ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „ჰრქუა მას სიმონ-პეტრე: უფალო, ვიდრე ხუალ? ჰრქუა მას იესუ: მე ვიდრე ვალ, შენ ვერ ძალ-გიც მოდევნებად აწ, ხოლო მომდევდე ამისა შემდგომად“ (13,36).
თ ა რ გ მ ა ნ ი: დიდ არს სიყუარული და ცეცხლისა უმჴურვალჱს, და ზეცისა სიმაღლედ მიიწევის, და არარაჲ სოფლისა საქმეთაგან იქმნების დამაყენებელ მისა. რამეთუ მჴურვალესა მას გულითა პეტრეს ესმა რაჲ, ვითარმედ: „სადა მე წარვალ, თქუენ ვერ ჴელ-გეწიფების მოსლვად“,1 მეყსეულად ჰრქუა მას:
