მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ იოვანესი 16:31

30. და აწ უწყით ჩუენ, რამეთუ ყოველივე იცი და არა გიჴმს, რაჲთა გკითხოს ვინმე. ამის გამო გურწამს, რამეთუ ღმრთისაგან გამოხუედ.31. მიუგო იესუ და ჰრქუა მათ: აწ სამე გრწამს?32. აჰა მოვალს ჟამი და მოწევნულ არს, რამეთუ განიბნინეთ კაცად-კაცადი თჳსად ადგილად და მე მარტოჲ დამიტეოთ; და არა ვარ მე მარტოჲ, არმედ მამაჲ ჩემი ჩემ თანა არს.
სახარებაჲ იოვანესი თავი 16
31. მიუგო იესუ და ჰრქუა მათ: აწ სამე გრწამს?
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი ოთ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „აწ სამე გრწამს? აჰა მოვალს ჟამი და მოწევნულ არს, რაჲთა განიბნინეთ კაცად-კაცადი ადგილად თჳსა და მე მარტოჲ დამიტეოთ; და არა ვარ მარტოჲ, რამეთუ მამაჲ ჩემ თანა არს“ (16,31-32).:

თ ა რ გ მ ა ნ ი: რამეთუ ვინაჲთგან მათ თქუეს, ვითარმედ: „აწ ვიცით“, ამისთჳს ეტყჳს, ვითარმედ: სხუაჲ ფრიადი სწავლაჲ გიჴმს, რამეთუ ჯერეთ არარაჲ იცით, არამედ ფრიად გაკლს სისრულისაგან, რამეთუ აწ მიმცეთ მე მტერთა მარტოჲ და თქუენ განიბნინეთ ფრიადისა მის შიშისაგან; და ესეოდენმან შიშმან შეგიპყრნეს, რამეთუ ზოგადცა ვერ ივლტოდით, არამედ განიბნინეთ. და ჩემ ზედა ამის მიერ არარაჲ ძჳრი მოიწიოს. ჰხედავა, ვითარ კუალად სიმდაბლისაჲ არს სიტყუაჲ ესე? და ამისთჳს აბრალებს, ვითარმედ მარადის სიმდაბლისა სიტყუანი უჴმან მათ, რამეთუ ვინაჲთგან იტყოდეს, ვითარმედ: „აჰა ესერა განცხადებულად გუეტყჳ და იგავსა არცა ერთსა იტყჳ. და ამისთჳს გურწამს“ (16,29-30), უჩუენებს, ვითარმედ ჯერეთ ჯერისაებრ არა ჰრწამს, არცა მიითუალავს სიტყუათა მათთა. ხოლო ესე ამისთჳს თქუა და სხჳსა ჟამისა მიმართ მიავლენდა მათ, ვითარმედ: „მამაჲ ჩემი ჩემ თანა არს“, მათთჳსვე თქუა, რამეთუ ზე და ქუე ამისი ეგულებოდა ცნობაჲ. და მერმე უჩუენებდა, ვითარმედ ჯერეთ სრული გულისხმის-ყოფაჲ არა მიუცემიეს მათა ამათ სიტყუათა მიერ, არამედ რაჲთა ოდენ გონებანი მათნი დააწყნარნეს, რამეთუ ნუუკუედა იგონებდესმცა კაცობრივთა რათამე...

სრულად ნახვა

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის