თ ა რ გ მ ა ნ ი: ესე იგი არს, ვითარმედ: მე სიყუარული თქუენი ვიძიე. და არცა ესე კმა-იყო, არამედ თქუა, ვითარმედ: „დაგადგინენ თქუენ“, ესე იგი არს, ვითარმედ: დაგნერგენ, „რაჲთა თქუენცა წარხჳდეთო“, ვი-თარმედ განჰვრცელდეთ, „და ნაყოფი გამოიღოთ, და ნაყოფი თქუენი ეგოსო“ (15,16). ხოლო უკუეთუ ნაყოფი ეგოს, არამცა უფროჲსად თქუენ ეგენითა? რამეთუ არა თუ ოდენ შეგიყუარენო, არამედ ქველისმოქმედებანიცა დიდნი გიჩუენენ, რამეთუ განვჰფენ რტოთა თქუენთა და ნაყოფსა ყოველსა ქუეყანასა.
ჰხედავა, რაოდენითა სახითა აჩუენებს სიყუარულსა თჳსსა? ერთად, საიდუმლოთა მათ დაფარულთა თხრობითა; მეორედ, რამეთუ პირველად მან იძია სიყუარული მათი; მესამედ, რამეთუ დიდნი კეთილნი მიანიჭნა მათ; მეოთხედ, რამეთუ თავს-იდებდა მათთჳს ვნებასა. და ამათ საქმეთა მიერ აჩუენა, ვითარმედ უკუნისამდე მათ თანა ეგოს, რამეთუ შეწევნითა მისითა გამოიღებდენ ნაყოფსა, და ამისთჳს ეტყჳს, ვითარმედ: „რაჲიგი სთხოვოთ მამასა ჩემსა სახელითა ჩემითა, მოგეცეს თქუენ“ (15,16). ხოლო ვითარ არს ესე, რამეთუ მამასა სთხოვენ, და სახელი ძისაჲ იქმს მიცემასა? გარნა რაჲთა სცნა ერთობაჲ იგი და სწორებაჲ ძისაჲ მამისა თანა.