თ ა რ გ მ ა ნ ი: არცა სამე მე უყუარ, არცა მამაჲ ჩემი, რომელმან სიტყუანი ესე არა ისმინნეს, რამეთუ უკუეთუ სახჱ სიყუარულისაჲ დამარხვაჲ მცნებათაჲ არს, ხოლო ესე მცნებანი მამისანი არიან, რომელი არა ისმენდეს მათ, არა ძჱ ოდენ, არამედ არცა მამაჲ უყუარს. ხოლო ვითარ სიტყუანი იგი შენნიცა არიან, უფალო, და არა შენნიცა, რამეთუ იტყჳ, ვითარმედ: „სიტყუანი ჩემნი არა ჩემნი არიან“? ესე იგი არს, ვითარმედ: არარას ვიტყჳ გარეგან ნებისა მისისა, არამედ ჩუენი ყოველი ერთ არს.
სახარებაჲ იოვანესი 14:24
23. მიუგო იესუ და ჰრქუა მას: უკუეთუ ვისმე უყუარდე მე, სიტყუანი ჩემნი დაიმარხნეს, და მამამანცა ჩემმან შეიყუაროს იგი, და მოვიდეთ მისა და მის თანა დავადგრეთ.24. ხოლო რომელსა არა უყუარდე მე, სიტყუანი ჩემნი არა დაიმარხნეს; და სიტყუანი, რომელ გესმიან, არა ჩემნი არიან, არამედ მომავლინებელისა ჩემისა მამისანი.25. ამას გეტყოდე თქუენ, რამეთუ თქუენ თანა ვიყავ.
სახარებაჲ იოვანესი თავი 14