თ ა რ გ მ ა ნ ი: ამით გამოაჩინა, ვითარმედ უფროჲს მიმსგავსებულ მისა იქმნნენ. და ვიდრემდის ჴორცთა შინა იყო ქრისტე, მისა მიმართ იყო ყოველივე ბრძოლაჲ; ვინაჲთგან უკუე ქრისტე მიიცვალა ამიერ, ყოველივე ბრძოლაჲ მათა მიიქცა. და ესე არს ნუგეშინის-ცემაჲ მათი, რამეთუ მიმსგავსებულ უფლისა მათისა იქმნებოდეს. ხოლო კუალად მესამეცა ნუგეშინის-ცემაჲ მისცა და მოასწავა, ვითარმედ მამაჲცა შეურაცხ იქმნებოდა მათ თანა, და ამისთჳს ჰრქუა მათ: „ესე ყოველი გიყონ თქუენ სახელისა ჩემისათჳს, რამეთუ არა იციან მომავლინებელი ჩემი“ (15,21). და მერმე კუალად სხუაჲცა ნუგეშინის-ცემაჲ მისცა, რამეთუ გამოაჩინა, ვითარმედ შეურაცხისმყოფელნი მათნი ბოროტსა სატანჯველსა მიეცემიან. და ამისთჳს თქუა, ვითარმედ: „უკუეთუმცა არა მოვედ და ვეტყოდე მათ, ცოდვაჲმცა არა აქუნდა; ხოლო აწ მიზეზი არა აქუს ცოდვათა მათთათჳს. რომელსა მე ვსძულდე, მამაჲცა ჩემი სძულდეს“ (15,22-23). და არამცირესა საშჯელსა მათსა მოასწავებს ამის სიტყჳსა მიერ, რამე-თუ ვინაჲთგან იგინი მიზეზობდეს და იტყოდეს, ვითარმედ: მამისათჳს ვსდევნით მას, ამისთჳს თქუა ესრეთ უფალმან, ვითარმედ: არა აქუს მიზეზი ცოდვისა მათისათჳს, რამეთუ სიტყჳთ...
სახარებაჲ იოვანესი 15:20
19. უკუეთუმცა სოფლისაგანნი იყვენით, სოფელიმცა თჳსთა ჰყუარობდა; რამეთუ არა სოფლისაგანნი ხართ თქუენ, არამედ მე გამოგირჩიენ თქუენ სოფლისაგან, ამისთჳს სძულთ თქუენ სოფელსა.20. მოიჴსენეთ სიტყუაჲ იგი, რომელ გარქუ თქუენ: არა არს მონაჲ უფროჲს უფლისა თჳსისა. უკუეთუ მე მდევნეს, თქუენცა გდევნნენ; უკუეთუ სიტყუანი ჩემნი დაიმარხნეს, თქუენნიცა დაიმარხნენ.21. არამედ ესე ყოველი გყონ თქუენ სახელისა ჩემისათჳს, რამეთუ არა იციან მომავლინებელი ჩემი.
სახარებაჲ იოვანესი თავი 15