ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „აღდეგით და წარვედით ამიერ. მე ვარ ვენაჴი ჭეშმარიტი და თქუენ - რტონი. მამაჲ ჩემი მოქმედი არს“ (14,31; 15,1).
თ ა რ გ მ ა ნ ი: უსწავლელობაჲ დაჴსნილ და მოშიშ-ჰყოფს სულსა, ვითარცა-იგი სწავლაÁ საღმრთოთა საქმეთაჲ ახოვან-ჰყოფს და მაღალ. რამეთუ რაჟამს არა იყოს მოსწრაფჱ გონებაჲ, მაშინ იქმნების სული მოშიშ არა ბუნებით, არამედ ნებსით. რამეთუ რაჟამს ვიხილო კაცი, რომელი ოდესმე ახოვან იყო და აწ მოშიშ არს, არღარა ბუნებითად ვიტყჳ საქმესა მას, რამეთუ ბუნებითნი ყოველნი შეუცვალებელ არიან. და კუალად ოდეს ვიხილო, რომელნი აწ მოშიშ იყვნეს და შემდგომად მცირედისა კადნიერ იქმნნეს, მასვე გულისხმა-ვჰყოფ და ნებასა ზედა დავსდებ ყოველსავე, რამეთუ მოწაფენიცა ფრიად მოშიშ იყვნეს პირველ, ვიდრეღა არა ესწავა ყოველი, რაოდენი ჯერ-იყო სწავლად, არცა მოეღო მადლი სულისა წმიდისაჲ, ხოლო უკუანაჲსკნელ უგულოვნეს ლომთა იქმნეს. და პეტრე, რომელმან ქალისა ერთისა შერისხვაჲ ვერ თავს-იდვა, მეფეთა და მთავართა სძლო და ჯუარსცუმული და ტანჯული არავე დუმნა, არამედ ვი-თარმცა სიზმარი უჩნდა ყოველივე, გარნა უწინარჱს ჯუარს-ცუმისა არა ესრეთ იყო. ამისთჳს ქრისტე ეტყოდა:...