მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ იოვანესი 15:17

16. არა თქუენ გამომირჩიეთ მე, არამედ მე გამოგირჩიენ თქუენ და დაგადგინენ თქუენ, რაჲთა თქუენ წარხჳდეთ და ნაყოფი გამოიღოთ, და ნაყოფი თქუენი ეგოს სავსებით, რაჲთა, რაჲ-იგი სთხოოთ მამასა ჩემსა სახელითა ჩემითა, მოგცეს თქუენ.17. ამას გამცნებ თქუენ, რაჲთა იყუარებოდით ურთიერთას.18. უკეთუ სოფელი გძულობს თქუენ, უწყოდეთ, რამეთუ პირველად მე მომიძულა.
სახარებაჲ იოვანესი თავი 15
17. ამას გამცნებ თქუენ, რაჲთა იყუარებოდით ურთიერთას.
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი ოზ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ამას გეტყჳ თქუენ, რაჲთა იყუარებოდით ურთიერ-თას“ (15,17).:

თ ა რ გ მ ა ნ ი: ესე იგი არს, ვითარმედ: არა თუ ყუედრებით გეტყჳ ამას, ვითარმედ: „სულსა ჩემსა დავსდებ თქუენთჳს“, და ვითარმედ: „მე გამოგირჩიენ თქუენ“, არამედ ყოველსავე ამისთჳს გეტყჳ, „რაჲთა იყუარებოდით ურთიერთას“. ხოლო ვინაჲთგან მრავალთა მიერ დევნულებაჲ და ყუედრებაჲ ძნელ არს სასმენელად და შემძლებელ არს მაღლისაცა გონებისა დამდაბლებად და შეწუხებად, ამისთჳს ქრისტემან მრავალნი ნუგეშინის-ცემისა სიტყუანი მიუთხრნა პირველ და ესრეთ მოვიდა ამის პირისა თქუმად, ვინაჲთგან წინაჲსწარ დააწყნარნა სულნი მათნი და ესრეთცა გამოაჩინა მრავლით კერძო, ვითარმედ მათისა უმჯობესისათჳს არიან, ვითარცა სხუანი იგი საქმენი. რამეთუ ვითარცა გამოაჩინა, ვი-თარმედ სიხარული უჴმს და არა მწუხარებაჲ მამისა მიმართ მისლვისა მისისათჳს, რამეთუ არა თუ დაუტეობდა, არამედ ფრიადისა მათისა სიყუარულისათჳს იქმოდა ამას, ეგრეთვე აქა გამოაჩინებს, ვითარმედ სიხარული უჴმს და არა მწუხარებაჲ. და იხილე, ვითარ ქმნა ესე, რამეთუ არა ჰრქუა, თუ: ვიცი, ვითარმედ შესაწუხებელ არს საქმჱ ესე, არამედ ჩემთჳს თავს-იდევით, რამეთუ ესე ვერ კმა იყო ნუგეშინისსაცემელად, არამედ გამოაჩინა, ვითარმედ უკუეთუ სოფელი სძულობს,...

სრულად ნახვა

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის