათ უაღრეს ბუნებისათა, კაცსავე ჰგონებდეს ყოფად, აღდგომილსა მკუდრეთით, ვი-

1 იოან. 3,13. 2 მათ. 16,14.

თარცა ოდესმე ჰეროდეცა იტყოდა), მაშინ უკუე უფალმან ესევითარნი იგი სიტყუანი არაღირსად იჩინნა; ამისთჳსცა ჰრქუა მოწაფეთა: „თქუენ ვინ გგონიე მე?“1 რომელნი-ეგე მარადის ჩემ თანა ხართ და საქმეთა ჩემთა ხედავთ და სიტყუანი ჩემნი გესმიან. აწ უკუე გულისჴმა-ყავთ საქმე ესე: ოდეს სხუათა კაცთა სიტყუანი ჰკითხნა, ყოველთა მიუგეს, ხოლო ოდეს მათნი გულისსიტყუანი ჰკითხნა, მაშინ უმჴურვალესი იგი ყოველთაჲ პეტრე, თავი კრებულისა მის მოციქულთაჲსა, პირ ექმნა ყოველთა და ყოველ-თა მაგიერ ღაღატ-ყო და თქუა:

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „შენ ხარ ქრისტე, ძე ღმრთისა ცხოელისაჲ. მიუგო იესუ და ჰრქუა მას: ნეტარ ხარ შენ, სიმონ, ბარ იონა, რამეთუ ჴორცთა და სისხლთა არა გამოგიცხადეს, არამედ მამამან ჩემმან ზეცათამან“ (16,16-17).

თ ა რ გ მ ა ნ ი: ამისა პირველცა, ოდეს-იგი იგუემებოდეს ნავითა ღელვათა შინა და მოვიდა მათა იესუ და ღელვანი იგი დააცხრვნა, მოუჴდეს მოწაფენი და თაყუანის-სცეს და ეტყოდეს: „ჭეშმარიტად ძე ღმრთისაჲ ხარ შენ“, და არა მისცა მათ ნეტარებაჲ; და კუალად ნათანაელ ჰრქუა: „რაბი, შენ ხარ ძე ღმრთისაჲ, შენ ხარ მეუფე ისრაჱლისაჲ“,2 და არარაჲ ნეტარებაჲ მისცა, არამედ უფროჲსად, ვითარცა ვერ სრულსა გულისჴმის-ყოფასა მოსრულსა, აყუედრა და ჰრქუა: „რამეთუ გარქუ შენ, ვითარმედ: გიხილე ქუეშე ლეღუსა, გრწამს; უფროჲსი ამისა იხილო“.3

რაჲსათჳს უკუე მათცა ესევე სიტყუაჲ ჰრქუეს და ვერ მიიღეს ნეტარებაჲ ესევითარი, ხოლო პეტრეს ესრეთ დიდებული მიანიჭა ნეტარებაჲ? ესე ამისთჳს, რამეთუ მათ დაღაცათუ ძედ ღმრთისა სახელ-სდვეს, არამედ ვითარცა მრავალთა წმიდათა სახელ-ედვა ძედ ღმრთისა, მადლითა მისმიერითა და არა ბუნებით, ეგრეთ მათ გულისჴმა-ყვეს, უაღრეს სხუათა ყოველთასა მიწევნულად მადლსა მას ძეობისა ღმრთისასა, ეგრეთვე ნა-თანაელცა, და ვერ მისწუთეს გულისჴმის-ყოფად ჭეშმარიტსა მას ძეობასა მისსა და ბუნებისა მისგან და არსებისა მამისა შობასა. ხოლო აწ პეტრე ბუნებითა მით არსებისაჲთა და შობითა მით დაუსაბამოჲთა ძედ ღმრთისა აღიარა და სახელ-სდვა მას, ამისთჳს ღირს იქმნა ნეტარებასა სრულსა. და პირველთქუმულთა მათ არარაჲ ესევითარი მიუგო უფალმან, ხოლო ამას ჰრქუა, ვითარმედ: „ჴორცთა და სისხლთა არა გამოგიცხადეს შენ“. ესე იგი არს: არარაჲთა კაცობრივითა სიბრძნითა, ანუ მეცნიერებითა, ანუ სხჳთა რაჲთმე ჴორციელითა ღონითა უძლე გულისჴმის-ყოფად საიდუმლოსა ამას, არამედ მამამან ჩემმან ზეცათამან გამოგიცხადა. გულისჴმა-გჳყო, თუ ვინაჲ მოიღო პეტრე სწავლაჲ ესე, რაჲთა ვცნათ, ვითარმედ დაღაცათუ პირმან პეტრესმან აღმოთქუა სიტყუაჲ ესე ღმრთისმეტყუელებისაჲ, არამედ მამამან მიუთხრა სულსა მისსა და მან აღაღო პირი მისი და აღმოათ-

1 მათ. 16,15. 2 იოან. 1,49. 3 იოან. 1,50.

ქუმია სიტყუაჲ ესე. და გულისჴმა-ვყოთ, ვითარმედ არა კაცობრივი საქმე არს, არამედ საღმრთოჲ, მეცნიერებაჲ და ჭეშმარიტებაჲ სარწმუნოებისა ჩუენისაჲ. ჰხედავა, ვითარ გამოაცხადებს მამაჲ ძესა და ძე მამასა? ვითარცა თავადმან ბრძანა, ვითარმედ: „არავინ იცის ძე, გარნა მამამან; არცა მამაჲ ვინ იცის, გარნა ძემან; და რომლისაჲ უნდეს ძესა გამოცხადების, გამოუცხადოს“.1

არა შესაძლებელ არს უკუე სხჳსა ვისგანმე ცნობად ძისა, გარნა მამისა მიერ, არცა მამისა შესაძლებელ არს სხჳსა ვისგანმე ცნობად, გარნა ძისა მიერ, მადლითა მით სულისა წმიდისაჲთა, რაჲთა ესრეთ საცნაურ იქმნას ერთობაჲ მათი. ხოლო ვინაჲთგან ნეტარებაჲ იგი მისცა პეტრეს და აუწყა, ვითარმედ არა კაცობრივ, არამედ მამისა მიერ გამოეცხადა მას საიდუმლოჲ იგი და ბარ იონა სახელ-სდვა (რომელ-ესე იოვანე განცხადებულადრე თქუა, ვითარმედ: „შენ ხარ სიმონ, ძე იონაჲსი, შენ გეწოდოს კეფა, რომელ ითარგმანების: კლდე“,2 რამეთუ ბარ იონა ძე იონაჲსი გამოითარგმანების), და მეყსეულად შესძინა:

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „რამეთუ შენ ხარ კლდე, და ამას კლდესა ზედა აღვა-შენო ეკლესიაჲ ჩემი, და ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ ერეოდიან მას“ (16,18).

თ ა რ გ მ ა ნ ი: ესე იგი არს: ვინაჲთგან ღირს იქმენ მოღებად მამისა მიერ გულისჴმის-ყოფაჲ ესევითარი და მქადაგე მე, ჭეშმარიტი ძე ღმრთისაჲ, ღირს-გყო შენ სიმტკიცესა სარწმუნოებისასა და საფუძველად ეკლესიისა გყო. „და ამას კლდესა ზედა აღვაშენო ეკლესიაჲ ჩემი“. რომელსა კლდესა? ესე იგი არს, ამას ესევითარსა აღსაარებასა, ამას სარწმუნოებასა ზედა, რომელი აწ აღიარე, დაემტკიცოს ეკლესიაჲ ჩემი, და „ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ ერეოდიან მას“. ესე იგი არს: ვერ რომელმან ღონემან ანუ ბრძოლამან ეშმაკისამან შეუძლოს ამის აღსაარებისა და ამის სარწმუნოებისა, რომელი აწ ჰქადაგე, განქარვებად, არამედ ამას ზედა ეგოს ეკლესიაჲ ჩემი უკუნისამდე, ვითარცა კლდესა შეურყეველსა.

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „და მიგცნე შენ კლიტენი სასუფეველისა ცათაჲსანი“ (16,19).

თ ა რ გ მ ა ნ ი: რაჲ არს ესე, თუ: „მიგცნე შენ კლიტენი სასუფეველისა ცათაჲსანი“? ესე სიტყუაჲ სწორებასა მას თჳსსა მამისა თანა გამოაჩინებს. ვინაჲთგან ჰრქუა, ვითარმედ: „მამამან ჩემმან გამოგიცხადა შენ“, აწ თჳსსაცა აუწყებს ჴელმწიფებასა, ვითარმცა ეტყოდა, ვითარმედ: მამამან მოგცა გულისჴმის-ყოფაჲ ჩემი; „და მე მიგცნე კლიტენი სასუფეველისანი, რაჲთა რომელი შეჰკრა ქუეყანასა ზედა, კრულ იყოს იგი ცათა შინა; და რომელი განჰჴსნა ქუეყანასა ზედა, ჴსნილ იყოს იგი ცათა შინა“.3

1 მათ. 11,27; ლუკ. 10,22. 2 იოან. 1,42. 3 მათ. 16,17,19.

ჰხედავა ჴელმწიფებასა ამას? ჰხედავა ერთობასა ამას მამისა თანა? არა ჰრქუა, თუ: მამამან მოგცეს, ანუ თუ მამასა ვევედრო, არამედ: „მე მიგცნეო კლიტენი სასუფეველისანი“, რაჲთა რომელი განჰჴსნა ქუეყანასა ზედა, იყოს იგი ცათა შინა ფლობილ შესლვად სასუფეველსა, და რომელი შეჰკრა ქუეყანასა ზედა, იყოს იგი ცათა შინა დაშჯილ და კრულებასა შინა სამარადისოსა. ვინაჲთგან უკუე ესოდენი ყოველსავე ზედა აქუს ჴელმწიფებაჲ და ყოველივე, რაოდენი ენებოს, მიანიჭებს, ვითარ სხუასა ადგილსა თქუა, ვითარმედ: „დაჯდომაჲ მარჯუენით ჩემსა და მარცხენით არა არს ჩემი მიცემაჲ“?1 კლიტეთა სასუფეველისათა და ესოდენისა ამის ჴელმწიფებისა მიცემად უფალ არს და მარჯულ თჳსა გინა მარცხლ დაჯდომისა მიცემად არა ჴელ-ეწიფებისა?

გულისჴმა-ჰყავთა, ვითარმედ სიტყუაჲ იგი სხჳსა განგებულებისათჳს ითქუა და არა თუმცა ამისთჳს, თუ ვერ ჴელ-ეწიფებოდა, რამეთუ ყოველივე ძალ-უც და ყოვლისავე უფალ არს ბუნებითა მით ღმრთეებისაჲთა მხოლოდშობილი ძე ღმრთისაჲ.

რამეთუ აჰა ესერა აღიყვანებს გონებასა პეტრესსა და სხუათა მათ მოწაფეთასა მაღალსა მას გულისჴმის-ყოფასა, რაჲთა ცნან ჭეშმარიტისა მის ძისა ღმრთისა ჴელმწიფებაჲ ორთა ამათ ბრძანებათა მიერ, რომელესე მისცა მოწაფესა მას, ჴელმწიფებაჲ ცოდვათა მიტევებისაჲ. რამეთუ ამას მოასწავებს, თუ: „რომელი განჰჴსნე ქუეყანასა ზედა“, რომელ-ესე მხოლოჲსა ღმრთისა საქმე არს. და კუალად, შეურყეველად დაცვაჲ ეკლესიისაჲ ბრძოლათა მათ შინა ყოვლისა სოფლისათა და აღსაარებისა მის მართლისა უძლეველად დამტკიცებაჲ. ამათ ორთავე აღთქუმათა მიერ თჳსისა ჴელმწიფებისა გულისჴმის-ყოფაჲ მიანიჭა. რამეთუ მამამან მოსცა პეტრეს გამოცხადებაჲ ძისა თჳსისაჲ, რაჲთა აღიაროს იგი ჭეშმარიტად ძედ ღმრთისა ცხოელისა; ხოლო ძემან გულისჴმა-უყო მამისამიერი გამოცხადებაჲ და მისცნა კლიტენი სასუფეველისანი კაცსა მოკუდავსა, და ჴელმწიფებაჲ იგი შეკრვისა და განჴსნისაჲ, და დააფუძნა ეკლესიაჲ კლდესა მას ზედა ჭეშმარიტისა აღსაარებისასა, და ეკლესიაჲ კიდეთაგან ქუეყანისათა კიდედმდე მისა განჰმარტა და ბრძანა, ვითარმედ: „ცანი და ქუეყანაჲ წარჴდენ, და სიტყუანი ჩემნი არასადა წარჴდენ“.2 და „ყოველივე მის მიერ იქმნა, და თჳნიერ მისა არცა ერთი რაჲ იქმნა“.3 რაჲ არს უმეტეს ამის სწორებისა და ამის ერთობისა, ჭეშმარიტისა და სრულისა?

ჰრცხუენოდენ უკუე და კდემებოდენ და დაიყვნედ პირნი იგი ურცხჳნონი, რომელნი იკადრებენ დაკნინებად დიდებასა მას მხოლოდშობილისა ძისა ღმრთისასა, რამეთუ იხილეთ ამას მებრ ადგილსა თანასწორი მამისა ჴელმწიფებაჲ ძისაჲ:

1 მათ. 20,23. 2 მათ. 24,35. 3 იოან. 1,3.

„მე გეტყჳ შენ: შენ ხარ კლდე, და ამას კლდესა ზედა აღვაშენო ეკლესიაჲ ჩემი. და მე მიგცნე შენ კლიტენი სასუფეველისანი; და რომელი შეჰკრა ქუეყანასა ზედა, კრულ იყოს იგი ცათა შინა; და რომელი განჰჴსნე ქუეყანასა ზედა, ჴსნილ იყოს იგი ცათა შინა“.

იხილეა უფლებაჲ ესე და ჴელმწიფებაჲ? გრწმენინ უკუე და ადიდებდი ძესა, თანასწორსა მამისა და სულისა წმიდისა თანაარსსა.

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „მაშინ ამცნო მოწაფეთა თჳსთა, რაჲთა არა გამოაცხადონ, ვითარმედ იგი არს ქრისტე“ (16,20).

თ ა რ გ მ ა ნ ი: რაჲსათჳს ამცნო ესრეთ? რამეთუ ჯერ-იყო პირველ აღსრულებად ჯუარ-ცუმისაჲ და სხუათა მათ ცხოელსმყოფელთა ვნებათა მისთაჲ, რაჲთა არღარაჲ იყოს შემაშფოთებელ გონებასა მორწმუნეთა მის-თასა, და ესრეთ ქადაგებისა მისისა მოციქულთა მიერ განფენად.

რამეთუ წუთერთ არა გამოეჩინა სრულიად ძლიერებაჲ თჳსი. ამისთჳს მაშინ განაგო ქადაგებად სახელი მისი, ოდეს ჭეშმარიტებაჲ საქმეთაჲ გამოჩინებულ იყოს და ძალი დიდებულებათაჲ მათ თანაეწამებოდის ქადაგებასა მოციქულთასა. ხოლო აწ ამცნო, რაჲთა არა გამოაცხადონ, ვითარმედ იგი არს ქრისტე; რამეთუ უკუეთუმცა ექადაგა და ვიეთნიმე მოეყვანნეს სარწმუნოებად, შემოვიდოდა შორის საქმე იგი ჯუარ-ცუმისაჲ და ვნებათაჲ, და შეირყიამცა სარწმუნოებაჲ მათი. რამეთუ უკუეთუ მოწაფენი, რომელთა ესოდენნი სასწაულნი მისნი ეხილნეს, სმენისაგან ხოლო დაბრკოლდეს, და თჳთ მებრ პეტრე, თავი იგი მოციქულთაჲ, გულისჴმა-ყავთ, რაჲმცა შეემთხჳა, უკუეთუმცა მრავალნი იყვნეს მორწმუნენი და ჰრწმენამცა, თუ ესე არს ძე ღმრთისაჲ, და მერმე იხილესმცა იგი ჯუარსა ზედა დამოკიდებული და საიდუმლოჲსა მის ძალი არამცა უწყოდეს, არცა მადლიმცა მოეღო სულისა წმიდისაჲ. უკუეთუ მოწაფეთა ეტყოდა: „ფრიადღა მაქუს სიტყუად თქუენდა, არამედ არღარა ძალ-გიც ტჳრთვად აწ“,1 რავდენ უფროჲსად სხუაჲ იგი ერი დაიჴსნამცა, უკუეთუმცა პირველ ჯეროვნისა მის ჟამისა საიდუმლოჲ ესე დიდი გამოცხადებულ იყო მათდა. ამის ჯერისათჳს ამცნო არა ქადაგებად მისა წუთერთ, და რაჲთა სცნათ, თუ რაოდენ უკუანაჲსკნელ შემდგომად ჯუარ-ცუმისა და აღდგომისა უმჯობეს იყო ქადაგებაჲ, თჳთ პეტრე მოციქულისაგან გულისჴმა-ყავ[თ].

რამეთუ ესე პეტრე, რომელი შემდგომად ესოდენთა სასწაულთა ხილვისა და ესოდენთა საიდუმლოთა სწავლისა ესრეთ უძლურ იპოვა, ვიდრე-ღა შიშისათჳს უნდოჲსა მჴევლისა ერთისა უარის-ყოფად ქრისტესა შთავარდა; ვინაჲთგან საიდუმლოჲ ჯუარ-ცუმისაჲ აღესრულა და აღდგომისა მადლი კეთილად იხილა, ესრეთ მტკიცედ იპყრა სწავლაჲ იგი სულისაჲ, ვიდრეღა უახოვნესად ლომისა ზედამიუჴდებოდა კრებულსა მას ჰურიათა-

1 იოან. 16,12.

სა და არარად შეერაცხა სატანჯველნი და სიკუდილი, არამედ უშიშად ქადაგებდა შორის ჰურიათა და წარმართთა და მიმოდასდებდა სწავლასა მას ღმრთისმსახურებისასა. ხოლო პირველ ჯუარ-ცუმისა მრავალსა არცა მიუთხრობდა მათ უფალი, ვითარცა თქუა, ვითარმედ: „ფრიადღა მაქუს სიტყუად თქუენდა, არამედ არღა ძალ-გიც ტჳრთვად აწ“. და კუალად მრავალი სიტყუაჲ მისი ვერ გულისჴმა-ყვიან მოწაფეთა. ხოლო ვინაჲთგან აღდგა, მაშინ გულისჴმა-ყვნეს სიტყუანი იგი. ვინაჲთგან უკუე მოძღუართა მათ სოფლისათა პირველ ჯუარ-ცუმისა ვერ ეძლო გულისჴმის-ყოფად ყოვლისავე, სამართლად ამცნო არა ქადაგებად ყოველთა მიმართ, ვითარმედ იგი არს ქრისტე, ვიდრემდე აღდგეს იგი მკუდრეთით.

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „მიერითგან იწყო იესუ უწყებად მოწაფეთა თჳსთა, ვი-თარმედ ჯერ-არს მისა იერუსალჱმდ აღსლვაჲ და ფრიად ვნებაჲ მღდელთმოძღუართაგან და მწიგნობართა და მოხუცებულთა ერისათა, მოკლვად და მესამესა დღესა აღდგომად“ (16,21).

თ ა რ გ მ ა ნ ი: „მიერითგან იწყო იესუ უწყებად“. - ესე იგი არს, ვინაჲთგან მაღალი ესე გულისჴმის-ყოფაჲ ასწავა მათ და განამტკიცნა გულნი მათნი სარწმუნოებად, ვითარმედ იგი არს ჭეშმარიტად ძე ღმრთისაჲ; ვინაჲთგან წარმართთაცა წყალობისა დაწყებაჲ იყო, მიერითგან იწყო მოწაფეთა უწყებად, ვითარმედ ჯერ-არს მისა ვნებად ცხორებისათჳს კაცთაჲსა. არამედ იგინი ჯერეთ ვერვე გულისჴმა-ჰყოფდეს, რამეთუ იყო სიტყუაჲ იგი მათგან დაფარულ, და ვერ უწყოდეს საიდუმლოჲ იგი აღდგომისა მისისაჲ. ამისთჳს უფალმან განავრცელა სიტყუაჲ იგი და მიუთხრა, ვითარმედ: „ჯერ-არს მისა აღსლვაჲ იერუსალჱმდ და ფრიად ვნებაჲ მღდელთმოძ-ღუართაგან და მწიგნობართა, მოკლვად და მესამესა დღესა აღდგომად“, რაჲთა განუღოს გონებაჲ მათი, და გულისჴმა-ყონ სიტყუაჲ მისი. არამედ ეგრეთცა დაფარულ იყო სიტყუაჲ იგი მათგან, და ვერ გულისჴმა-ჰყოფდეს და კითხვად ეშინოდა, თუ რაჲ არს სიტყუაჲ იგი, და ოდეს ყოფად არს ესე საიდუმლოჲ, რამეთუ მათ უმჯობესად უჩნდა არა სიკუდილი მისი ყოვლადვე, და აღდგომისა იგი სიტყუაჲ არა იცოდეს.

ხოლო იგინი რაჲ ესრეთ განკჳრვებულ იყვნეს, კუალად ყოველთა უმჴურვალესმან პეტრე თჳსაგან იკადრა ამის სიტყჳსა გამოძიებაჲ, ვითარცა იტყჳს მახარებელი:

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „და მოუჴდა მას პეტრე და იწყო ბრალობად მისა და ჰრქუა: შენდობა იყავნ შენდა, უფალო, არა იყოს ეგრე. ხოლო თავადი მიექცა პეტრეს და ჰრქუა: წარვედ ჩემგან, სატანა! საცთურ ჩემდა ხარ, რამეთუ არა ჰზრახავ ღმრთისასა, არამედ კაცთასა“ (16,22-23).

თ ა რ გ მ ა ნ ი: რაჲ არს საქმე ესე? რომელსა მაღალი იგი საიდუმლოჲ გამოეცხადა, რომელი ნეტარებასა მას ღირს იქმნა, ესრეთ მწრაფლ მოუძ-

ლურდა იგი და შეშინდა ვნებისა მისთჳს? გარნა არა საკჳრველ არს ესე, რამეთუ არა მოეღო გამოცხადებაჲ ამის ჯერისათჳს. რაჲთა სცნა, ვითარმედ იგიცა, რომელ პირველ თქუა, არა თავით თჳსით თქუა, არამედ ზეგარდამოჲთა გამოცხადებითა, ამისთჳსცა, რაჟამს მოვიდა შორის სიტყუაჲ ესე, რომლისათჳს არა მოეღო გამოცხადებაჲ, იხილე, ვითარ შეურვებულ იქმნა და ვერ გულისჴმა-ჰყოფდა სიტყუასა მას; რამეთუ ესე იცოდა, ვითარმედ ძე ღმრთისაჲ არს, ხოლო თუ რაჲ არს საიდუმლოჲ იგი ჯუარ-ცუმისა და აღდგომისაჲ, არღა საცნაურ იყო მისდა, არამედ დაფარულ იყო მისგან და სხუათა მათგან სიტყუაჲ იგი.

ხოლო უფალმან ინება ჩუენებად მისდა, ვითარმედ ნეფსით თჳსით მივალს ვნებად. ამისთჳს შეჰრისხნა პეტრეს და სატანა უწოდა, რომელ გამოითარგმანების: წინააღმდგომ. „წარვედო ჩემგან, სატანა!“ რამეთუ უწყოდა, ვითარმედ მანცა და სხუათაცა მწუხარებით შეიწყნარეს სიტყუაჲ ესე და შიში შეუჴდა მათ ფრიადი, რომელი-ესე უმეტესად ბრძოლაჲ იყო წინააღმდგომისაჲ, რამეთუ ძნელ იყო მისდა ვნებაჲ ქრისტესი. ამის-თჳს შეჰრისხნა მას უფალმან ძნელად, რაჲთა განიოტოს მისმიერი შიში გულთაგან მოწაფეთაჲსა. ესრეთ უკუე გამოაცხადა დაფარულიცა გულისა მისისაჲ: „არა ჰზრახავ ღმრთისასა, არამედ კაცთასაო“. ვინაჲთგან იგი კაცობრივითა გულისსიტყჳთა გამოეძიებდა საქმესა მას და ამისთჳს ჰგონებდა, ვითარმედ უჯერო არს და საყუედრელ საქმე იგი ვნებისა მისისაჲ, ეტყჳს უფალი, ვითარმედ: არა თუ ვნებაჲ ჩემი უჯერო არს, არამედ შენი გულისსიტყუაჲ არს ჴორციელ. ხოლო განიშორო თუ კაცობრივნი გულისსიტყუანი და საღმრთოდ გულისჴმა-ჰყო, სცნა, თუ რაოდენ ჯეროან და შუენიერ არს საქმე ესე. შენ იტყჳ, თუ: „ნუ იყოფინ ესე“, ხოლო მე გეტყჳ, ვითარმედ: ეგე გულისსიტყუაჲ საეშმაკოჲ არს, რაჲთამცა ჯუარ-ცუმაჲ ჩემი არა სათნო-გიჩნდა. ესრეთ დააწყნარა გონებაჲ პეტრესი და განაგდო მისგან შიში და უმეცრებაჲ. ვითარცა-იგი იოვანე აყენებდა რაჲ მისგან ნათლის-ღებად, ჰრქუა მას: „ესრეთ შეჰგავსო ჩუენდა“;1 და კუალად, აყენებდა რაჲ პეტრე დაბანად ფერჴთა, ჰრქუა მას: „უკუეთუ არა დაგბანნე ფერჴნი, არა გაქუს ნაწილი ჩემ თანა“.2 ეგრეთვე აქა სიფიცხითა მით შერისხვისაჲთა დააწყნარა შიში იგი და ურვაჲ, რომელი შეუჴდა პეტრეს ვნებისათჳს უფლისა.

ისმენდედ ყოველნი, რომელთა სირცხჳლ-უჩნს ვნებაჲ იგი ქრისტეს ჯუარ-ცუმისაჲ! უკუეთუ თავსა მას მოციქულთასა პირველ ცნობადმდე საიდუმლოჲსა მის ესრეთ ემხილა და ესმა: „წარვედ ჩემგან, სატანა! რამეთუ არა ჰზრახავ ღმრთისასა, არამედ კაცთასა“, რაჲ-მე იყოს მათდა, რომელნი შემდგომად ესოდენისა მის გამოცხადებისა საქმეთაჲსა შეურაცხ-ჰყოფენ საიდუმლოსა მას ჯუარისასა?

1 მათ. 3,15. 2 იოან. 13,8.

სწავლაჲ ნდ რაჲთა ვიქადოდით ჯუარ-ცუმისათჳს ქრისტესისა და საცოდ ჩუენდა გუაქუნდეს ჯუარი წმიდაჲ მისი; და სახიერებისათჳს უფლისა

ნუმცა ვის უკუე სირცხჳლ-უჩნს მიზეზი იგი ცხორებისა ჩუენისაჲ და თავი ყოველთა კეთილთაჲ, რომლისა მიერ ცხოველ ვართ, ესე იგი არს ჯუარი ქრისტესი; არამედ ვითარცა გჳრგჳნი ბრწყინვალე გუაქუნდინ იგი, რამეთუ ყოველი ცხორებაჲ ჩუენი მის მიერ იქმნების. უკუეთუ ვინ ნათელიღებდეს, ჯუარი წინაუძღჳს; უკუეთუ ტაბლაჲ იგი საიდუმლოთაჲ დაეგებოდის, ჯუარი თანაიქცევის; უკუეთუ კურთხევაჲ მღდელობისაჲ აღესრულებოდის, ჯუარი თავსა ზედა გამოისახვის; და ყოველსა საქმესა თანა ცხორებისა ჩუენისასა შეერთებულ არს, ყოვლისავე კეთილისა წინამძღუარ არს. ამისთჳსცა სახლთა შინა და კართა ზედა და პირსა ზედა ჩუენსა და გულსა და გონებასა შინა ყოვლითა მოსწრაფებითა გამოვსახავთ, რამეთუ აზნაურებისა ჩუენისა და ჩუენდა მომართ წყალობისა ღმრთისა სასწაული არს ჯუარი.

„ვითარცა ცხოვარი კლვად მიიგუარა“,1 იტყჳს წინაჲსწარმეტყუელი, რომელ-ესე ჯუარ-ცუმასა მოასწავებს. რაჲ არს უკუე უმეტეს ამისა სახე წყალობისაჲ, რამეთუ ჩუენთჳს, ვითარცა ცხოარი, კლვად მიიგუარა ჯუარსა ზედა. ამისთჳს გამოვსახავთ სახესა მას ჯუარისასა ჩუენ ზედა, რაჲთა, გამოვსახვიდეთ რაჲ, მოვიჴსენოთ ცხოელსმყოფელი იგი ვნებაჲ, რომელი ჩუენთჳს ჴორცითა თავს-იდვა უფალმან.

აწ უკუე, გამოჰსახვიდე რაჲ, კაცო, სახესა ჯუარისასა პირსა შენსა, მოიჴსენე ყოველივე იგი საქმე ჯუარ-ცუმისაჲ და მოსპე შენგან გულისწყრომაჲ და ყოველნივე ვნებანი, განათავისუფლე სული შენი მონებისაგან ცოდვათაჲსა და მერმე კადნიერებით გამოსახე შენ ზედა სასწაული ჯუარისაჲ, და დაგიცვას შენ ყოვლისაგან ბოროტისა.

ამას აზნაურებასა გუასწავებს ნეტარი პავლე. ამისთჳს, აჴსენა რაჲ ჯუარი და სისხლი იგი პატიოსანი, ესრეთ ღაღატ-ყო: „სასყიდლითა სყიდულ ხართ პატიოსნითა; ნუ იქმნებით მონა კაცთა“.2 ვითარმცა იტყოდა, ვითარმედ: გულისჴმა-ყავ, მორწმუნეო, სასყიდელი იგი შენთჳს მიცემული, რომელ არს ჯუარ-ცუმაჲ ქრისტესი და პატიოსანი სისხლი მისი, და ნუღარა თავს-იდებ მონებად საქმეთა კაცობრივთა, ნუცა მორ-ჩილებად სოფლისა მპყრობელსა მას ბნელისასა. რამეთუ არა თითითა ხოლო ჯერ-არს გამოსახვაჲ ჯუარისაჲ, არამედ პირველად გონებითა და სარწმუნოებითა და წამებითა საქმეთაჲთა, და ესრეთ თითითაცა. ესევი-თარითა თუ გამოსახვითა გამოჰსახო სასწაული ჯუარისაჲ პირსა შენსა, ვერვინ მოგეახლოს არაწმიდათა ეშმაკთაგანი, ჰხედვიდენ რაჲ მახჳლსა

1 ესაია 53,7. 2 1 კორ. 7,23.

მას მკლველსა მათსა, ხედვიდენ რაჲ ლახუარსა მას, რომლითა განიგურიმნეს გულნი მათნი უკეთურნი, ხედვიდენ რაჲ ნიშსა მას, რომლითა ყოველი ძალი მათი დაჰჴსნა ქრისტემან, რომლითა მოაკუდინა ვეშაპი იგი გულარძნილი.

ნუმცა ვის უკუე სირცხჳლ-უჩნს დიდი ესე კეთილი, რაჲთა არა ქრისტემანცა არცხჳნოს მას, რაჟამს მოვიდეს დიდებითა თჳსითა, და სასწაული ჯუარისაჲ ჩნდეს წინაშე მისა უბრწყინვალეს მზისა. რამეთუ მომავალ არს მაშინ ჯუარი სახილველად ყოვლისა სოფლისა, რაჲთა იხილონ ყოველთა ურწმუნოთა და სირცხჳლეულ იქმნენ.

ამის პატიოსნისა ჯუარისა სასწაულმან მამათა ჩუენთა ზე და ჩუენ ზეცა აურაცხელნი აღასრულნა საკჳრველებანი და აღასრულებს. რავდენნი კარნი ჴშულნი განახუნა, რავდენნი წამალნი სასიკუდინენი განაქარვნა, რავდენნი ნაკბენნი მჴეცთა წამლიანთანი განკურნნა. რამეთუ ვინაჲთგან ბჭენი ჯოჯოხეთისანი შემუსრნა და კამარანი ცათანი განახუნა და კარნი სამოთხისანი შესავალ-ყვნა და ძარღუნი ეშმაკისანი მოჰკუეთნა, რაჲ საკჳრველ არს, უკუეთუ წამალთა მაკუდინებელთა და მჴეცთა წამლეანთა და სხუათა ესევითართა მძლე ექმნა?

ესე პატიოსანი ჯუარი შევიტკბოთ სულთა შინა ჩუენთა, რამეთუ ამან აცხოვნა სოფელი და საცთური განიოტა, ჭეშმარიტებაჲ დაამტკიცა, ქუეყანაჲ ზეცისათა შეაერთა და კაცნი ანგელოზ-ყვნა. ამის მიერ ეშმაკნი შეურაცხ იქმნეს, სიკუდილი ძილსა მიემსგავსა, ამის მიერ ყოველნი მბრძოლნი ჩუენნი დაეცნეს და დაითრგუნნეს.

უკუეთუ ვინმე გრქუას: ჯუარცუმულსა თაყუანის-სცემა? არქუ მას ბრწყინვალითა ჴმითა და პირითა სიხარულისაჲთა: ჰე, თაყუანის-ვსცემ და არასადა დავსცხრე თაყუანის-ცემად. უკუეთუ გეცინოდის, შენ ცრემლოდე მისთჳს, რამეთუ სიცოფისაგან ბორგს; და ჰმადლობდი უფალსა, რომელმან ესევითარნი კეთილნი მოგუმადლნა, რომელთა ცნობადცა ვერვის ჴელეწიფების ბილწთა და შეგინებულთაგან, თჳნიერ რომელთა გულნი წმიდა იყვნენ და გონებანი მარტივ, და მოეცეს მათ ზეგარდამო გამოცხადებაჲ. ამისთჳს იცინის იგი ვინმე ცოფი, რამეთუ მშჳნვიერი კაცი ვერ შეიწყნარებს სულიერსა.

ჩჩჳლმანცა ყრმამან, იხილის რაჲ დიდი რაჲმე და სრული საქმე, განიცინნის, რამეთუ არა იცინ, რასა ხედავს. ეგრეთვე წარმართნი მსგავს არიან ყრმათა უგუნურთა, და უფროჲსღა ფრიად უუგუნურეს მათსა არიან, რამეთუ ჰასაკსა შინა სრულსა ცნობაჲ ვერ შეიმოსეს. ამისთჳს არა ღირს არიან წყალობისა.

ხოლო ჩუენ ბრწყინვალითა ჴმითა ვღაღადებდეთ წინაშე წარმართთა და ყოვლისა სოფლისა და ვიტყოდით კადნიერად, ვითარმედ: სიქადულ ჩუენდა არს ჯუარი ქრისტესი და თავ ყოველთა კეთილთა და გჳრგჳნ ძლევისა და სამკაულ სიკეთისა მის საუკუნოჲსა.

მსუროდა, უკუეთუმცა ძალ-მედვა, პავლეს თანა ღაღადებად: „რომლისათჳს სოფელი ჩემდა ჯუარცუმულ არს, და მე - სოფლისა“,1 გარნა ვერ ძალ-მიც ამისა თქუმად, რამეთუ თითოსახეთა ვნებათაგან შეპყრობილ ვარ. რამეთუ ესე სიტყუაჲ მათ შუენის, რომელთა უარ-უყოფიან სრულიად საქმენი სოფლისანი და მოუკუდინებიან თავნი თჳსნი ყოველთაგან ვნება-თა მისთა.

ამისთჳს გამცნებ თქუენ, ძმანო, და პირველ თქუენსა თავსა ჩემსა ვეტყჳ: ჯუარს-ვაცუნეთ და მოვაკუდინნეთ თავნი ჩუენნი სოფლისაგან და ნუმცა რაჲ გუაქუს ზიარებაჲ საქმეთა თანა ქუეყანისათა, ცუდთა მათ და წარმავალთა, არამედ მამულისა მის მიმართ ზეცათაჲსა გუსუროდენ და დიდებისა მის წარუვალისა და კეთილთა მათ მიუთხრობელ-თა, რამეთუ მჴედარნი ვართ მეუფისა მის ზეცათაჲსა და საჭურველი სულიერი გუმოსიეს. რაჲსათჳს უკუე აღვირჩევთ საქმესა ვაჭართა და ღჳნისმოფარდულთასა, უფროჲსღა მატლთა და ქუემძრომელთა ჭიათასა, და ვიქცევით თიჴასა შინა და მწჳრესა ღორთაებრ? ჯერ-იყო ჩუენდა, რაჲთამცა ზეცას ვიყვენით საქმითა და გონებითა, სადა-იგი არს მეუფე ჩუენი ქრისტე, რამეთუ სადაცა მეუფე არნ, მუნ იყვნიან ერ-თგულნიცა მჴედარნი.

დაღაცათუ მეფე ესე ქუეყანისაჲ არა თავს-იდებს, რაჲთამცა ყოველნი მჴედარნი მისნი წინაშე პირსა მისსა დგეს და მახლობელად მისა იქცეოდეს, არამედ მეუფესა მას ზეცათასა ჰნებავს, რაჲთა ყოველნი მახლობელად საყდარსა მას სამეუფოსა იყვნენ. თქუას ვინმე, ვითარმედ: რომელნი-ესე ქუეყანასა ზედა ვიქცევით, ვითარ ჴელ-გუეწიფოს მახლობელად საყდრისა მის საღმრთოჲსა დგომად?

ჰე, შესაძლებელ არს ესე, რამეთუ პავლეცა ქუეყანასა ზედა იქცეოდა და მუნ იყო, სადა სერაბინნი არიან და ქერაბინნი, და უმეტეს მათსაცა მიეახლებოდა ქრისტესა, რამეთუ არარაჲ საქმეთაგანი ქუეყანისათა შემ-ძლებელ იყო მოწყუედად გონებისა მისისა ქრისტესგან, არამედ მარადის მოუწყუედელ და განუშორებელ იყო მისგან.

აწ უკუე ჩუენცა თუ გუენებოს, ძალ-გჳც ესრეთ ყოფად, რამეთუ უკუეთუმცა ადგილითა შორს იყო ჩუენგან მეუფე ჩუენი, სამართლადმცა ძნელ გიჩნდა მიახლებაჲ მისი, ჵ კაცო. ხოლო ვინაჲთგან ყოველგან არს და ყოველივე აღუვსიეს დიდებითა თჳსითა და მახლობელ არს მოშიშთა მისთა, რაჲსათჳსღა შეუძლებელ გიჩნს მახლობელობაჲ მისი? არა გესმისა წინაჲსწარმეტყუელისაჲ, რასა იტყჳს? „არა შემეშინოს მე ბოროტისაგან, რამეთუ შენ, უფალი, ჩემ თანა ხარ“.2 და თავადი უფალი იტყჳს სხჳსა წინაჲსწარმეტყუელისა მიერ: „ღმერთი მახლობელი მე ვარ და არა ღმერთი შორიელი“.3

1 გალ. 6,14. 2 ფსალმ. 22,4. 3 იერ. 23,23.

საცნაურ არს უკუე, ვითარცა-იგი ცოდვანი განგუაშორებენ მისგან, ეგრეთვე სიმართლენი მიგუაახლებენ მისა. ვითარცა ეტყჳს ესაია მოქმედ-თა მათ სიმართლისათა, ვითარმედ: „დიდებაჲ ღმრთისაჲ გარემოგადგეს შენ. მაშინ ჰღაღადებდე, და ღმერთმან ისმინოს შენი და ვიდრე სიტყუადმდე შენდა გრქუას: აქა ვარ“.1 რომელმან მამამან ესრეთ მოსწრაფებით ისმინოს შვილთა თჳსთაჲ? რომელმან დედამან ესრეთ განმზადებულად განჰმარტნის სასმენელნი თჳსნი სმენად სიტყუასა ნაშობთა მისთასა, რაჲთა უწოდონ რაჲ, მეყსეულადმცა ჴმა-სცა? ხოლო ღმერთი მარადის მზა არს და მოელის, ვინ-ძი ხადოს მას მონათა მისთაგანმან, და არაოდეს ჰყოვნის სმენად მათა, რომელნი ჯეროვნად ხადიან მას. ამისთჳს იტყჳს: „ვიდრე სიტყუადმდე შენდა გრქუას: აქა ვარ“.

აწ უკუე, საყუარელნო, ვხადოდით მას, ვითარცა-იგი მას ჰნებავს. ვი-თარ უკუე ჰნებავს, ესეცა ესაია წარმოგჳთხრა: „განიჴსენ ყოველი კრულებაჲ სიცრუისაჲ, განხეთქე გულარძნილებაჲ მძლავრებით ვაჭრობისაჲ, განუტევენ პყრობილნი მიტევებით და ყოველივე ჴელითწერილი სიცრუისაჲ განხეთქე. ეც მშიერთა პური შენი და გლახაკნი უსადგურონი შეიყვანენ სახედ შენდა. იხილო თუ შიშუელი, შემოსე იგი, და თჳსი ნათესავისა შენისაჲ არა უგულებელს-ჰყო. მაშინ წარგემართოს მსთუად ნათელი შენი, და ლხინებაჲ შენი ადრე აღმოსცენდეს, და ვიდოდის წინაშე შენსა სიმართლე შენი, და დიდებაჲ იგი ღმრთისაჲ გარემოგადგეს შენ. მაშინ ჰღაღადებდე, და ღმერთმან ისმინოს შენი და ვიდრე სიტყუადმდე შენდა გრქუას: აქა ვარ“.2

იტყჳან ვინმე მცონართა და უდებთაგანნი, ვითარმედ: ესე ყოველი ვინ უძლოს აღსრულებად? ხოლო მე ვიტყჳ: ვისმცა არა ეძლო ამათ სწავლათა აღსრულებად? ანუ რაჲ ძნელი თქუმულ არს ამას შინა? რამეთუ ესოდენ ადვილ არიან სიტყუანი ესე და შესაძლებელ, ვიდრეღა მრავალ-თა ფრიად უმეტესი გარდაჰმატეს და უზეშთაესი აღასრულეს: არა ჴელისწერილნი ხოლო სიცრუისანი განხეთქნეს, არამედ ყოვლისაგანვე საქმისა სოფლიოჲსა შიშუელ იქმნნეს; არა სახლად ხოლო შეიყვანნეს უსადგურონი და სცეს პური ნამეტნავისაგან ტაბლათა მათთაჲსა, არამედ შურებოდესცა ოფლითა პირთა მათთაჲთა და ნაშრომისა მის მათისაგან ზრდიდეს გლახაკთა და კეთილსა უყოფდეს არა ხოლო თუ მეგობართა და თჳსთა, არამედ მტერთაცა.

აწ უკუე რაჲ სიძნელე არს თქუმულთა ამათ შინა? არა თქუა, თუ: წიაღჴედ ზღუათა მრავალთა და გარდავლენ მთანი მაღალნი, გამოკუეთენ კლდენი მყარნი, გარდაიჴადენ უჭმელად დღენი მრავალნი, შეიმოსე ძაძაჲ, დაწევ ეკალთა ზედა. არარაჲ თქუა ესევითარი, არამედ თქუა: „განჴსენ კრულებაჲ სიცრუისაჲ“. ესე იგი არს, განაგდენ გულისაგან შენისა საკრველნი

1 ესაია 58, 8-9. 2 ესაია 58, 6-9.

ძჳრის-ჴსენებისა და ზაკუვისანი. „განხეთქე ყოველივე ჴელისწერილი სიცრუისაჲ“. რაჲ არს ამისა უადვილესი? „განუტევენ პყრობილნი მიტევებით, ეც მშიერსა პური შენი და გლახაკნი უსადგურონი შეიყვანენ სახედ შენდა“. რაჲ სიძნელე არს ამას შინა? ხოლო ძნელ თუ გიჩნს, იხილე მისაგებელიცა და ადვილად აღგიჩნდეს. რამეთუ ვითარცა მეფენი ქუეყანისანი მჴედარ-თა შე-რაჲ-ავლენდენ ბრძოლად, ნიჭთა და პატივთა წინაუყოფენ, უნდოთა და წარმავალთა, რამეთუ ესოდენ ჴელ-ეწიფების, ეგრეთვე ქრისტემან ჴმი-თა წინაჲსწარმეტყუელისაჲთა წინაჲთვე უჩუენნა მოღუაწეთა თჳსთა ნიჭნი იგი დიდებულნი. და გულისჴმა-ყავ თითოეულად:

„მაშინ წარგემართოსო მსთუად ნათელი შენი“. გულისჴმა-ყავ თითოფერებაჲ ამის ნიჭისაჲ. არა თქუა, თუ: გამოჩნდეს ნათელი შენი, არამედ „წარგემართოსო“. უმეტესსა მას განმარჯუებასა და ბრწყინვალებასა მის ნათლისასა მოასწავებს, და ვითარმედ იგი თავადი თანაშემწე არს და წარმმართებელ მისა.

„მაშინ წარგემართოს მსთუად ნათელი შენი“. რაჲ არს, თუ „მსთუად“? ესე იგი არს, ვითარცა ნაყოფთათჳს ვიტყჳთ მსთუად, რომელი-იგი პირველ განწესებულისა მის ჟამისა დამწიფდის, ეგრეთვე აქა; რამეთუ წეს არს შემდგომად მრავალთა ჭირთა და განსაცდელთა მიწევნად კაცისა ესევითარსა მას ბრწყინვალებასა.

აწ იტყჳს, ვითარმედ: პირველ განწესებულთა მათ ჭირთა და განსაცდელთასა მიიწიო ადვილად ბრწყინვალებასა მას დიდებულსა და სულიერსა და წარგემართოს მსთუად ნათელი შენი. ხოლო რომელსა ნათელსა იტყჳს, ანუ რაჲ-მე არს ნათელი იგი? არა თუ ამას ხილულსა ნათელსა მოასწავებს, არამედ უაღრესსა მას და ზეცისასა, რომელი-იგი გჳჩუენებს ანგელოზთა და მთავარანგელოზთა, ქერობინთა და სერობინთა, მთავრობათა და ჴელმწიფებათა, საყდართა და უფლებათა და ყოველსა მას ზეცისა მჴედრობასა, ტაძართა მათ სამეუფოთა, საყოფელთა მათ საუკუნეთა.

რამეთუ უკუეთუ ნათელსა მას ღირს იქმნა, განსთავისუფლდე ცეცხლისა მისგან გეჰენიისა, და მატლისა მისგან წამლეანისა, და ღრჭენისაგან კბილთაჲსა, და საკრველთა მათგან განუჴსნელთა, და ჭირისა მისგან ფრიადისა და იხილნე სიხარულით განწყობილნი იგი ზემოწერილთა მათ მჴედრობათანი. და მიიწიო, სადა-იგი არა არს სალმობაჲ, არცა მწუხარებაჲ, არცა სულ-თქუმაჲ; სადა-იგი არს ფრიადი სიხარული, მშჳდობაჲ და სიყუარული, შუებაჲ და განათლებაჲ და ცხორებაჲ საუკუნე, და დიდებაჲ გამოუთქუმელი, და შუენიერებაჲ მიუთხრობელი, და ნათელი პირისა ღმრთისაჲ; სადაიგი არიან კეთილნი, „რომელნი თუალმან არა იხილა, და ყურსა არა ესმა, და გულსა კაცისასა არა მოუჴდა“;1 სადა-იგი არს სასძლოჲ სულიერი, და

1 1 კორ. 2,9.

ქორწილი ზეცისაჲ, და ბრძენნი იგი ქალწულნი ლამპრითა ბრწყინვალითა, და ყოველნი, რომელთა ჰმოსიეს სამოსელი საქორწინე; სადა-იგი არიან სავანენი საუკუნენი და საუნჯენი მეუფისანი და იერუსალჱმი ზეცისაჲ.

იხილენა ნიჭთა ამათ სიმრავლენი, ვითარ ყოველნი ესევითარითა სიტყჳთა გამოსახნა წინაჲსწარმეტყუელისა მიერ უფალმან? ეგრეთვე შემდგომთა მათ სიტყუათა, უკუეთუ ძალი გამოვიძიოთ თითოეულისა სიტყჳსა, ფრიადი ვპოოთ სიმდიდრე და ძალი გამოუთქუმელი.

აწ უკუე, ვინაჲთგან ესე ყოველნი კეთილნი სიყუარულითა და კეთილის-ყოფითა მოყუსისაჲთა აღგჳთქუა უფალმან, ნუმცა უდებ ვიქმნებით, გევედრები, არამედ ყოვლით კერძო ვისწრაფოთ მცნებათა უფლისათა, კეთილთა ამათ და ადვილთა, აღსრულებად. დაღაცათუმცა ცეცხლი წინამდებარე იყო და მახჳლნი ლესულნი, არავე ჯერ-იყო ჩუენდა რიდობად თავთა თჳსთა, რაჲთამცა მივემთხჳენით სასუფეველსა ცათასა და კეთილ-თა მათ დაუსრულებელთა, რომელთა ღირსმცა ვართ ყოველნი მკჳდრ-ყოფად მადლითა და კაცთმოყუარებითა უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესითა, რომლისაჲ არს დიდებაჲ და სიმტკიცე თანა მამით და სულით წმიდითურთ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამენ.