მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ იოვანესი 15:19

18. უკეთუ სოფელი გძულობს თქუენ, უწყოდეთ, რამეთუ პირველად მე მომიძულა.19. უკუეთუმცა სოფლისაგანნი იყვენით, სოფელიმცა თჳსთა ჰყუარობდა; რამეთუ არა სოფლისაგანნი ხართ თქუენ, არამედ მე გამოგირჩიენ თქუენ სოფლისაგან, ამისთჳს სძულთ თქუენ სოფელსა.20. მოიჴსენეთ სიტყუაჲ იგი, რომელ გარქუ თქუენ: არა არს მონაჲ უფროჲს უფლისა თჳსისა. უკუეთუ მე მდევნეს, თქუენცა გდევნნენ; უკუეთუ სიტყუანი ჩემნი დაიმარხნეს, თქუენნიცა დაიმარხნენ.
სახარებაჲ იოვანესი თავი 15
19. უკუეთუმცა სოფლისაგანნი იყვენით, სოფელიმცა თჳსთა ჰყუარობდა; რამეთუ არა სოფლისაგანნი ხართ თქუენ, არამედ მე გამოგირჩიენ თქუენ სოფლისაგან, ამისთჳს სძულთ თქუენ სოფელსა.
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი ოზ
წმინდა იოანე ოქროპირი

ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „ამას გეტყოდე თქუენ, რაჲთა სიხარული ჩემი თქუენ თანა ეგოს, და სიხარული თქუენი სავსებით იყოს. ესე არს მცნებაჲ ჩემი, რაჲთა იყუარებოდით ურთიერთას, ვითარცა მე შეგიყუარენ თქუენ“ (15,11-12).

თ ა რ გ მ ა ნ ი: ყოველსავე კეთილსა მაშინ აქუს სასყიდელი, რაჟამს აღსასრულად მიიწიოს. უკუეთუ კულა განზოგებასა ოდენ საქმისასა გარდასწყდეს, დანთქმაჲ იქმნების მის საქმისაჲ. და ვითარცა ნავი აღვსებული მრავლითა სიმდიდრითა ვერ მიიწიის ნავთსაყუდელად, არამედ შორს რაჲ არნ, ზღუასა დაინთქის (არარაჲ ერგო ფრიადისა მისგან შრომისა და სლვისა მისგან გზათაჲსა, არამედ უფროჲსად განსაცდელი მოიწია მის ზედა, რაოდენცა უმეტესი შრომაჲ თავს-იდვა), ეგრეთვე სულნი, რომელნი უწინარეს აღსასრულისა დავარდენ შრომათაგან; ამაო იქმნა ღუაწლი მათი. ამისთჳსცა პავლე იტყოდა, ვითარმედ: „პატივი და დიდებაჲ მათა, რომელნი მოთმინებითა საქმეთა კეთილთაჲთა რბიოდიან“, რომელსაცა მოწაფეთათჳს იქმს აწ ქრისტე. რამეთუ ვინაჲთგან შეიწყნარნა იგინი, და იგინი იხარებდეს მის თანა, და მერმე მოიწია ჟამი ვნებისაჲ, და სიტყუანი იგი მწუხარებისანი...

სრულად ნახვა
თავი ი̂. მცნებაჲ სახისმეტყუელებითა აღჭურვისაჲთა ძალთა მიმართ და ჴელმწიფებათა ბნელისათა ძალითა ქრისტესითა
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: სოფლის მპყრობელთა მიმართ ბნელისა მის ამის საწუთროჲსათა, სულთა მიმართ უკეთურებისათა, რომელნი არიან ცასა ქუეშე (6,12).:

...ა ღმრთისაგან და შედგომითა ყოველთა საქმეთა სიბოროტისათა.

მოციქულისაჲ: სოფლის მპყრობელთა მიმართ ბნელისა მის ამის საწუთროჲსათა, სულთა მიმართ უკეთურებისათა, რომელნი არიან ცასა ქუეშე (6,12).

თარგმანი: სოფლად ჩუეულ არიან წერილნი წოდებად ბოროტთა საქმეთა, ვითარცა უფალი მოწაფეთა ეტყჳს: "თქუენ არა სოფლისაგანნი ხართ" (); ესე იგი არს, ვითარმედ: "ზეშთა ხართ ბოროტთა საქმეთა, რომელნი სოფელსა შინა იქმნებიან". ესრეთვე აწ მოციქული სოფლის მპყრობელ უწოდს ეშმაკთა, ვითარცა მაქმნეველთა და მაწუეველთა ბოროტისათა. და რაჲთა არა შეგეშინოს მათგან, გესმოდის რაჲ მათთჳს "მთავრობაჲ" და "სოფლის მპყრობელობაჲ", ამისთჳს დაჰრთავს, თუ ვიეთ ზედა მთავრობენ. ცხად არს, ვითარმედ — ბნელსა უკეთურებისასა, რომელი იქმნების საწუთროსა ამას შინა. ხოლო "ცასა ქუეშეობითა" ზეცით გარდამოვრდომილობასა და ვერღა მუნ აღმავალობასა მათსა აჩუენებს, რომლისათჳს წინა-განწყობილ არიან და სცვენ ჰაერსა ცად აღსავალსა, რაჲთა არა მუნ აღვიდეთ ჩუენ, ვინაჲ იგინი გარდამოცჳვეს.

მოციქულისაჲ: ამისთჳს აღიღეთ ყოვლადსაჭურველი იგი ღმრთისაჲ, რაჲთა შეუძლოთ წინა-დადგომად დღესა მას ბოროტსა (6,13).

თარგმანი: რაისა "ამისთჳს"? — არამედ მძჳნვარებისათჳს მტერთაჲსა ჯერ-არს გარე-მორტყმაჲ ყოვლად-საჭურველისა ღმრთისა მცნებათა...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი პბ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „მე მივსცენ მათ სიტყუანი შენნი, და სოფელმან მოიძულა იგინი, რამეთუ არა არიან სოფლისაგანნი, ვითარ მე არა ვარ სოფლისაგანი“ (17,14).:

...უკეთურთა მიერ კაცთა, რამეთუ სძულან უკეთურთა მოღუაწენი და ჰგონებენ, თუ არგებენ რასმე თავთა თჳსთა, და ისწრაფიან, რაჲ-თამცა სირცხჳლეულ-ყვეს ცხორებაჲ მათი. არამედ ნუმცა მწუხარე ვართ, რამეთუ ესე არს სასწაული მოთმინებისაჲ. ამისთჳსცა უფალი იტყოდა, ვითარმედ: „უკუეთუმცა სოფლისაგანნი იყვენით, სოფელიმცა თჳსთა ჰყუარობდა“; არამედ კუალად იტყჳს: „ვაჲ თქუენდა, რაჟამს კეთილსა გეტყოდიან თქუენ კაცნი“. ამისთჳს აქაცა იტყჳს, ვითარმედ: „სიტყუანი შენნი მივსცენ მათ, და სოფელმან მოიძულნა იგინი“, და იტყჳს კუალად მიზეზსა, რომლისათჳს ღირს არიან ფრიადსა ღუწოლასა მამისა მიერ: რამეთუ შენთჳს მოძულებულ იქმნესო და სიტყჳსა შენისათჳს, ამისთჳს ღირს არიან ყოველსავე პატივსა.

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „არა ვიტყჳ, რაჲთა აღიხუნე სოფლისაგან, არამედ რაჲთა დაიცვნე ბოროტისაგან“ (17,15).

თ ა რ გ მ ა ნ ი: კუალად უმეტესად გამოაცხადებს სიტყუასა თჳსსა, რომელ-ესე სხჳსა არარაჲსათჳს ქმნა, არამედ რაჲთამცა უჩუენა, ვი-თარმედ ფრიად იღუწის მათთჳს, რამეთუ ესრეთ მოსწრაფებით იქმს მათთჳს სიტყუასა. და თავადი იტყოდა, ვითარმედ: „ყოველი, რაოდენი ითხოვოთ, მოგცეს მამამან“. და ვითარ იგი აქა მათთჳს ევედრების...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი ნგ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „თქუენ ამის სოფლისაგანნი ხართ“ (8,23).:

...რ არს, ვითარმედ რომელ თქუა, თუ: „მე არა ამის სოფლისაგანი ვარ“ (18,23), არა თუ ამისთჳს იტყჳს, თუ: არა სრულიად ყოვლითურთ კაც ვიქმენ, არამედ გულისსიტყუათათჳს იტყჳს კაცობრივთა, და ვითარმედ შორს ვარო ესევითარისა ამის უკეთურებისაგან, რომელი თქუენ გაქუს; რამეთუ მოციქულთა ჰრქუა, ვითარმედ: „არა ხართ ამის სოფლისაგანნი“, არამედ იგინი ჴორციელ იყვნეს; ვი-თარცა-იგი პავლეცა იტყჳს, ვითარმედ: „არა ხართ ჴორციელ“, და არა თუ ამისთჳს თქუა, რომელ უჴორცო იყვნეს. ეგრეთვე რაჟამს მოწაფე-თა ჰრქუა, თუ: „არა ხართ სოფლისაგან“, არა თუ სხუასა რას, არამედ უცხოებასა სოფლისა საქმეთასა ეწამების მათ.

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „გარქუ თქუენ: უკუეთუ არა გრწმენეს, ვითარმედ მე ვარ, მოსწყდეთ ცოდვათა შინა თქუენთა“ (8,24).

თ ა რ გ მ ა ნ ი: ხოლო უკუეთუ ამისთჳს მოვიდა იგი, რაჲთა ცოდვანი სოფლისანი აღიხუნეს, ხოლო ესე საქმჱ თჳნიერ საბანელისა მის ნათლის-ღებისა არა იქმნების, საცნაურ არს, ვითარმედ რომელი ურწმუნო იყოს, იგი ძუელისა მის კაცისა სამოსლითა შემოსილი წარსლვად არს, რამეთუ რომელმან არა ინებოს მოკუდინებაჲ თავისა თჳსისაჲ სარწმუნოებისათჳს ღმრთისა და დაფლვაჲ სრულიად ძუელისა მის კაცისაჲ, იგი მოკუდეს მის თანა და წარვიდეს მას საუკუნესა მ...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი ა
თემატური კომენტარი
წმინდა იოანე ოქროპირი
წმიდისა იოვანესთჳს, მახარებელისა და ღმრთისმეტყუელისა:

...ლი ჰაერთა შინა ცათასა, და გჳთხრობდამცა ყოველსა თჳთოეულად, რაჲ-იგი იქმნების ცათა შინა, ყოველნივემცა მივისწრაფდით სმენად მისა, ესრეთვე აწ ვყოთ, რამე-თუ ესე მაღალი და დიდი კაცი ზეცით გუეტყჳს, რაოდენსაცა გუეტყოდის, რამეთუ არა ამის სოფლისაგანი არს, ვითარცა უფალი იტყჳს, ვი-თარმედ: „თქუენ არა ამის სოფლისაგანნი ხართ“; არამედ აქუს ამას ნუგეშინისმცემელად იგი სული თავსა შორის თჳსსა მეტყუელად, რომელი-იგი ყოველსა ადგილსა მიიწევის, რომელმან ესრეთ იცნნის საქმენი ღმრთისანი, ვითარცა სულმან კაცისამან საქმენი თჳსნი: სული იგი სიწმიდისაჲ, სული ჭეშმარიტებისაჲ, სული წრფელი, მთავარი აღმყვანებელი ზეცად, მიმცემელი სხუათა თუალთა სულიერთა და კეთილადმხედველთა, რომელი უჩუენებს მომავალთა საქმეთა, ვითარცა ქმნულთა, რომელი ჴორცთა შინა მყოფთა კაცთა ზეცისა საქმეთა ხილვად ღირსჰყოფს.

ამისთჳს უკუე ვქმნათ ფრიადი მყუდროებაჲ; ნუმცა ვინ არს უდებ, ნუმცა ვინ არს მოძილ, ნუმცა ვინ არს შეგინებულ აქა შემომავალთაგანი, არამედ აღვამაღლნეთ თავნი ჩუენნი ზეცად, რამეთუ სიტყუათა ამათ ცათა შინა იტყჳს ესე მათა მიმართ, რომელთა მოქალაქობაჲ ცათა შინა არს. უკუეთუ კულა ქუეყანასა ზედა დავადგრეთ გონებითა, არარაჲ სარგებელ გუეყოს ამათ სიტყუათაგან, რამეთუ სიტყუანი იოვანესნი არა მათა მიმართ არიან ყოვე...

სრულად ნახვა