მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ იოვანესი 16:15

14. მან მე მადიდოს, რამეთუ ჩემგან მიიღოს და გითხრას თქუენ.15. ყოველი, რაოდენი აქუს მამასა, ჩემი არს; და ამისთჳს გარქუ თქუენ, რამეთუ: ჩემგან მიიღოს და გითხრას თქუენ.16. მცირედღა, და არღარა მხედვიდეთ მე; და კუალად მცირედღა, და მიხილოთ მე, რამეთუ მე მივალ მამისა ჩემისა.
სახარებაჲ იოვანესი თავი 16
15. ყოველი, რაოდენი აქუს მამასა, ჩემი არს; და ამისთჳს გარქუ თქუენ, რამეთუ: ჩემგან მიიღოს და გითხრას თქუენ.
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი ოჱ
წმინდა იოანე ოქროპირი

ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „ესე თქუენ პირველითგან არა გარქუ, რამეთუ თქუენ თანა ვიყავ. ხოლო აწ მივალ მომავლინებელისა ჩემისა, და არავინ თქუენგანი მკითხავს, თუ: ვიდრე ხუალ? არამედ ამას რაჲ გეტყოდე თქუენ, მწუხარებამან აღავსნა გულნი თქუენნი“ (16,4-6).

თ ა რ გ მ ა ნ ი: დიდ არს მწუხარებისა მძლავრებაჲ, და დიდი ახოვნებაჲ გჳღირს ამის ვნებისა წინააღდგომად და რაჲთა რომელი-რაჲ არს მის თანა საჴმარი, იგი მოვიღოთ და სხუაჲ დაუტევოთ, რამეთუ აქუს საჴმარიცა რაჲმე. რაჟამს ცოდვათათჳს ვწუხდეთ, მაშინ კეთილ არს, ხოლო რაჟამს კაცობრივთა ჭირთა შევცჳვეთ, მაშინ უჴმარ არს მწუხარებაჲ. და ამისთჳს, ვინაჲთგან ქრისტეს მოწაფენი ჯერეთ სრულებისა საზომსა ვერ მიწევნულ იყვნეს და ესე ვნებაჲ მწუხარებისაჲ ებრძოლა, იხილე, ვითარ ნუგეშინის-სცემს უფალი. რამეთუ რომელნიიგი პირველ ფრიად ჰკითხვიდეს, ვითარ-იგი პეტრე ჰრქუა: „უფალო, ვიდრე ხუალ?“ და თომა ჰრქუა: „არა უწყით, ვიდრე ხუალ“, და ფილიპე ჰრქუა: „გჳჩუენე ჩუენ მამაჲ შენი“, მათ ესმა რაჲ,...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი პა
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „და ჩემი ყოველი შენი არს, და შენი ჩემი არს, და დიდებულ ვარ მე მათ შორის“ (17,10).:

...ი არს“, ნუცა, ოდეს გესმეს, თუ: „შენნი იყვნეს“, ჰგონებ, თუ ჩემგან უცხო იყვნეს, რამეთუ „მისი ყოველი ჩემი არს“. ხოლო სიტყუაჲ ესე, თუ: „მომცენ მე“, მსმენელთათჳს ითქუა, რამეთუ ყოველი, რაოდენი მამასა აქუს, ძისაჲ არს, და რაოდენი ძესა აქუს, მამისაჲ, ვითარ სხუასა ადგილსა იტყჳს, ვითარმედ: „ყოველი მამისაჲ ჩემი არს“. ხოლო სიტყუაჲ ესე, ვითარმედ: „მომცენ მე“, და სხუანი ესევითარნი თქუნა, რამეთუ გამოაჩინებს, ვითარმედ: არა თუ უცხონი შევიწყნარენ, არამედ ჩემნი იყვნეს და შევიწყნარენ; და მერმე მიზეზიცა თქუა და გამოჩინებაჲ, ვითარმედ: „დიდებულ ვარ მათ შორის“, ესე იგი არს, ვითარმედ: ჴელმწიფებაჲ მაქუს მათ ზედა, და ვითარმედ: მადიდონ მე, რაჟამს ჩემდა მომართ და შენდა მომართ სწორად ჰრწმენეს. რამეთუ ესრეთცა იქმნა, და იგი ყოველნი მამისა და ძისათჳს მოკუდეს და სწორად ქადაგეს მამაჲ და ძჱ, ვითარცა სახელითა მისითა იქმოდეს ყოველსავე, ეგრეთვე სახელითა მისითა.

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „და არღარა ვარ მე სოფელსა ამას, და ესენი სოფელსა არიან“ (17,11).

თ ა რ გ მ ა ნ ი: ესე იგი არს, ვითარმედ: დაღაცათუ ჴორციელად არა ვჩნდე, არამედ ვიდიდებოდი მე მათ მიერ. ხოლო რაჲსათჳს იტყჳს ზედაჲსზედა, ვითარმედ: „არა ვარ სოფელსა შინა და შენ შეგვედრებ მათ. და ოდეს მათ თანა ვიყავ, მე ვსცევდი მ...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი ე
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „მის თანა ცხორებაჲ იყო“ (1,4).:

...ყვანოს ჩემდა იგი“, ამისთჳს წინაჲთვე თქუა აქა მახარებელმან, ვითარმედ იგი არს ნათელი განმანათლებელი, რაჲთა უკუეთუ გესმეს მამისათჳსცა ესევითარი რაჲმე, არა სთქუა, თუ მამისაჲ ხოლო არს ესე, არამედ ძისაჲცა, რამეთუ იტყჳს, ვითარმედ: „ყოველი, რაოდენი აქუს მამასა, ჩემი არს“. პირველად უკუე გუასწავა ჩუენ დამბადებელობისათჳს მისისა, და მერმე იტყჳს სულიერთა მათცა კეთილთა, რომელნი მომცნა ჩუენ მოსლვითა მისითა; და ერთითა სიტყჳთა მოასწავა იგი მახარებელმან და თქუა:

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ცხორებაჲ იგი იყო ნათელ კაცთა“ (1,4).

თ ა რ გ მ ა ნ ი: არა თქუა, თუ: ნათელ ჰურიათა, არამედ: ყოველთა კაცთა, რამეთუ წარმართნიცა მოვიდეს ამას გულისხმის-ყოფასა, და ყოველთაჲ ზოგადი არს და ზიარი ესე ნათელი. ხოლო რაჲსათჳს არა თქუა ანგელოზთათჳსცა, ვითარმედ: ცხორებაჲ იგი იყო ნათელ ანგელოზთა და კაცთა, არამედ კაცთათჳს ოდენ თქუა? ამისთჳს, რამეთუ აწ ამისი სიტყუაჲ ამის ბუნებისათჳს არს და ამათა მოვიდა ხარებად კეთილისა.

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „და ნათელი იგი ბნელსა შინა ჩანს“ (1,5).

თ ა რ გ მ ა ნ ი: ბნელად სიკუდილსაცა უწესს და საცთურსაცა, რამე-თუ ნათელი ესე ხილული არა ბნელსა შინა ჩანს, არამედ თჳნიერ ბნელისა ნათობს, ხოლო რაჟამს ბნელი მოიწიო...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ჟ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „წარვედით და მოიმოწაფენით ყოველნი წარმართნი და ნათელ-სცემდით მათ სახელითა მამისაჲთა და ძისაჲთა და სულისა წმიდისაჲთა, და ასწავებდით მათ დამარხვად ყოველი, რავდენი გამცენ თქუენ“ (28,19-20).:

...არა თუ უკუანაჲს იქმნა, ძჱ არა დაბადებული, შემოქმედი არა ქმნული, ყოველივე არს, რაჲ-იგი არს მამაჲ, თჳნიერ უშობელობისა.

ძჱ ვთქუ და მამაჲ, რაჲთა თჳთებანი გუამოვნობისანი გამოვაჩინნე. ჰგიეს უკუე ძეობასა შინა და ყოველივე არს, რაჲ-იგი არს მამაჲ, ვითარცა თქუა თავადმან უფალმან: „ყოველივე, რომელი აქუს მამასა, ჩემი არს“, და მახარებელი იოვანე იტყჳს: „ვიხილეთ დიდებაჲ მისი, დიდებაჲ ვითარცა მხოლოდშობილისაჲ მამისა მიერ“.

ესე იგი არს, ვითარმედ არა ნიჭითა და მადლითა მიეცნეს მას სასწაულნი, არამედ ზიარებითა მით ბუნებითითა აქუს ძესა მამულისა მის ღმრთეებისა პატივი, რომელი-იგი განუშორებელად და უჟამოდ მამისა თანა მყოფ არს, სწორი სახიერებითა, სწორი ძალითა, ზიარი დიდებისაჲ; და რაჲმცა იყო სხუაჲ, გარნა ბეჭედი და ხატი, რომელი ყოვლითურთ მამასა თავსა შორის თჳსსა გამოაჩინებს.

ხოლო რავდენნიცა სიტყუანი თქუმულ არიან ბუნებისა მისგან კაცობრივისა მისისა, გულისჴმის-ყოფაჲ ჯერ-არს, ვითარმედ ცხორებასა ჩუენსა განაგებს, რომელი გამოგჳჩნდა ჩუენ ჴორცითა. რაჟამს-იგი იტყოდის თავსა თჳსსა მოვლინებულად, და ვერარაჲსა შემძლებელად თავით თჳსით ყოფად, და მიმღებელად მცნებისა, და ვითარმედ „ღმერთი ჩემი“ და „ღმერთი თქუენი“, და „მამაჲ უზეშთაეს არ...

სრულად ნახვა