თ ა რ გ მ ა ნ ი: რამეთუ ვინაჲთგან მრავალნი სიტყუანი მისნი დაფარულ იყვნეს და რომელთამე ვერ გულისხმა-ჰყოფდეს, და რაჲთა არა მწუხარე იყვნენ და არცა იტყოდიან, ვითარმედ: რომელნი მცნებანი? ამისთჳს განაყენნა იგინი ზრუნვისა მისგან და ჰრქუა, ვითარმედ: ნუგე-შინისმცემელმან ყოველი მოგაჴსენოს და გასწავოს, რამეთუ დაღაცათუ აწ დაფარულ არიან სიტყუანი ესე, არამედ არს იგი ამათი კეთილად გამომაჩინებელი. რაჲთა არა მწუხარე იყვნენ, ამისთჳს ეტყჳს, ვითარმედ ვიდრემდის მათ თანა იყოს, ნუგეშინისმცემელი იგი არა მოვალს, და ვერარაჲ მაღალი და დიდი გულისხმა-ყონ. ხოლო ამას ყოველსა ეტყჳს, რაჲთამცა ასწავა ახოვნად თავს-დებად წარსლვასა მისსა, ვითარცა მიზეზი დიდთა კეთილთაჲ, ხოლო ზედაჲსზედა ნუგეშინისმცემელად სახელ-სდებს მწუხარებათა მათთჳს, რომელნი მაშინ იყვნეს მათ ზედა. ვინაჲთგან უკუე ამას ყოველსა ზედა ჯერეთ შეურვებულ და შეძრწუნებულ იყვნეს და იგონებდეს ძნელოვანთა საქმეთა და წარსლვასა მისსა, ამისთჳს, იხილე, ვითარ კუალად დააწყნარებს მათ და ეტყჳს:
სახარებაჲ იოვანესი 14:25
24. ხოლო რომელსა არა უყუარდე მე, სიტყუანი ჩემნი არა დაიმარხნეს; და სიტყუანი, რომელ გესმიან, არა ჩემნი არიან, არამედ მომავლინებელისა ჩემისა მამისანი.25. ამას გეტყოდე თქუენ, რამეთუ თქუენ თანა ვიყავ.26. ხოლო ნუგეშინის-მცემელი იგი სული წმიდაჲ, რომელი მოავლინოს სახელითა ჩემითა მამამან, მან გასწაოს თქუენ ყოველი და მოგაჴსენოს თქუენ ყოველი, რაოდენი გარქუ თქუენ.
სახარებაჲ იოვანესი თავი 14