თ ა რ გ მ ა ნ ი: ესე იგი არს, ვითარმედ: ყოველნი სასწაულნი სახელითა ჩემითა აღასრულნეს. რამეთუ ვინაჲთგან უმეტესთა სასწაულთა ეგულებოდა ქმნაჲ შემდგომად სულისა წმიდისა მოსლვისა, ამისთჳს კუალად სწორებასა გამოაჩინებს და იტყჳს, ვითარმედ: „მან მე მადიდოს“. ხოლო რომელ იტყჳს, თუ: „გიძღოდის ყოველსა ჭეშმარიტებასა“, რომელსა ჭეშმარიტებასა იტყჳს? გარნა ამას, რამეთუ: ვინაჲთგან უფალსა ჴორცთა მათთჳს, რომელ ემოსა, და უძლურებისათჳსცა მოწაფეთაჲსა და რაჲთა არა თქუან, თუ: თავსა თჳსსა აქებს, და ჰურიათათჳსცა ვერ იტყოდა ზედაჲსზედა მაღალთა და დიდებისა თჳსისა საქმეთა, ამისთჳს იტყჳს: მან გითხრას ყოველი ჭეშმარიტი. ხოლო რაჲთამცა არა თქუეს, თუ: შენ არა იცია ყოველი ჭეშმარიტი? ამისთჳს შესძინა და ჰრქუა, ვი-თარმედ: „თავით თჳსით არას იტყოდის“, რამეთუ „არავინ იცის ღმერთი, გარნა სულმანვე ღმრთისამან“, არამედ ჩემთა თქუმულთაგან უცხოჲ არარაჲ თქუას, რამეთუ ჩემგან მიიღოს, ვითარმედ ჩემთავე სიტყუა-თა მსგავსად იტყოდის, რამეთუ „ყოველი, რაოდენი აქუს მამასა, ჩემი არს“. და იგი მამისა სიტყუათა იტყოდის, და ესრეთ საცნაურ არს,...
13. ხოლო ოდეს მოვიდეს სული იგი ჭეშმარიტებისაჲ, გიძღოდის თქუენ ჭეშმარიტებასა ყოველსა, რამეთუ არა იტყოდის თავით თჳსით, არამედ რაოდენი-რაჲ ესმეს, იტყოდის და მომავალი იგი გითხრას თქუენ.14. მან მე მადიდოს, რამეთუ ჩემგან მიიღოს და გითხრას თქუენ.15. ყოველი, რაოდენი აქუს მამასა, ჩემი არს; და ამისთჳს გარქუ თქუენ, რამეთუ: ჩემგან მიიღოს და გითხრას თქუენ.
სახარებაჲ იოვანესი თავი 16