მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ იოვანესი 16:25

24. აქამომდე არარაჲ გითხოვიეს სახელითა ჩემითა. ითხოვდით და მოიღოთ, რაჲთა სიხარული თქუენი სავსებით იყოს.25. ამას იგავით გეტყოდე თქუენ. ხოლო მოვალს ჟამი, ოდეს არღარა იგავით გეტყოდი თქუენ, არამედ განცხადებულად მამისა ჩემისათჳს გითხრა თქუენ.26. მას დღესა შინა ითხოოთ სახელითა ჩემითა, და არა გეტყჳ თქუენ, ვითარმედ: მე ვჰკითხო მამასა ჩემსა თქუენთჳს.
სახარებაჲ იოვანესი თავი 16
25. ამას იგავით გეტყოდე თქუენ. ხოლო მოვალს ჟამი, ოდეს არღარა იგავით გეტყოდი თქუენ, არამედ განცხადებულად მამისა ჩემისათჳს გითხრა თქუენ.
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი ოთ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ამას იგავით გეტყოდე თქუენ; ხოლო მოვალს ჟამი, ოდეს არღარა იგავით გეტყოდი თქუენ“ (16,25).:

თ ა რ გ მ ა ნ ი: აჰა ესერა მოიწიოსო ჟამი, რაჟამს ყოველივე განცხადებულად გულისხმა-ჰყოთ. რამეთუ იტყჳს ჟამსაცა აღდგომისასა, ვითარმედ: „მაშინ განცხადებულად მამისა ჩემისათჳს გითხრა თქუენ“ (16,25), რამეთუ ორმეოცი დღჱ დაყო, მათ თანა რაჲ იქცეოდა შემდგომად აღდგომისა და „ეტყოდა სასუფეველისათჳს ღმრთისა“. და აწ შიშსა შინა ხართო და ვერ კეთილად ისმენთ სიტყუათა მათ, ხოლო მაშინ, მიხილოთ რაჲ აღდგომილი და თქუენ თანა მყოფი, შეუძლოთ კადნიერებით სმენად ყოვლისავე.

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის