თ ა რ გ მ ა ნ ი: და ამათ სიტყუათა მიერ კუალად უჩუენებს, ვითარმედ უმჯობეს არს, რაჲთა იგი წარვიდეს, ვინაჲთგან მაშინ უმეტესად აღესრულებოდიან თხოვანი მათნი, ვითარმცა იტყოდა, ვითარმედ: ნუუკუე ჰგონებთ, ვინაჲთგან არღარა თქუენ თანა ვიყო, სრულიადმცა დაგიტევენ, რამეთუ სახელმან ჩემმან უმეტესი კადნიერებაჲ მოგცეს თქუენ. ვინაჲთგან უკუე დაფარულ იყვნეს სიტყუანი იგი, ამისთჳს ჰრქუა მათ:
სახარებაჲ იოვანესი 16:24
23. და მას დღესა შინა მე არარაჲ მკითხოთ. ამენ, ამენ გეტყჳ თქუენ, რამეთუ რაოდენიცა-რაჲ სთხოოთ მამასა სახელითა ჩემითა, მოგცეს თქუენ.24. აქამომდე არარაჲ გითხოვიეს სახელითა ჩემითა. ითხოვდით და მოიღოთ, რაჲთა სიხარული თქუენი სავსებით იყოს.25. ამას იგავით გეტყოდე თქუენ. ხოლო მოვალს ჟამი, ოდეს არღარა იგავით გეტყოდი თქუენ, არამედ განცხადებულად მამისა ჩემისათჳს გითხრა თქუენ.
სახარებაჲ იოვანესი თავი 16