თ ა რ გ მ ა ნ ი: რამეთუ ვინაჲთგან მათ თქუეს, ვითარმედ: „აწ ვიცით“, ამისთჳს ეტყჳს, ვითარმედ: სხუაჲ ფრიადი სწავლაჲ გიჴმს, რამეთუ ჯერეთ არარაჲ იცით, არამედ ფრიად გაკლს სისრულისაგან, რამეთუ აწ მიმცეთ მე მტერთა მარტოჲ და თქუენ განიბნინეთ ფრიადისა მის შიშისაგან; და ესეოდენმან შიშმან შეგიპყრნეს, რამეთუ ზოგადცა ვერ ივლტოდით, არამედ განიბნინეთ. და ჩემ ზედა ამის მიერ არარაჲ ძჳრი მოიწიოს. ჰხედავა, ვითარ კუალად სიმდაბლისაჲ არს სიტყუაჲ ესე? და ამისთჳს აბრალებს, ვითარმედ მარადის სიმდაბლისა სიტყუანი უჴმან მათ, რამეთუ ვინაჲთგან იტყოდეს, ვითარმედ: „აჰა ესერა განცხადებულად გუეტყჳ და იგავსა არცა ერთსა იტყჳ. და ამისთჳს გურწამს“ (16,29-30), უჩუენებს, ვითარმედ ჯერეთ ჯერისაებრ არა ჰრწამს, არცა მიითუალავს სიტყუათა მათთა. ხოლო ესე ამისთჳს თქუა და სხჳსა ჟამისა მიმართ მიავლენდა მათ, ვითარმედ: „მამაჲ ჩემი ჩემ თანა არს“, მათთჳსვე თქუა, რამეთუ ზე და ქუე ამისი ეგულებოდა ცნობაჲ. და მერმე უჩუენებდა, ვითარმედ ჯერეთ სრული გულისხმის-ყოფაჲ არა მიუცემიეს მათა ამათ სიტყუათა მიერ, არამედ რაჲთა ოდენ გონებანი მათნი დააწყნარნეს, რამეთუ ნუუკუედა იგონებდესმცა კაცობრივთა რათამე...
სახარებაჲ იოვანესი 16:32
31. მიუგო იესუ და ჰრქუა მათ: აწ სამე გრწამს?32. აჰა მოვალს ჟამი და მოწევნულ არს, რამეთუ განიბნინეთ კაცად-კაცადი თჳსად ადგილად და მე მარტოჲ დამიტეოთ; და არა ვარ მე მარტოჲ, არმედ მამაჲ ჩემი ჩემ თანა არს.33. ამას გეტყოდე თქუენ, რაჲთა ჩემ თანა მშჳდობაჲ გაქუნდეს. სოფელსა ამას ჭირი გაქუს, არამედ ნუ გეშინინ, რამეთუ მე მიძლევიეს სოფელსა.
სახარებაჲ იოვანესი თავი 16